ამინოქუელანტ Ca

ფასი ქულებში: 40 ქულა
10 პროდუქტი;

GEL40

ამინოქუ ელანტ-Ca-ს მოქმედებით მცირდება კალციუმის დეფიციტით გამოწვეული ნაყოფისა და ფოთლების დეფექტები, მაღლდება/იზრდება ნაყოფის სიმკვრივე, მცირდება ფიზიოლოგიური ნაკლოვანებების დონე, იზრდება შენახვისუნარიანობის ვადა და ტრანსპორტაბელურობა. პრეპარატული ფორმა-სითხე მწარმოებელი:Bioiberica, S.A,...
+
განვადებით ყიდვა

ამინოქუელანტ-Ca-ს მოქმედებით მცირდება კალციუმის დეფიციტით გამოწვეული ნაყოფისა და ფოთლების დეფექტები, მაღლდება/იზრდება ნაყოფის სიმკვრივე, მცირდება ფიზიოლოგიური ნაკლოვანებების დონე, იზრდება შენახვისუნარიანობის ვადა და ტრანსპორტაბელურობა.

პრეპარატული ფორმა-სითხე

მწარმოებელი:Bioiberica, S.A, ესპანეთი

შიგთავსი-1 ლიტრი

შემადგენლობა:

ვინთიერება
%
თავისუფალი L-α-ამინომჟავები
4.6
კალციუმი (C2O)
8
საერთო აზოტი (N)
4.9
ბორი (B)
0.2
ორგანული აზოტი (N)
0.9

გამოყენების ნორმები:

დამუშავების ტიპისამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა
ფოთლიდან გამოკვება
3-4 მლ/ლ (3-4 ლ/ჰა)
ფერტიგაცია
8-12 ლ/ჰა

კალციუმის ფუნქცია მცენარეში:

კალციუმი წარმოადგენს მცენარის უჯრედის გარსის განუყოფელ ნაწილს. მასზე (საკმარისი რაოდენობა) არის დამოკიდებული უჯრედის მემბრანის სტრუქტურა, სტაბილურობა და ფორმირება. მომწიფების პროცესში, მცირდება კალციუმის შემცველობა და იზრდება ეთილენის დონე. ამას თან ახლავს კალციუმის დეფიციტის მსგავსი პროცესები - მემბრანების შეღწევადობის ზრდა, სუნთქვის გახშირება, დაბერების პროცესების დაჩქარება და ნაყოფის დარბილება. თუ გაიზრდება კალციუმის შემცველობა ნაყოფის ზრდის პროცესში და მოსავლის აღების შემდეგ, ეს შეამცირებს ეთილენის წარმოქმნას, გაზრდის ნაყოფის სიმკვრივესა და შენახვისუნარიანობას.

კალციუმის თავისებურებები:

კალციუმი ნაკლებად მოძრავი ელემენტია. ამასთან, მცენარეში არსებული კალციუმის მნიშვნელოვანი ნაწილი უხსნად ფორმაშია და კალციუმის ნაკლებობის შემთხვევაშიც კი ვერ გადაადგილდება მცენარის ამა თუ იმ ორგანოსა და ქსოვილში. კალციუმის მოძრაობა ძირითადად დამოკიდებულია: იმ ფორმაზე, რა ფორმაშიც არის ის მცენარეში - მოძრავი ან უძრავი, ტრანსპირაციის დონეზე - ბაგეების გზით აორთქლება, მცენარის ფოტოსინთეზის დონეზე. ხშირ შემთხვევაში, კალციუმი კონცენტრირებულია ფესვებსა და ფოთლებში, ასევე მწვანე ნაყოფში, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ფოტოსინთეზის პროცესი. როდესაც ნაყოფი იწყებს შეფერვას ფოტოსინთეზის პროცესი წყდება, ამასთან მცირდება კალციუმის გადაადგილება ნაყოფში. რაც იწვევს კალციუმის დეფიციტს ნაყოფში.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ამინოქუელანტ - Ca შეიცავს L-α-ამინომჟავებს, რომლებიც მცენარეში ასტიმულირებენ კალციუმის ამოძრავების პროცესებს - ფოტოსინთეზს, ტრანსპირაციას და ა.შ. ამინომჟავებისა და კალციუმის სიმბიოზის საფუძველზე ფორმირდება ბიო-აქტიური კომპლექსები, რომლებიც თავის მხრივ ამაღლებენ მისი შთანთქმისა და გადაადგილების პროცესებს. ამინოქუელანტ - Ca ასევე შეიცავს ბორს, რომელიც ამინომჟავებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ბიო-აქტიურ კომპლექსებში - ბორის ოპტიმალური რაოდენობა მცენარეში ხელს უწყობს კალციუმის უკეთ გადაადგილებას. ამინომჟავები ასტიმულირებენ ბაგეების გახსნას, რაც აძლიერებს წვენის მოძრაობას ქსილემაში - ძირითად «მაგისტრალზე», რომელზეც კალციუმი და ბორი გადაადგილდება.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ სითბოსა და ცეცხლის წყაროსგან მოშორებით, მშრალ, კარგად ვენტილირებად და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაფრთხილება!!!

გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზებს. ატარეთ დამცავი ხელთათმანები და სათვალე. პროდუქტთან მუშაობის პროცესში აკრძალულია ჭამა, დალევა და მოწევა. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით თვალები. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ, და გააგრძელეთ თვალების გამორეცხვა. თუ თვალების გაღიზიანება განმეორდა მიმართეთ ექიმს. პროდუქტის მოხმარების შემდეგ დაიბანეთ ხელები. დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ და ხელახლა გამოყენებამდე გარეცხეთ.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას მისი არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას მისი არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია