ელექსირი ვაზისთვის

ფასი ქულებში: 29 ქულა
10 პროდუქტი;
E011

GEL29

აღწერა 1 ლიტრი ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება „ელექსირი ვაზისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი,...
+
განვადებით ყიდვა

აღწერა

1 ლიტრი

ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება

„ელექსირი ვაზისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
  • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარის ფოთლებზე და მისი უმალვე შეთვისების შედეგად წარმოქმნება დამცავი საფარი;
  • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
  • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
  • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.


გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:

ისეთი ვირუსული და ვირუსის მსგავსი დაავადებებისას, როგორიცაა:

  • ფოთლის მარაოსებრი გადაგვარება, ვაზის მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი – Grapevine Fanleaf Virus (GFLV)
  • ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი – Grapevine Leaf Roll Virus-1 (GLRV-1)
  • ვაზის ლაქიანობის ვირუსი - Grapevine Fleck Virus (GFkV)
  • ვიროიდი - viroid
  • ფოთლის ნაადრევი სიწითლე - Grapevine red leaf
  • ვაზის ძარღვების სიყვითლის გამომწვევი ვირუსი – Tomato Ringspot Virus (ToRSV)
  • არაბისის მოზაიკის ვირუსი - Arabis Mosaic Virus (ArMV)
  • ვაზის A ვირუსი - Grapevine Virus A (GVA)
  • ვაზის ქლოროზი.


გამოყენება და დოზირება:
მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი 1-3 %
გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთხელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)
ყვავილობამდე: 5 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი ვაზისთვის"განაზავეთ 300 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
ყვავილობისას: 10 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი ვაზისთვის" განაზავეთ 300 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %, ცეოლითი - 0,02 %.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!

სასარგებლო ინფორმაცია