ტერრა სორბ კომპლექსი

ფასი ქულებში: 49 ქულა
10 პროდუქტი;

GEL49

შეფუთვა -1ლ პრეპარატული ფორმა: სითხე შემადგენლობა: ნივთიერება % თავისუფალი ამინომჟავები 20,0 აზოტის საერთო რაოდენობა 5,5 ორგანული აზოტის საერთო რაოდენობა 5,0 ბორი 1,5 ცინკი 0,1 მანგანუმი 0,1 რკინა 1,0 მაგნიუმი 0,8 მოლიბდენი 0,001...
+
განვადებით ყიდვა

შეფუთვა -1ლ

პრეპარატული ფორმა: სითხე

შემადგენლობა:

ნივთიერება%
თავისუფალი ამინომჟავები20,0
აზოტის საერთო რაოდენობა5,5
ორგანული აზოტის საერთო
რაოდენობა
5,0
ბორი1,5
ცინკი0,1
მანგანუმი0,1
რკინა1,0
მაგნიუმი0,8
მოლიბდენი0,001
ორგანული ნივთიერებების საერთო
რაოდენობა
25,0

გამოყენების ნორმები:


კულტურაპრეპარატის ხარჯვის ნორმა გამოყენების ვადაბიოლოგიური ეფექტურობა
საშემოდგომო რაფსი1,2–2,0 ლ/ჰაშემოდგომით: ზრდის რეგულატორებთან ერთად, თუ დღის ტემპერატურა მინიმუმ 80С. ზრდის რეგულატორების გარეშე, თუ დღის ტემპერატურა 50С ნაკლები არ არის.
გაზაფხული: ვეგეტაციის განახლებასას, მწვანე მასის არსებობის დროს, დაგეგმილ წამლობებთან.
ბუტონიზაციის პერიოდში ინსექტიციდებით წამლობასთან ერთად
გაუმჯობესებული ზამთარგამძლეობა და განვითარებული ფესვთა სიტემა, სიცოცხლისუნარიანობა და საგაზაფხულო ზრდის ენერგია.
გაზაფხულზე დაბალი ტემპერატურის დროს სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის ამაღლება.
ყვავილობისა და დამტვერვის გაუმჯობესება
საშემოდგომო: ხორბალი, ქერი, ჭვავი1,2 – 1,8ლ/ტ
0,6–2,0 ლ/ჰა

0,6–2,0 ლ/ჰა
თესვისწინა თესლის დამუშავება.
შემოდგომა: 3 ფოთლის ფაზიდან ბარტყობის ფაზამდე, როდესაც დღის ტემპერატურა 50С ნაკლები არ არის.

გაზაფხული
: ვეგეტაციის განახლებასას, დაგეგმილ წამლობებთან ერთად.
დროშა ფოთლის ფაზაში ფუნგიციდთან ერთად.
მოსავლიანობის გაზრდა.
უკეთესი ბარტყობა და ზამთარგამძლეობა. გაზაფხულზე ზრდა-განვითარებისათვის ენერგიის მომატება.
ბარტყობის გაძლიერება, წამლობის ეფექტურობის
ზრდა. მარცვალთა რაოდენობის ზრდა თავთავში.
დროშა ფოთლის წარმოქმნისა და ყვავილობის ხელშეწყობა.
საგაზაფხულო რაფსი 1,2–2,0 ლ/ჰა

0,6–2,0 ლ/ჰა
ჰერბიციდებთან ერთად 4-5 ფოთლის ფაზაში.

ბუტონიზაციის პერიოდში ინსექტიციდებთან ერთად.
ჰერბიციდებით გამოწვეული სტრესის მოხსნა, მოსავლიანობის ზრდა.
ყვავილობისა და დამტვერვის გაუმჯობესება.
საგაზაფხულო: ხორბალი, ქერი, ჭვავი1,2 – 1,8 ლ/ტ
0,6–2,0 ლ/ჰა
თესვისწინა თესლის დამუშავება.
ბარტყობის ადრეულ ფაზებში, დაგეგმილ წამლობებთან ერთად.
მოსავლიანობის გაზრდა.
უკეთესი და ინტენსიური ბარტყობა, განვითარებული ფესვთა სისტემა, მარცვალთა რაოდენობის ზრდა თავთავში.
შაქრის ჭარხალი1,2–2,0 ლ/ჰა4-8 ფოთლის ფაზა.
ფუნგიციდებით დამუშავებასთან ერთად.
ფუნგიციდებით დამუშავებასთან ერთად.
მოსავლიანობის ამაღლება/
სოიო1,2 – 1,8 ლ/ტ
1,2–2,0 ლ/ჰა
თესვისწინა თესლის დამუშავება.
5-6 ფოთლის ფაზაში ჰერბიციდებთან ერთად.
ბუტონიზაციის პერიოდში ინსექტიციდებით წამლობასთან ერთად
მოსავლიანობის გაზრდა.
5-6 ფოთლის ფაზაში ჰერბიციდებთან ერთად.
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სტრესის მოხსნა, უკეთესი ყვავილობა და დამტვერვა, მეტი რაოდენობის პარკების გამონასკვა
სიმინდი1,2–1,8 ლ/ტ
0,6–2,0 ლ/ჰა
თესვისწინა თესლის დამუშავება.
5-8 ფოთლის ფაზაში.
გამოიყენება ჰერბიციდებით წამლობასთან ერთად.
მოსავლიანობის გაზრდა.
მოსავლიანობის გაზრდა, სტრესის გადალახვა.
ჰერბიციდებით გამოწვეული სტრესის მოხსნა.
მზესუმზირა2 – 1,8 ლ/ტ
0,9–2,0 ლ/ჰა
თესვისწინა თესლის დამუშავება.
5 ფოთლის ფაზიდან და საგვიანო ფაზებში (მაგ. ფუნგიციდებით წამლობის დროს) გამოიყენება ჰერბიციდებით წამლობასთან ერთად.
მოსავლიანობის გაზრდა.
მოსავლიანობის გაზრდა, სტრესის გადალახვა, ჰერბიციდებით გამოწვეული სტრესის მოხსნა.
კარტოფილი1,2 – 1,8 ლ/ტსათესლე მასალის დამუშავება.

I წამლობა, როდესაც მცენარე 15სმ სიმაღლისაა.
II წამლობა, ბოლქვების წარმოქმნისას (ბუტონიზაცია, ყვავილობის დასაწყისი).
მოსავლიანობის გაზრდა.

მოსავლიანობის გაზრდა, განსაკუთრებით არახელსაყრელი პირობების დროს და ბოლქვების რაოდენობის ზრდა.
ხეხილი1,2–2,0 ლ/ჰა ან 1,2–2,0 მლ/ლ


2,0 მლ/ლ
ყვავილობის დროს, გამონასკვისას და ნაყოფის დამსხვილებისას (გამოიყენება ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან, ჰორმონალურ პრეპარატებთან და ფოთლიდან კვების საშუალებებთან).
ყვავილობის დროს წაყინვებისას, დამუშავება სასურველია დაემთხვეს წაყინვების წინა დღეებს ან მომენტალურად წაყინვების შემდგომ, თუ შემდეგი წაყინვების წინ ტემპერატურა მნიშვნელოვნად ამაღლდება, დამუშავება უნდა განმეორდეს.
წაყინვების ეფექტის შემცირება დაახლოებით 3 °С დროს. ყვავილების ცვენის პრევენცია და დამტვერვის პროცენტულობის გაზრდა.

წაყინვების ეფექტის შემცირება დაახლოებით 3°С დროს. ყვავილების ცვენის პრევენცია და დამტვერვის პროცენტულობის გაზრდა.
ვაზი0,9–2,0 მლ/ლყვავილობის წინ, ყვავილობის დროს და მარცვლის დამსხვილებისას. შეიძლება შეთავსდეს დაგეგმილ წამლობებთანყვავილობისა და დამტვერვის გაუმჯობესება, დიდი რაოდენობით მარცვლების გამონასკვა, სტრესის მიმართ გამძლეობის გაზრდა, მარცვლის ცვენის პრევენცია, შეფერილობისა და სავაჭრო მახასიათებლების გაუმჯობესება, ავზურ ნაზავში პრეპერატების ეფექტურობის გაზრდა
ბოსტნეული და კენკროვნები დახურულ და ღია გრუნტში1,2–2,0 ლ/ჰა ან 1,2–2,0 მლ/ლჩითილობის დროს, ყოველ 7 დღეში ერთხელ.

ჩითილების გადარგვიდან 2 დღის შემდეგ.

ყვავილობის დასაწყისიდან, ყოველ 12-14 დღეში ერთხელ. ნებისმიერ დროს, როდესაც მცენარე სტრესშია. რეკომენდირებულია მცენარის დაცვის საშუალებებთან ერთად გამოყენებისას
მცენარე ხდება უფრო სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული ფესვთა სისტემით.
გადარგვით გამოწვეული სტრესის გადალახვა.

დამტვერვისა და ნაყოფის გამონასკვის პროცენტუ ლობის გაზრდა,განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დროს. ნაყოფის ხარისხის ამაღლება სავაჭრო იერსახის გაუმჯობესება, მცენარეების აღდგენა არახელსაყრელი პირობების დროს, მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტურობის გაზრდა
ყვავილები და დეკორატიული მცენარეები 2,0 მლ/ლ მცენარის განვითარების დასაწყისიდან 1-2 კვირის ინტერვალით ყვავილობამდე.

ნებისმიერი სტრესული სიტუაციის დროს (მაგ. მაღალი და დაბალი ტემპერატურა, ფიტოტოქსიკურობა, ან აგროქიმიკატებით მიღებული დამწვრობები და სხვა)
მცენარე ხდება უფრო სიცოცხლისუნარიანი, ყვავილობა ადრეულია, მეტია ყვავილების რაოდენობა, მკვეთრია შეფერილობა.
სწრაფი აღდგენა სტრესული სიტუაცისს შემდეგ.

