ამინოქუელანტ k-low

ფასი ქულებში: 40 ქულა
1 პროდუქტი;

GEL40

ამინოქუელანტ კალიუმი ამინოქუელანტ – K დაბალი рН ეს არის წყალში ხსნადი პროდუქტი რომლის рН 4-5 პუნქტით უფრო დაბალია ვიდრე სხვა კალიუმიანი პრეპარატების рН. მაღალი (ტუტე) рН სწრაფად შლის (ანადგურებს) 100-ზე მეტ ცნობილ პესტიციდს. თავად კალიუმი წარმოადგენს ტუტე მეტალს. აქედან გამომდინარე,...
+
განვადებით ყიდვა

ამინოქუელანტ კალიუმი

ამინოქუელანტ – K დაბალი рН ეს არის წყალში ხსნადი პროდუქტი რომლის рН 4-5 პუნქტით უფრო დაბალია ვიდრე სხვა კალიუმიანი პრეპარატების рН.

მაღალი (ტუტე) рН სწრაფად შლის (ანადგურებს) 100-ზე მეტ ცნობილ პესტიციდს. თავად კალიუმი წარმოადგენს ტუტე მეტალს. აქედან გამომდინარე, კალიუმის შემცველი პრეპარატები ტრადიციულად მაღალი ტუტე рН ხასიათდებიან. შესხურებისას ეს წარმოადგენს პრობლემას, რადგან მცენარეთა დაცვის საშუალებების უმრავლესობას, სტაბილური და ეფექტური მოქმედებისათვის ესაჭიროებათ ნეიტრალური ან მჟავე рН.

სწორედ ამიტომ, შემუშავდა ამინოქუელანტ – K დაბალი рН, კალიუმის მაღალი შემცველობით, თავისუფალი ამინომჟავებით და 7,2 рН-ით. ეს უწყობს ხელს ხსნარის рН ნეიტრალურ დონემდე შენარჩუნებას. ამინოქუელანტ® – K დაბალი рН გმოცდილია 50-ზე მეტ მცენარეთა დაცვის საშუალებასთან, ზრდის რეგულატორებთან, ბიოსტიმულიატორებთან და მცენარეთა კვების საშუალებებთან. შედეგად პროდუქტს არ შეუქმნია არანაირი პრობლემა თავსებადობასთან დაკავშირებით. ამინოქუელანტ – K დაბალი рН ხსნადია ექსტრემალურად ხისტ წყალშიც კი, რომელიც ხასიათდება მაღალი შემცველობის მარილებით, კალციუმით და მაგნიუმით.

ამინოქუელანტ-– K დაბალი рН იყენებს კალიუმისა და L-α-ამინომჟავების სინერგიზმის უპირატესობას:

- L-α-ამინომჟავისა და კალიუმის ბიო-აქტიური კომპლექსის წარმოქმნის წყალობით, კალიუმი გაცილებით უკეთ შეითვისება მცენარის მიერ;

- L-α-ამინომჟავები და კალიუმი ჩართულნი არიან ოსმორეგულაციის, ბაგეების დახურვა-გაღებისა და ფოტოსინთეზის დაჩქარების პროცესში.

- L-α-ამინომჟავები და კალიუმი მოქმედებენ ნაყოფის მომწიფებასა და ხარისხის ამაღლებაზე.

- L-α-ამინომჟავები და კალიუმი უშუალოდ აუმჯობესებენ მცენარის სტრესთან ბრძოლისა და სტრესიდან გამოყვანის პროცესს.

ამინოქუელანტ–K დაბალი рН გამოყენების შედეგად:

- იზრდება ნაყოფის ზომა;

- ნაყოფი გამოირჩევა ერთგვაროვანი ზომით;

- ადგილი აქვს ადრეულ მომწიფებას;

- ნაყოფი გამოირჩევა კარგი შეფერილობით;

- მაღალია შაქრების შემცველობა

შემადგენლობა:

  • თავისუფალი L-α-ამინომჟავები - 5%
  • კალიუმი (K2O)-25%
  • საერთო აზოტი (N)-1%
  • ორგანული აზოტი (N)-1%

დოზირება:


დოზირებახარჯვის ნორმა
ფოთლიდან გამოკვება2-4მლ/1 ლ წყალზე
ფერტიგაცია5-10ლ/ჰა

სასარგებლო ინფორმაცია