აგროსტრადა

ფასი ქულებში: 319 ქულა
100 პროდუქტი;

GEL319

შეუთვა: 4ლ რა არის აგროსტრადა ? ეს არის უნიკალური , მრავალ კომპონენტური ადიუვანტი , რომელიც გამოიყენება ათობით სხვადასხვა ჰ ერბიციდებ თან და პესტიციდებ თან ერთად, მრავალი საველე და გ ა ნა ყოფიერების კულ...
+
განვადებით ყიდვა

შეუთვა: 4ლ

რა არის აგროსტრადა?

ეს არის უნიკალური, მრავალკომპონენტური ადიუვანტი, რომელიც გამოიყენება ათობით სხვადასხვა ერბიციდებთან და პესტიციდებთან ერთად, მრავალი საველე და ნაყოფიერების კულტივაციაში, ბოსტნეულში და ვენახებში. რეკომენდირებული გამოყენების შემთხვევაში, აგროსტრადა აუმჯობესებს საფარს, სხვადასხვა კუტიკულების ფენების და მცენარეების ქსოვილების მეშვეობით შთანთქავს და ამუშავებს ტრანს–ლამინარული მოქმედების სისტემურ პრეპარატებს.

რას წარმოადგენს აგროსტრადას განსაკუთრებულობა?

პრეპარატები შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან, რომლიდანაც ერთ–ერთს პოლარული (ჰიდროფილური, წყალში ხსნადი), სხვებს არაპოლარული (ლიპოფილური, ცხიმის გამხსნელი) მახასიათებლები გააჩნიათ. კუტიკულაში შესვლის შემდეგ პრეპარატებს უწევთ გადალახონ როგორც პოლარული, ასევე არაპოლარული დამცველი ფენები. ადიუვანტების უმრავლესობა ფლობს ან პოლარულ (ორგანოსილიკონებს, დამატენიანებელს), ან თვალსაჩინოდ გამოხატულ არაპოლარულ (მცენარეულ და მინერალურ ზეთების) მახასიათებლებს. ამიტომაც, ცალკეულად აღებულ ადიუვანტს შეუძლია გააძლიეროს, მხოლოდ ერთი ტიპის ნივთიერებების შეღწევა ანალოგიური სტრუქტურის კუტიკულების გავლით. აგროსტრადა – პირველი პრეპარატია ბაზარზე, რომელიც ბალანსირებული შემადგენლობის მეშვეობით ახდენს, მცენარეული კუტიკულების პოლარულ და არაპოლარული გზების გავლით, პოლარული და არაპოლარული მედიკამენტების კომპონენტების შეღწევის გაზრდას. ამრიგად, ხელს უწყობს ნებისმიერი ქიმიური ბუნების, სისტემური და ტრანს–ლამინარული კომპონენტების ეფექტურობის მაქსიმიზირებას.

შეზავების ინსტრუქცია: შეავსეთ პულვერიზატორის ნახევარი მოცულობა წყლით და დაიწყეთ ნივთიერებების შერევა. დაუმატეთ აგროქიმიკატები ეტიკეტის თანახმად და გააგრძელეთ ავზის შევსება. ბოლოს დაუმატეთ აგროსტრადა შერევის პროცესში. დამუშავება–დამზადების შემდეგ გარეცხეთ ავზი, სადინრები და თავსაცვი წყლით. გამოყენება და შეთავსება:

გამოყენება განაყოფიერებულ ჰერბიციდებთან:

აგროსტრადა (რეკომენდირებული ნორმებით) სელექციურად შერჩეულ ჰერბიციდებთან გამოიყენება.

სისტემური ჰერბიციდები. აგროსტრადა აუმჯობესებს სისტემური ჰერბიციდების ფუნქციას, შეაღწიოს სარეველა მცენარეებში და შეამციროს მათი სწრაფად ზრდის პროცესი, ხელს უწყობს სამუშაო მასალის ნაზავის გამოშრობის რისკის შემცირებას და წვიმით ჩამორეცხვას.

დესიკანტები. აგროსტრადას მეშვეობით, დესიკანტების მოქმედება, გამოიხატება მეტად ეფექტურ და სწრაფ ჰერბიციდულ შედეგში, რაც გულისხმობს წვიმით ჩამორეცხვის რისკის მინიმიზირებას.

გამოყენება ინსექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან მიმართებაში:

ნაერთის ავზში აგროსტრადას დამატების შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება სისტემური ინსექტიციდების, აკარიციდების და ფუნგიციდების ეფექტურობა. ეს ოპტიმიზირებას უკეთებს პრეპარატების ქმედითობას, რაც წვიმით ჩამორეცხვის შემცირებას ახდენს.

შეთავსება აგროქიმიკატებთან და კულტივირებასთან:


აგროსტრადას შეზავება შეიძლება პესტიციდების უმრავლესობასთან და ფურცლოვან სასუქთან.

აგროსტრადას ნაერთის, დიდ ტერიტორიაზე გამოყენების წინ, რეკომენდირებულია პატარა მონაკვეთზე სატესტო შესხურების ჩატარება. ავზური ნაერთები უნდა მომზადდეს მხოლოდ დარეგისტრირებული პრეპარატებით.

აგროსტრადა არ ავლენს ფიტოტოქსიკურობას რეკომენდირებული კულტივირების მოხმარებისას და გამოყენებულ უნდა იქნას რეკომენდირებული დოზებით, ამ ბუკლეტის, ან ეტიკეტის ინსტრუქციების შესაბამისად.

სასარგებლო ინფორმაცია