ბლექ ჯეკი

ფასი ქულებში: 49 ქულა
10 პროდუქტი;

GEL49

შეფუთვა:1ლიტრი პრეპარატის ხარჯვის ნორმა, ნიადაგში 1ლ - 300 ლ წყალში ბლექჯეკი - ინოვაციური 100%-ით ნატურალური, ლეონარდიტის თხევადი ხსნარი, რომელიც შეიცავს მაღალ შეთვისებად ორგანულ კომონენტებს (ჰუმიდური მჟავები, ფულვომჟავები, ულმინო მჟავები, ჰუმინო და ნატურალური...
+
განვადებით ყიდვა

შეფუთვა:1ლიტრი

პრეპარატის ხარჯვის ნორმა, ნიადაგში 1ლ - 300 ლ წყალში

ბლექჯეკი - ინოვაციური 100%-ით ნატურალური, ლეონარდიტის თხევადი ხსნარი, რომელიც შეიცავს მაღალ შეთვისებად ორგანულ კომონენტებს (ჰუმიდური მჟავები, ფულვომჟავები, ულმინო მჟავები, ჰუმინო და ნატურალური საკვები ნივთიერებები), ხასიათდება უმაღლესი ხარისხით და დაბალი მჟავიანობით (Ph - 4.2).

შემადგენლობა: ჰუმიდური მჟავები - ფულვო მჟავები,ულმინო მჟავები, ჰუმინი.

ბლექჯეკის ნედლეულს წარმოადგენს ლეონარდიტი, რომელიც მოიპოვება ჩრდილოეთ დაკოტაში (აშშ), ყველაზე ხარისხიანი ლეონარდიტი მსოფლიოში. ლეონარდიტში ჰუმუსის აქტიური კომპონენტები წარმოიქმნებოდა ისეთივე პროცესების შედეგად, როგორიცაა ნიადაგში. ჰუმინო, ფლვო, ულმინო მჟავებისა და ჰუმინის ხელმისაწვდომობა და აქტივობა ლეონარდიტში გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ნედლეულში. სხვა ნედლეულისგან შექმნილი პრეპარატების ეფექტურობა სწრაფია, მაგრამ მოქმედების პერიოდი მცირეა.არსებობს პრეპარატები, რომლებიც ასევე წარმოიქმნებიან ლეონარდიტისაგან, მაგრამ შეიცავენ მხოლოდ ჰუმინო და ფულვომჟავებს. ბლექჯეკის ლეონარდიტიდან წარმოებისას გამოიყენება სპეციალური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს შედარებით მთლიან ექსტრაქციას.

ჰუმუსი:

ნიადაგში ჰუმუსის წარმოქმნასა და ჰუმუსის შენაერთების დაგროვებას სჭირდება ასობით და ათასობით წელი. ჰუმუსით ხასიათდება ნიადაგის ძირითადი თვისებები, მათ შორის ნიადაგის წყლით შეკავების უნარი, მისი განშრევება და შესაბამისად აერაციის უნარი, მის სტრუქტურა, საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობა და ნიადაგის სასარგებლიო მიკროფლორის აქტიურობა. ინტენსიური მიწათმოქმედების დროს ნიადაგი იფიტება, ის კარგავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს. მათი დაბრუნება ძირითადად ხდება არასაკმარისი რაოდენობით, ამასთან მინერალური სასუქების სახით, რომლებიც კიდევ უფრო აჩქარებენ ნიადაგში ჰუმუსის ორგანული ნივთიერებების დაშლას. ის, რასაც ბუნება ქმნიდა ათასწლეულობით, შეიძლება განადგურდეს ათწლელებში და ნაყოფიერი ნიადაგი გადაიქცეს უნაყოფო უდაბნოდ. თუ ნიადაგში ჰუმუსის დონე გაცდება კრიტიკულ ზღვარს, დაიწყება ნიადაგის დეგრადაციის შუქცევადი პროცესები, რომლებიც ასახვას ჰპოვებს ნიადაგის ნაყოფიერებასა და მისი სასოფლო სამეურნეო ღირებულებაში. ამიტომაც ჰუმუსის აქტიური კომპონენტების ნიადაგში შეტანა მაღალკონცენტრირებული პრეპარატის - ბლექჯეკის თუნდაც მცირე დოზებით დადებით ზეგავლენას ახდენს მცენარეზე, სასარგებლო მიკროორგანიზმებზე (განსაკუთრებით ფესვთა სისტემის ზონაში) და ნიადაგის ფიზიო-ქიმიურ თვისებებზე.

