სანათური დეუ

ფასი ქულებში: 250 ქულა
10 პროდუქტი;

GEL250

ფასები: 5ლ-250ლარი 1ლ- 55 ლარი 0.5ლ- 28ლარი 100მლ-6 ლარი 15მლ- 2ლარი ანტიტრანსპირანტი შემადგენლობა: პოლისაქარიდული ბიოპოლიმერი , სილიციუმი . ბიოლოგიური თვისებები: ნატურალური ანტიტრანსპირანტი , შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას...
+
განვადებით ყიდვა
ფასები: 5ლ-250ლარი
1ლ- 55 ლარი
0.5ლ- 28ლარი
100მლ-6 ლარი
15მლ- 2ლარი
ანტიტრანსპირანტი

შემადგენლობა: პოლისაქარიდული ბიოპოლიმერი , სილიციუმი .

ბიოლოგიური თვისებები: ნატურალური ანტიტრანსპირანტი , შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას მცენარე მაღალი ტემპერატურისა და გვალვის პირობებში. ნატურალური ანტიტრანსპირანტი. „სანათური დეუ“ ზრდის ბოსტნეულის ჩითილების, ყვავილების, ნერგების გადარჩენადობას, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, ეხმარება მშრალი ქარებისა და გვალვის გადატანაში, ნაყოფს იცავს დასკდომისა და მზით დამწვრობისაგან. საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს კენკრის, ხილისა და ბოსტნეულის სასაქონლო სახე ტრანსპორტირებისა და შენახვისას, საგრძნობლად ამცირებს ტენის იმ დანაკარგებს, რომლებსაც თავად მცენარეები ვერ აკონტროლებენ, და ამგვარად მათ უნარჩუნებს ტენის ფიზიოლოგიურ დონეს, აძლიერებს მცენარეთა ზრდას და მათ იცავს ვეგეტაციის სტრესულ პერიოდში. „სანათური დეუ“-ს წარმოქმნილი ფენა არ იგრძნობა შეხებით, გემოთი და შეუძლებელია მისი მოცილება მცენარეთა ზედაპირიდან - სისქე შეადგენს რამდენიმე მოლეკულას. „სანათური დეუ“-თი დამუშავებული კენკრა, ხილი და ბოსტნეული საკვებად შეიძლება გამოვიყენოთ მეორე დღესვე, ვინაიდან ის 100%-ით შედგება ნატურალური კომპონენტებისაგან. „სანათური დეუ“ აგრეთვე არის „ულტრაიისფერი ფარი“ - ეს თვისება საშუალებას აძლევს, მცენარეები და აყოფი დაიცვას მზით დამწვრობისაგან.

პრეპარატის მახასიათებლები

-„სანათური დეუ“-თი დამუშავებული ჩითილებისა და ნერგების ჩინებული გახარებადობა გადარგვისას - იძლევა მცენარეთა ზრდის მაღალ პოტენციალს;

-მოსავლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელთა ზრდა;

-კენკრის, ხილის, ბოსტნეულის უფრო ადრეული დამწიფება, გემოვნებითი თვისებების გაუმჯობესება;
-ნაყოფის დაცვა დასკდომისა და მზით დამწვრობისაგან;

-აღებული მოსავლის გაუმჯობესებული ტრანსპორტაბელობა და შენახვის ვადები.
„სანათური დეუ“-თი დამუშავება გადარგვამდე ან მის შემდეგ მცენარეებს მისცემს ტენის დაკარგვის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას, სანამ ფესვთა სისტემა არ ამოქმედდება და არ აღდგება წვრილი ფესვები. ამგვარი დამუშავება მცენარეებს საშუალებას აძლევს, გაცილებით უფრო სწრაფად აღდგეს და გააგრძელოს განვითარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალახოვან მცენარეთა შემთხვევაში მეტი მოსავლის მისაღებად.
-ნერგების შემთხვევაში „სანათური დეუ“-თი დამუშავება საშუალებას იძლევა, სანერგეებში მივიღოთ უფრო სწრაფად და უფრო განვითარებული მცენარეები ანდა უფრო სწრაფად მივიყვანოთ ხეები მსხმოიარობამდე ბაღის „რემონტისას“.

-ზრდაგადაცილებული ჩითილების შემთხვევაშიც კი, რომლებიც უკვე ყვავის, „სანათური დეუ“ იძლევა შესანიშნავ ეფექტს და მცენარეებს საშუალებას აძლევს, არ დაკარგონ ტურგორი და არ გადატყდნენ.

-„სანათური დეუ“-ს დიდი პლუსი არის ის, რომ მისი აფსკი არის ულტრაიისფერი ფარი, რომელიც ფილტრავს ულტრაიისფერს, მცენარესა და ნაყოფს იცავს მზით დამწვრობისაგან, იცავს მცენარეთა ეპიდერმისს.

გამოყენება: ხილი, ვენახი, ციტრუსი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები, ყვავილოვანი. მცენარები: 0,5- 1მლ/1ლ წყალზე.

უკუჩვენება და თავსებადობა სხვა პრეპარატებთან: უკუჩვენება არ გააჩნია, თავსებადია სხვა ნებისმიერ პრეპარატთან.

დაყოვნება: არ საჭიროებს.

აფასოება: 15 მლ, 100 მლ, 0.5 ,1, 5 .

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილზე.

სასარგებლო ინფორმაცია