ელექსირი კარტოფილის და ჭარხლისთვის 100 მლ

ფასი ქულებში: 5 ქულა
10 პროდუქტი;
E011

GEL5

აღწერა 100 მილილიტრი ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება „ ელექსირი კარტოფილის და ჭარხლისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის,...
+
განვადებით ყიდვა

აღწერა

100 მილილიტრი
ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება

ელექსირი კარტოფილის და ჭარხლისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.


შედეგიანობა:

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
  • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარის ფოთლებზე და მისი უმალვე შეთვისების შედეგად წარმოქმნება დამცავი საფარი;
  • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
  • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
  • ზრდის ნაყოფიერებას და მოსავლიანობას;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოიყენება კარტოფილისა და ჭარხლის დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა:

  • კარტოფილის ფიტოფტოროზი - Phytophtora infenstars
  • მშრალი სიდამპლე, ფუზარიოზი - Fusarium
  • კარტოფილის ბრტყელი, ღრმა და ამობურცული ქეცი - Actinomycetes
  • კარტოფილის ფოთლების დახვევის ვირუსი
  • კარტოფილის Y-ვირუსი
  • კარტოფილის ნაოჭა მოზაიკა
  • კარტოფილის შტოს სიჭრელე, კონტრასტული ფიგურული მოზაიკა
  • ჭარხლის ნაცარი – Erysifae communis
  • ჭარხლის ჟანგა - Uromyces betae
  • ჭარხლის ფომოზი ანუ ჭარხლის გულის სიდამპლე – Phoma betae
  • ჭარხლის ცერკოსპოროზი – Cercospora beticola
  • ჭარხლის ჭრაქი – Peronospora schachti
  • ალტერნარიოზი, ჭარხლის შავი ლაქიანობა - Alternaria tenuis

გამოყენება და დოზირება: მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი 1,6-3,2 %

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთხელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)
ყვავილობამდე: 5 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის"განაზავეთ 600 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
ყვავილობისას: 10 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის" განაზავეთ 600 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

შემადგენლობა:
ელექტროაქტივირებული წყალიNaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %, ცეოლითი - 0,02 %.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!

სასარგებლო ინფორმაცია