რატომ შეიქმნა ბლექჯეკი?

ჰუმუსი წლების განმავლობაში დადებით ზეგავლენას ახდენს ნიადაგსა და მცენარეზე. ამასთან, ყოველთვის ისმის კითხვა თუ როგორ გამოვიყენოთ მისი აქტიური ნივთიერებები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა მცენარისათვის, ასევე გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ცნობილი წყარო, შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:


აქტიური ჰუმუსური შენაერთბი
ხსნადობა
ჰუმინო მჟავებიხსნადია მხოლოდ ტუტეში
ფულვო მჟვები ხსნადია ტუტე და მჟავა ხსნარებში
ულმინო მჟავებიხსნადია ჰუმინური მჟავების დასპირტულ ხსნარში
ჰუმინებიარ იხსნება არც ტუტე და არც მჟავე ხსნარებში

შედეგად, მოცემული ჰუმუსური შენაერთების გამოყენების სირთულის გამო, ასევე მათი ხსნადობის სხვადასხვა დონის გამო, ბაზარზე არსებული პრეპარატების უმრავლესობის წარმოება ხდება მხოლოდ ჰუმინო და ფულვო მჟავების ექსტრაქციის გზით. ამასთან მიღებული Ph ნეიტრალურზე მაღალია. აქედან გამომდინარე, კომპანია AMINO MINERALS EUROPE-მ მიზნად დაისახა, ისეთი პროდუქციის მიღება, რომელსაც ექნება დაბალი Ph (4-5) და რომლის შემადგენლობაშიც იქნება ყველა აქტიური ჰუმუსის ნივთიერებები: ჰუმინო მჟავები, ფულვო მჟავები, ულმინო მჟავები და ჰუმინო და ასევე სხვა საკვები ნივთიერებები (N, Cu, Zn), რომლებიც ბუნებრივი სახით არსებობს ბუნებრივ შენაერთებში (უმაღლესი ხარისხის ლეონარდიტში). დასახელებულმა მიზანმა ასახვა ჰპოვა პრეპარატში - ბლექჯეკი.

გამოყენების ნორმები:


კულტურახარჯვის ნორმა გამოყენების ვადა და ხერხი
ხორბალი (საშემოდგომო)0.5-1.5 ლ/ჰა2 ფოთლიდან გამოკვება:
- (შემოდგომით) ბარტყობის ფაზაში/ დაზამთრებამდე;
-(გაზაფხულზე) აღერებამდე/დათესვამდე
ხორბალი, შვრია, ქერი (საგაზაფხულო)0.5-1.5 ლ/ჰა2 ფოთლიდან გამოკვება:
-ბარტყობის ფაზაში;
-აღერებამდე/დათავთავება
სიმინდი, მზესუმზირა1-1.2 ლ/ჰა2 ფოთლიდან გამოკვება:
-მცენარე სიმაღლით 20-25სმ;
2-3 კვირის შემდეგ
რაფსი საშემოდგომო1-1.5 ლ/ჰა2 ფოთლიდან გამოკვება:
-(შემოდგომით) დაზამთრებამდე 1 ლ/ჰა ტერასორბ ფოლიართან ერთად;
-(გაზაფხულზე) ვეგეტაციის განახლებისას
რაფსი საგაზაფხულო1-1.5 ლ/ჰა1 ფოთლიდან გამოკვება; “როზეტის” ფაზის დროს
კარტოფილი250მლ/100ლ წყალზე

2.5 ლ/ჰა
გადარგვამდე ბოლქვების დამუშავება

2 ფოთლიდან გამოკვება:
-მცენარე სიმაღლით 20-25 სმ;
-2-3 კვირის შემდეგ
ვაზი50-75 მლ/100 ლ წყალზე



2.5 ლ/ჰა
3-4 ფოთლიდან გამოკვებისას სხვა ფოთლიდან გამოკვების საშუალებებთან ერთად:
-55 ფაზა - ნასკვი მსხვილდება, ცალკეული ყვავილი მკვრივად…;
-57 ფაზა - ნასკვი მთლიანად განვითარდა, გამოიყოფა ცალკეული ყვავილები;
-71 ფაზა - ნაყოფის წარმოქმნის დაწყება, მსხვილდება ნასკვი.
წვეთოვანი სისტემის გზით ხელატურ რკინასთან ერთად გამოყენება
ბოსტნეულის ჩითილების წარმოება250 მლ/100ლ წყალზეგადარგვისას ან გადარგვის შემდეგ მორწყვა
ბოსტნეული2.5ლ/ჰა

0.5-1ლ/ჰა
ღია გრუნტის ბოსტნეული: ჩითილების გადარგვიდან წვეთოვანი სისტემის გზით 2-3 შეტანა, 20-25 დღიანი ინტერვალით
დახურული გრუნტის ბოსტნეული: 2-3 შეტანა, წვეთოვანი სისტემის გზით. ჩითილების გადარგვის შემდეგ 1ლ/ჰა და განმეორდეს 0.5 ლ/ჰა ტერასორბ ფოლიართან ერთად
მარწყვი250 მლ/100ლ წყალზე
2ლ/ჰა
გარგვამდე ფესვების ხსნარში დალბობა

ვეგეტაციის დასაწყისში ფოთლიდან გამოკვება 1.5 ლ/ჰა ტერასორბ ფოლიართან ერთად
ხეხილი200მლ/100ლ წყალზე
2.5 ლ/ჰა

50-100 მლ/100 ლ წყალზე
გადარგვის შემდეგ ნერგების მორწყვა, განმეორდეს 20 დღის შემდეგ

კვირტების დაბერვის ფაზიდან 20-30 დღიანი ინტერვალით 2-3 დამუშავება წვეთოვანი სისტემის გამოყენებით
სეზონის განმავლობაში 2-4 ფოთლიდან გამოკვება. შეთავსებადია სხვა ფოთლიდან კვების საშუალებებთან, ჰორმონებთან და პესტიციდებთან
სათესლე მასალის დამუშავება0.5ლ/100ლ წყალზე
0.25ლ/100ლ წყალზე
მცირემაცვლიანი კულტურები (ხორბალი, შვრია, სოიო და სხვა) თესვამდე 24 საათით ადრე დალბობა (დალბობა შესაძლებელია ტომრებში)
მსხვილთესლიანი კულტურები (კარტოფილი, ხახვი და სხვა) თესვამდე 24 საათით ადრე დალბობა (დალბობა შესაძლებელია ტომრებში)

ბლექჯეკის გამოყენება რეკომენდირებულია სასუქებთან/გამოკვება, ზრდის/ჰორმონები რეგულატორებთან, მცენარეთა დაცვის საშუალებებთან. ბლექჯეკს აქვს უნარი შეამციროს ხსნარის Ph, ამიტომ, ხისტი წყლისა და ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებთან ბლექჯეკის შერევის დროს, ხსნარი იქნება მჟავე, შედეგად მაღლდება ხსნარის თითოეული პრეპარატის შეთვისებისა და ეფექტურობის დონე. ბლექჯეკი ასევე ხასიათსდება ბუფერული თვისებებით.