პრეპარატის უპირატესობები:

  • ტერრა-სორბის მეშვეობით მცენარე გაცილებით უკეთ ითვისებს პრეპარატებს, სასუქებს, და ზრდის რეგულატორებს;
  • ტერრა-სორბში შემავალი ამინომჟავების წყალობით ვითარდება უფრო მძლავრი და ღრმა ფესვთა სისტემა, რაც დადებითად აისახება ყინვაგამძლეობაზე, რეგენერაციის უნარზე და საკვები ნივთიერებების შთანთქმაზე;
  • მაღლდება შაქრებისა და პროლინის - ამინომჟავის შემცველობა, რაც პირდაპირ მოქმედებს ყინვაგამძლეობის ამაღლებაზე;
  • ადრე გაზაფხულზე, ზამთრის შემდეგ ტერრა-სორბი უზრუნველყოფს მცენარის სწრაფ აღდგენას, ინტენსიურ ზრდას და საკვები ნივთიერებების შთანთქმას ნიადაგიდან;
  • ტერრა-სორბი შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ფესვთა სისტემის განვითარებას, განსაკუთრებით კი ფესვის ბუსუსების განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ფესვის ბუსუსებია პასუხიმგებელი 90%-ით და მეტად ყველა საკვები ნივთიერების შთანთქმაში. ამრიგად, უზრუნველყოფილი ხდება არა მხოლოდ უკეთესი კვება, არამედ უფრო რაციონალური ხდება შეტანილი სასუქების სრული შეთვისება;
  • ამინომჟავები პირდაპირ ჩართულნი არიან მტვრიანის განვითარებისა და დამტვერვის პროცესში. სტრესული პირობების დროს, მცენარე ამინომჟავებს იყენებს არა გენერა - ტიული პროცესებისათვის, არამედ გადარჩენისათვის. ხოლო ტერრა-სორბის სახით, მცენარეს უჩნდება ამინომჟავების დეფიციტის კომპენსაციისათვის იდეალური წყარო და შედეგად დამტვერვის პროცენტულობა მაღალ მაჩვენებელს აღწევს;
  • ძლიერი სტრესული პირობების დროს, მცენარე ხურავს ბაგეებს, რაც იწვევს მცენარის საკვები ნივთიერებების შთანთქმის, ფოტოსინთეზის, სუნთქვის პროცესების და თავისუფალი რადიკალების დაგროვების შემცირება-შენელებას. ტერრა-სორბი შეიცავს ამინომჟავებს, რომელთა წყალობით მცენარის ბაგეები ღია რჩება და მცირდება სტრესით გამოწვეული ნივთიერებათა ცვლის დარღვევები. ასევე ის შეიცავს ანტიო- ქსიდანტური მოქმედების ამინომჟავებს, რომლებიც დაბერების პროცესებს ანელებს;
  • პრეპარატების უმრავლესობა, რომლითაც ვწამლით ნაკვეთებს, ტოქსიკურია კულტურული მცენარეებისათვის. ტერრა-სორბის წყალობით მცირდება ფიტოტოქსიკურობა, ჰერბიციდით წამლობის დროსაც კი. ასევე, მისი მეშვეობით შესაძლებელია კულტურული მცენარეების აღდგენა სხვა პრეპარატებით დამუშავებისას მიღებული ფიტოტოქიკურობის დროს;
  • დამლაშებულ ნიადაგებსა და გვალვის პერიოდში მცენარეები რთულად შთანთქავენ და ინარჩუნებენ ტენს. რაც უფრო მაღალია უჯრედის წვენის ოსმოსური წნევა, მით მაღალია მცენარის უნარი შთანთქოს და შეინარჩუნოს ტენი. ტერრა-სორბში შემავალი ამინომჟავები ამაღლებენ უჯრედის წვენში არსებულ წნევას, რომლის წყალობითაც მცენარე უფრო აქტიურად ითვისებს ტენს მშრალი და დამლაშებული ნიადაგის ფენებიდან;
  • «ინიციალური» ფაზის დროს, ტერრა-სორბით დამუშავება ხელს უწყობს მცენარეს ამ ფაზის ადვილად გადალახვაში, რაც დადებითად აისახება მოსავალზე.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ სითბოსა და ცეცხლის წყაროსგან მოშორებით, მშრალ, კარგად ვენტილირებად და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაფრთხილება:

გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზებს. ატარეთ დამცავი ხელთათმანები და სათვალე. პროდუქტთან მუშაობის პროცესში აკრძალულია ჭამა, დალევა და მოწევა. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით თვალები. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ, და გააგრძელეთ თვალების გამორეცხვა. თუ თვალების გაღიზიანება განმეორდა მიმართეთ ექიმს. პროდუქტის მოხმარების შემდეგ დაიბანეთ ხელები. დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ და ხელახლა გამოყენებამდე გარეცხეთ.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას მისი არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას მისი არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია