ამინოალექსინი

ფასი ქულებში: 49 ქულა
10 პროდუქტი;

GEL49

შეფუთვა-1ლ პრეპარატული ფორმა-სითხე დაავადება-მავნებელი: ჭრაქი ამინოალექსინი - პრეპარატი, ბიოტური (პათოგენები) და აბიოტური (გარე ფაქტორები) სტრესის წინააღმდე. იგი უზრუნველყოფს მცენარის კომპლექსურ დაცვას. შემადგენლობა: ნივთიერება % ფოსფორი (P 2 O 5 ) 30...
+
განვადებით ყიდვა

შეფუთვა-1ლ

პრეპარატული ფორმა-სითხე

დაავადება-მავნებელი: ჭრაქი
ამინოალექსინი - პრეპარატი, ბიოტური (პათოგენები) და აბიოტური (გარე ფაქტორები) სტრესის წინააღმდე. იგი უზრუნველყოფს მცენარის კომპლექსურ დაცვას.

შემადგენლობა:

ნივთიერება%
ფოსფორი (P2O5)30
კალიუმი (K2O)20
თავისუფალი ამინომჟავები4

გამოყენების ნორმები:


კულტურახარკვის ნორმადამუშავების მეთოდი, ვადები
მარცვლოვანი თავთავიანები0,7-1,5ლ/ჰაფოთლოვანი გამოკვება:
1) 3 ფოთლის ფაზიდან ბარტყობამდე;
2) აღერებამდე;
3) დროშა ფოთლის ფაზაში ან დათავთავებისას;
რაფსი0,7-1,5ლ/ჰაფოთლოვანი გამოკვება:
1) 4-6 ფოთლის ფაზაში;
2) ღეროს დაგრძელებისას
სიმინდი0,7-1,0ლ/ჰაფოთლოვანი გამოკვება:
6-8 ფოთლის ფაზაში, განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურით
გმოწვეული სტრესის დროს
მზესუმზირა0,5-1,0ლ/ჰაფოთლოვანი გამოკვება: ყვავილედის გახსნის ფაზა
სოიო0,75-1,25ლ/ჰაფოთლოვანი გამოკვება:
1) ბუტონიზაციის ფაზაში, ინსექტიციდთან ერთად;
2) საჭიროების შემთხვევაში გამეორდეს 12-14 დღეში
შაქრის ჭარხალი300 მლ/100ლ წყალზეფოთლოვანი გამოკვება: ფუნგიციდებით დამუშავებისას
კარტოფილი300 მლ/100ლ წყალზეფოთლოვანი გამოკვება: ფუნგიციდებით დამუშავებისას
(სპილენძის შემცველების გარდა)
პომიდორი, წიწაკა300 მლ/100ლ წყალზეფოთლოვანი გამოკვება: ჩითილების გადარგვიდან
2 კვირის შემდეგ ყოველ 12-14 დღეში
ხეხილი300 მლ/100ლ წყალზე




4,0-8,0 ლ/ჰა
ფოთლოვანი გამოკვება:თესლოვნები
1) «ვარდისფერი კონუსის» ფაზა;
2) როდესაც ნაყოფი თხილისოდენაა;
3) ნაყოფის აქტიური ზრდა (ივლისის 1-2 დეკადა).
კურკოვანი: ყვავილობის შემდეგ
ნერგები: გადარგვის შემდეგ 15-20 დღიანი ინტერვალით 2-3 ჯერადი დამუშავება წვეთოვანი სისტემის მეშვეობით
ვაზი300 მლ/100ლ წყალზე
4,0-8,0 ლ/ჰა
ფოთლოვანი გამოკვება: 3-4 გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში, 3-5 ფოთლის ფაზიდან

ნერგები: გადარგვის შემდეგ 15-20 დღიანი ინტერვალით 2-3 ჯერადი დამუშავება წვეთოვანი სისტემის მეშვეობით

მოქმედების მექანიზმი პათოგენებზე:

ფოსფიტები იწვევენ ცვლილებებს სოკოვანი ორგანიზმების ფოსფორის ცვლაში. რაც იწვევს დარღვევებს, ამის შედეგად სოკოვანი ორგანიზმები სუსტდებიან (ნაკლებად სიცოცხლისუნარიანნი ხდებიან) და მარტივად კონტროლდებიან მცენარის ბუნებრივი იმუნიტეტის მიერ. ფოსფიტებს აქვთ უნარი, გადაადგილდნენ როგორც ფლოემაში, ისე ქსილემაში (შეუძლიათ გადაადგილდნენ როგორც ფესვთა სისტემისაკენ, ისე მწვანე მასისაკენ, სადაც მიმდინარეობს ფოტოსინთეზი) და უზრუნველყონ დაავადებების გამომწვევების წინააღმდეგ სისტემურ დაცვა. იქედან გამომდინარე, რომ ფოსფიტები მცენარეში ნელა იჟანგება, დიდი ხნით რჩებიან მასში და გადაადგილდებიან მთელ მცენარეში (იმავე გზით, როგორც ფოსფატები) შესაბამისად უზრუნველყოფენ ხანგრძლივ დაცვას.

პრეპარატის იმუნომასტიმულირებელი ეფექტი:

მცენარეში ფოსფიტის იონი ასტიმულირებს ფენოლური შენაერთების გამომუშავებას, რომლებიც ცნობილია საერთო სახელით ფიტოალექსინით. ისინი პათოგენებისათვის ტოქსიკურნი არიან და სინთეზირდებიან მცენარეების მიერ დაავადების მატარებელი მიკროორგანიზმებით დაინფიცირების დროს. ასევე, ამინოალექსინი ააქტიურებს სპეციფიურ პათოგენებს - ორიენტირებულ ცილებს, რომლებიც ამაღლებენ მცენარის გენეტიკურ მდგრადობას. ამინოალექსინის პრევენციული გამოყენება საშუალებას იძლევა პათოგენების შემოტევამდე აამაღლოს და შეინარჩუნოს ფიტოალექინისა და პათოგენის (ორიენტიერებული ცილები) მაღალი დონე.

პრეპარატის ანტი-სტრესული ზემოქმედება:

ამინოალექსინი შეიცავს ექსკლუზიური ფერმენტატული ჰიდროლიზის მეთოდით მიღებულ თავისუფალ ამინომჟავებს. პრეპარატში ამინომჟავების არსებობა აფერხებს ფოსფიტის ჟანგვით პროცესს ფოსფატში გადასვლისას, რაც ამაღლებს ამინოალექსინის სტაბილურობას სხვა უბრალო ფოსფიტებთან შედარებით. ამასთან, ამინომჟავები აძლიერებენ საკვები ელემენტების შეღწევადობას ფოთლებში - ამ შემთხვევაში ფოსფიტების. პათოგენების შეტევისას (ბიო-ტური სტრესი) მცენარე სუსტდება და ხდება მეტად მგრძნობიარე ტემპერატურული ცვლილებების, წყლის რეჟიმის დარღვევის, ქიმიური ზემოქმედების და სხვა ნეგატიური ფაქტორების მიმართ. და პირიქით, აბიოტური სტრესებით დასუსტებული მცენარე ნაკლებად მდგრადია დაავადებების გამომწვევების შემოტევებისადმი. ამ შემთხვევაში, ამინოალექსინში არსებული თავისუფალი ამინომჟავები ეხმარებიან მცენარეს აბიოტური სტრესების დაძლევაში. ასევე ამინომჟავები ეხმარებიან ოსმოსური პოტენციალის შენარჩუნებაში (უჯრედების გაუწყლოებასთან ბრძოლა).

ფოსფორისა და კალიუმის ალტერნატიული წყარო:

ანტი-სტრესული ზემოქმედება: ფოსფიტები გაცილებით უფრო სწრაფად შეითვისება მცენარის ფოთლების მიერ ვიდრე ფოსფატები. ამინოალექსინში ფოსფორი არის ფოსფიტურ ფორმაში (კალიუმის ფოსფიტი), რომელიც მცენარეში თანდისთანობით გადაიქცევა ფოსფატად. ამიტომ, ფოსფორის ფოსპიტური ფორმა უნდა ჩაითვალოს როგორც ნელა შეთვისებადი. ამინოალექსინის უპირატესობა სწორედ ამაში ვლინდება. მისი წყალობით, მცენარე ფოსფორს ითვისებს თანდათან, დოზირებულად და არა ერთბაშად.

პრეპარატის უპირატესობები:

  • 0 დღე ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე;
  • 0 ნარჩენი პროდუქტში;
  • პათოგენებს არ გამოუმუშავდებათ რეზისტენტობა;
  • მაღალი ბიო-შეთვისება;
  • მაღალი თავსებადობა;
  • გამოყენების მრავალფეროვნება: ფოთლიდან შესხურება ან ფესვიდან გამოკვება;
  • პათოგენებზე ზემოქმედების უნიკალური ორმაგი მექანიზმი - პირდაპირი და იმუნოგამაღიზიანებელი მოქმედება.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.


სასარგებლო ინფორმაცია