მოქმედების მექანიზმი:

  • აწვდის მცენარეს საკვებ ნივთიერებებს: აქტიური ჰუმუსის შენაერთები წარმოადგენენ N, P და S წყაროს, რომლებიც თავისუფლდებიან ნიადაგში ორგანული შენაერთების მინერალიზაციის პროცესების დროს. სხვა გზა მცენარისათვის საკვები ელემენტების მიწოდებისა წარმოადგენს შესაძლებლობას ჰუმინური შენაერთებიდან მეტალებისა და კათიონების შევსება.
  • აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას: ხელს უწყობს სტაბილური სტრუქტურის წარმოქმნას ნიადაგის ნაწილაკებს შორის. წინააღმდეგობას უწვეს მათი შეწებების პროცესს და ამ გზით ამარტივებს ჰაერის შეღწევადობასა და წყლის ცირკულაციას, რაც ნიადაგის კაპილარიზაციის გაძლიერების საფუძველზე ხდება.
  • მიკროორგანიზმების პოპულაციის ზრდა: წარმაოდგენს P და C წყაროს, რომლებიც თავის მხრივ სტიმულირებას უწევენ მიკროორგანიზმების პოპულაციის განვითარებას და ფერმენტატიულობის გააქტიურებას;
  • კათიონების ცვლილებების უნარის გაუმჯობესება: ჰუმუსის შენაერთები, თავისი ბუნებრივი ხელატურობის თვისებების წყალობით იზიდავს დადებით იონებს (K+, Ca2 +, Mg2+, Fe3+, Cu2+, Mn2+, Zn2+). შენაერთები აბრკოლებენ მის გამოტუტვას და ამარტივებენ მათ შთანთქმას;
  • წყლის შეკავების უნარის გაზრდა: აქტიური ჰუმუსის შენაერთები ამცირებენ წყლის აორთქლებას. ნიადაგიდან ტენიან შრეში აკავებენ კათიონებს წყლის მოლეკულებთან (ბიოპოლარული) ურთიერთქმედების გზით.
  • ენერგიის გაცვლაზე, პროტეინებისა და ნუკლეოიდური მჟავების სინთეზსა და ფერმენტულ აქტივობებზე ზემოქმედება: სხვადასხვა მეცნიერული გამოკვლევების თანახმად ჰუმუსის შენაერთების არასებობა აუმჯობესებს ფოტოსინთეზის პროცესს, სუნთქვას, mPHK და პროტეინების სინთეზსს, განსაკუთრებით ფერმენტებს (ფოსფორილაზები, კატალაზები, ინვერტაზები და სხვ.). ჰუმუსის შენაერთების ასეთი ჰორმონული აქტივობა ბევრმა ავტორმა დაახასიათა, როგროც “აუქსინის მსგავსი”;
  • მემბრანის შეღწევადობის გაზრდა: ჰუმუსის შენაერთები ზრდიან უჯრედების მემბრანების შეღწევადობას, რითაც ამარტივებენ საკვები ნივთიერებების შეღწევადობას, ეს ხდება ამ შენაერთების ჰიდროფობული და ჰიდროფილური თვისებების გამო, რომლებიც თავის მხრივ ურთიერთქმედებენ უჯრედების ფოსფოლიპიდურ მემბრანებთან.

ჰუმინო და ფულვომჟავები ასრულებენ ე.წ. “არაპირდაპირ მოქმედებას”, ისინი არიან ნიადაგის “აქტივატორები”, რომლებიც საკუთარი ქმედებებით ასტიმულირებენ მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმს დ საკვები ნივთიერებების დინამიკას.
ულმინო მჟავები და ჰუმინო, ზემოქმედებენ და ააქტიურებენ მცენარის ზრდის პროცსებს “პირდაპირი მოქმედების” გზით, მეტაბოლური ჰორმონალური და ფერმენტატური პროცესების დონეზე.
ჰუმინის განსაზღვრული კომპონენტები შეიწოვება და ტრანსპორტირდება უშუალოდ მცენარის სისტემით და მრავალრიცხოვანი მეტაბოლური პროცესების კტალიზატორს წარმაოდგენს. ამის გარდა, აღმოჩენილია ზრდის ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარის ფესვთა სისტემის, ვეგეტატიური სისტემის და მთლიანობაში მცენარის ზრდას.
ამასთან, ულმინო მჟავებს, მეტალების იონიზაციის თვისება აქვთ, რომლებიც მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ხელატური აგენეტები. ისევე როგორც ჰუმინი, ულმინო მჟავებიც ააქტიურებენ მცენარის ფესვთა სისტემის ზრდას.

