არმუროქსი

ფასი ქულებში: 49 ქულა
10 პროდუქტი;

GEL49

შეფუთვა 1ლ პრეპარატული ფორმა- სითხე არმუროქსი თამაშობს აქტიურ როლს, მცენარის დაცვის მექანიზმის სტიმულირებაში, უზრუნველყოფს ფიტოალექსინებისა და პათოგენების (ორიენტირებული ცილები) სინთეზს. არმუროქსის გამოყენება ასტიმულირებს ჟანგბადის (ROS) აქტიური ფორმების ლოკალურ წარმოებას...
+
განვადებით ყიდვა

შეფუთვა 1ლ

პრეპარატული ფორმა- სითხე

არმუროქსი თამაშობს აქტიურ როლს, მცენარის დაცვის მექანიზმის სტიმულირებაში, უზრუნველყოფს ფიტოალექსინებისა და პათოგენების (ორიენტირებული ცილები) სინთეზს. არმუროქსის გამოყენება ასტიმულირებს ჟანგბადის (ROS) აქტიური ფორმების ლოკალურ წარმოებას და ამაღლებს კალოზისა და ლიგნინის კონცენტრაციას უჯრედის კედელში რაც უზრუნველყოფს მცენარის ბუნებრივი დაცვის მექანიზმს.

ხარჯვის ნორმა:

ფოთლიდან გამოკვება: 3-5 მლ/ლ წყალზე ფერტიგაცია: 3-8 ლ/ჰა არმუროქსი გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში.

შეტანის ხერხი:

არმუროქსი ფოთლიდან წამლობისას ხშირ შემთხვევაში გამოიყენება შემასხურებელი აპარატით, მაგრამ შესაძლებელია საავიაციო შესხურებაც. ასევე გამოიყენება ფესვთა სისტემით გამოკვებისას. თუმცა ამ შემთხვევაში ხარჯვის ნორმა, უფრო მაღალია.

არმუროქსი თავსებადობაში სხვა პრეპარატებთან: პათოგენების უფრო ფართო სპექტრის წინააღმდეგ რეკომენდირებულია არმუროქსის გამოყენება ამინოალექსინთან ერთად. პრეპარატების ერთად გამოყენების დრო, ხარჯვის ნორმა უნდა შემცირდეს: არმუროქსი 300 მლ/100ლ + ამინოალექსინი 200 მლ/100ლ. არმუროქსი თავსებადია თითქმის ყველა სასუქთან, ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. თუმცა პრეპარატის ტუტე Ph-ის ფონიდან გამომდინარე შერევისას აუცილებელია პრეპარატების ეფექტურობის შემოწმება.

არმუროქსი აერთიანებს პეპტიდების გაძლიერებულ მოქმედებასა და სილიციუმს, როგორც დამცველის მოქმედებას. არმუროქსის პეპტიდური შენაერთების წყალობით მაღლდება სილიციუმის შთანთქმის პროცესი, (ელემენტის, რომელიც მცენარისათვის აღიარებულია როგორც ანტი-სტრესული მოქმედების ელემენტი) და მისი კონცენტრაცია ფოთლებში. ეს არის ორმაგი მოქმედების უნიკალური პრეპარატი, რომელიც კუტიკულის ქვეშ წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს და ააქტიურებს მცენარის დაცვის მექანიზმებს. არ ტოვებს ნარჩენებს პროდუქტში. პრეპარატი წარმოადგენს არაჩვეულებრივი მოკავშირეს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დროს. განსაკუთრებით გარემოს დაცვის კუთხით.

მოქმედების მექანიზმი:

არმუროქსი იწვევს სილიციუმის შთანთქმის პროცესს, კუტიკულაში მისი კონცენტრაციის ამაღლების გზით, რაც თავის მხრივ ზრდის დამცავი ბარიერის სისქეს. ეს დამცავი შრე ფორმირდება მაშინ, როდესაც სილიციუმი კონცენტრირდება მცენარეში, იგი ხელს უშლის სოკოების განვითარებას, ზღუდავს სპორების ზრდა-განვითარებას და ხელს უშლის სოკოების შეღწევას ფოთლებში. არმუროქსი თამაშობს აქტიურ როლს, მცენარის დაცვის მექანიზმის სტიმულირებაში, უზრუნველყოფს ფიტოალექსინებისა და პათოგენების (ორიენტირებული ცილები) სინთეზს. არმუროქსის გამოყენება ასტიმულირებს ჟანგბადის (ROS) აქტიური ფორმების ლოკალურ წარმოებას და ამაღლებს კალოზისა და ლიგნინის კონცენტრაციას უჯრედის კედელში რაც უზრუნველყოფს მცენარის ბუნებრივი დაცვის მექანიზმს.

გამოყენების რეკომენდაციები:

არმუროქსი ფოთლიდან წამლობისას ხშირ შემთხვევაში გამოიყენება შემასხურებელი აპარატით, მაგრამ შესაძლებელია საავიაციო შესხურებაც. ასევე გამოიყენება ფესვთა სისტემით გამოკვებისას, თუმცა ამ შემთხვევაში ხარჯვის ნორმა უფრო მაღალია.
პათოგენების უფრო ფართო სპექტრის წინააღმდეგ რეკომენდირებულია არმუროქსის გამოყენება ამინოალექსინთან ერთად. პრეპარატების ერთად გამოყენების დრო, ხარჯვის ნორმა უნდა შემცირდეს: არმუროქსი 300მლ/100ლ + ამინოალექსინი 200 მლ/100ლ.

პრეპარატის უპურატესობები:

  • ზრდის და აძლიერებს მცენარის ქსოვილებს მექანიკური დაზიანების პრევენციის მიზნით;
  • ხელს უშლის გარე აგენტების შეღწევადობას;
  • მცენარე ნაკლებად მგრძნობიარეა სოკოვანი პათოგენების ფერმენტატული თავდასხმების მიმართ (განსაკუთრებით ნაცრის გამომწვევები);
  • 0 ქიმიური ნარჩენი.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

არმუროქსი თავსებადია თითქმის ყველა სასუქთან, ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. თუმცა პრეპარატის ტუტე Ph-ის ფონიდან გამომდინარე შერევისას აუცილებელია პრეპარატების ეფექტურობის შემოწმება.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.



სასარგებლო ინფორმაცია