სანათური ფაუერი

ფასი ქულებში: 240 ქულა
10 პროდუქტი;

GEL240

ფასები: 5ლ-240ლარი 1ლ- 50 ლარი 0.5ლ- 25 ლარი 100მლ-6 ლარი 15მლ- 2ლარი მიმწებებელი შემადგენლობა : მრავალჯაჭვიანი პოლისაქარიდ ული, მცენარეული ფისები . ბიოლოგიური თვისებები:...
+
განვადებით ყიდვა
ფასები: 5ლ-240ლარი
1ლ- 50 ლარი
0.5ლ- 25 ლარი
100მლ-6 ლარი
15მლ- 2ლარი
მიმწებებელი

შემადგენლობა: მრავალჯაჭვიანი პოლისაქარიდული, მცენარეული ფისები .

ბიოლოგიური თვისებები: მულტიფუნქციონალური ნატურალური ადიუვანტი, შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას და გაახანგრძლივოს სასუქების, ფუნგიციდებისა და პესტიციდების მოქმედბის ვადა და აამაღლოს ეფექტურობა. სანათური ფაუერი წარმოადგენს შესანიშნავ, ნატურალურ მიმწებებელ ნივთიერებას. მისი წყალობით, პრეპარატების დიდი რაოდენობა რჩება მცენარეზე შესხურების დროს, სამუშაო ხსნარი ერთგვაროვნად ნაწილდება ნებისმიერი ტიპის (ცვილით დაფარული ან შებუსული) მცენარის ზედაპირზე. აღწევს ფორებსა და ვიწრო განშტოებებში. ის გამორიცხავს პრეპარატების ჩამორეცხვას მცენარის ზედაპირიდან მორწყვის და წვიმის შემთხვევაშიც კი. რბილებს მცენარის ცვილოვან კუტიკულას ეს ეხმარება სისტემურ პრეპარატებსა და ფოთლიდან გამოკვების საშუალებებს მარტივად შეაღწიონ მცენარის ქსოვილებში.

პრეპარატის მახასიათებლები

-აუმჯობესებს სამუშაო ხსნარის მიკრობას უნიკალური ადჰეზიური და რეოლოგიური თვისებების წყალობით;

-თანაბრად ანაწილებს სამუშაო ხსნარს ფოთლის ზედაპირზე. პესტიციდის დატანების დროს ძირითადი „სატრანსპორტო“ საშუალება არის წყალი, რომელიც დადებით ტემპერატურაზე და ქარიან ამინდში აქტიურად ორთქლდება და მცენარეზე ტოვებს პესტიციდების მშრალ ნაკვალევს. ეს ნარჩენები ცუდად შთაინთქმება მცენარეთა, მავნებელთა და დაავადებების გამომწვევთა მიერ. პრეპარატის გამოყენება საშუალებას იძლევა, გახანგრძლივდეს პესტიციდებისა და კვების ელემენტების ეფექტიანი ზემოქმედების პერიოდი, გაუმჯობესდეს მცენარეში მათი გავრცელების თანაბრობა.

-ამცირებს ქარის მიერ წვეთების გადაფერთხვისა და ნალექებით სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვის ალბათობას.

-აქვს ბიოლოგიური წებოს თვისებები. რაფსისა და პარკოსანი კულტურების პარკების დასკდომის თავიდან ასაცილებლად მცენარეებს მოსავლის აღებამდე ორი-სამი კვირით ადრე შეასხურებენ დოზით 1,0-1,5 ლ/ჰა, რითაც პარკის ირგვლივ ქმნიან აპკს, რომელიც ხელს უშლის მარცვლების გადმოყრას.

-ამცირებს აორთქლებას და ხელს უწყობს ღამის ტენის (ცვრის) შთანთქმას. კონცენტრაციით 0,5-1,0მლ/ 1 ლ წყალზე ქმნის მყარ აპკს მცენარეებზე, ამასთან ხელს არ უშლის აირცვლის პროცესს. ფოთოლზე ჰაერ- და წყალგამტარი აპკის ჩამოყალიბება მცენარეს იცავს არასასურველი ტრანსპირაციისაგან, ხოლო ღამის საათებში ხელს უწყობს დამატებითი ტენის შთანთქმასა და მცენარეზე შეკავებას.

-იძლევა მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შემცირების შესაძლებლობას, იგი საშუალებას გვაძლევს, 20-30%-ით შემცირდეს პესტიციდების ხარჯვის ნორმები, ხოლო პესტიციდებით მცენარეთა დამუშავების ჯერადობა შემცირდეს ორზე მეტჯერ.

-ზრდის სტრესების მიმართ მცენარეთა მედეგობას. მისი გამოყენების შემთხვევაში უმჯობესდება მცენარეთა გვალვაგამძლეობა, მათი მედეგობა სუსხისადმი, აგრეთვე ქიმიურ ნივთიერებათა გამოყენებით გამოწვეული სტრესებისადმი.

-ხელს უწყობს დაცვას პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევისაგან. ზრდის მდგრადობას ფესვის სიდამპლით, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებით მცენარეთა დასენიანებისაგან.

-ზრდის დროის დიაპაზონსა და შესაძლებლობებს მცენარეთა დაცვის საშუალებების შესატანად.

-ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ესაა პრეპარატი ბიოლოგიური წარმოშობის მაღალეფექტიანი ნაერთების ბაზაზე, რომლებიც სრულად იშლება ნიადაგის სხვადასხვა ტიპების ბუნებრივი მიკრობული კომპლექსების მიერ 60-90 დღის განმავლობაში. არ აბინძურებს გარემოს. შესაძლებელია ერთობლივი გამოყენება ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის პრეპარატებთან ერთად.

კულტურა: ხილი, ვენახი, ციტრუსი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები, ყვავილოვანი მცენარეები. ფოთლოვანი მიწოდება 1მლ/1,5_2 ლ წყალზე.

უკუჩვენება და თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:უკუჩვენება არ გააჩნია, თავსებადია სხვა ნებისმიერ პრეპარატთან.

დაყოვნება: არ საჭიროებს.

აფასოება: 15 მლ, 100 მლ, 0.5, 1, 5 .

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილზე.

სასარგებლო ინფორმაცია