პრეპარატის უპირატესობები:

  • ბლექჯეკი - ეს არის მაღალეფექტური ორგანული სასუქი - ბიოსტიმულატორი, ამასთან არის ეკონომიკურად მომგებიანი დაბალი ხარჯვის ნორმის გამო (იხ. ნორმები და ვადები);
  • ბლექჯეკი - სწრაფად და მარტივად იხსნება წყალში, ამის წყალობით მოსახერხებელია გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს;
  • ბლექჯეკი - მჟავე Ph-ის გამო ასტიმულირებს ფესვთა სისტემის განვითარებას. ხელს უწყობს ფესვთა სისტემას სწრაფად უკეთ და დიდი რაოდენობით შეითვისოს მნიშვნელოვანი მიკროელემენტები;
  • ბლექჯეკი - ამცირებს სამუშაო ხსნარის Ph-ს, რაც ზრდის ფიტოსანიტარული დამუშავების ეფექტს და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების სწრაფ შეღწევადობას ფოთოლში;
  • ბლექჯეკი - ეს არის 100% ნატურალური პროდუქტი (სერტიფიცირებულია გერმანიაში, ორგანული მიწათმოქმედებისათვის);
  • ბლექჯეკი - ეს არის ინოვაციური პროდუქტი, სხვა პრეპარატებისაგან იმით განსხვავდება, რომ შეიცავს ჰუმინო და ულმინო მჟავებს - ეს არის შენაერთები, რომლებიც ასტიმულირებენ და აატიურებენ, როგორც მცენარის ფესვებსა და ვეგეტატიურ სისტემას ისე მთლიანად მცენარის განვითარებას. ამასთან მოცემული შენაერთები სხვა პრეპარატებში უბრალოდ არ არის;
  • ბლექჯეკი - ასევე შეიცავს N,Cu,Zn, რომლებიც იმთავითვე შედის ნატურალური ლეონარდიტის შემადგენლობაში;
  • ბლექჯეკი - ნიადაგში მოხვედრისას, ცვლის მის სტრუქტურას, ამცირებს მარილების შემცველობას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების აბსორბციას, ამაღლებს სასარგებლო მიკროორგანიზმების აქტიურობას, აქტივიზირებს, კათიონების მიკრო და მაკრო ელემენტების ცვლილებას;
  • ბლექჯეკი - მიკრო და მაკრო ელემენტებისათვის თამაშობს ბუნებრივი ხელატური აგენტების როლს, რის საფუძველზეც ისინი უკეთ შეთვისებად ფორმაში გადადიან და კარგად ნაწილდებიან მთლიანად მცენარეზე;
  • ბლექჯეკი - შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ფოთლიდან გამოკვებისას, ისე წვეთოვან სისტემაში, ამასთან გამოიყენება, როგორც ცალკე, ისე კომბინაციაში სხვა მიკრო და მაკრო სასუქებთან და ფიტოსანიტარულ პრეპარატებთან.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ სითბოსა და ცეცხლის წყაროსგან მოშორებით, მშრალ, კარგად ვენტილირებად და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაფრთხილება:

გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზებს. ატარეთ დამცავი ხელთათმანები და სათვალე. პროდუქტთან მუშაობის პროცესში აკრძალულია ჭამა, დალევა და მოწევა. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით თვალები. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ, და გააგრძელეთ თვალების გამორეცხვა. თუ თვალების გაღიზიანება განმეორდა მიმართეთ ექიმს. პროდუქტის მოხმარების შემდეგ დაიბანეთ ხელები. დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ და ხელახლა გამოყენებამდე გარეცხეთ.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას მისი არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას მისი არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.




სასარგებლო ინფორმაცია