ავანგარდი ხილ-კენკრეული

ფასი ქულებში: 15 ქულა
10 პროდუქტი;

GEL15

1ლ- 15 ლარი 5ლ- 13ლარი 20ლ- 12ლარი კომპლექსური, კონცენტრირებული, კულტურებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი სასუქი, რომელიც შეიცავს მაკრო და მიკროელემენტების დაბალანსებულ თანაფარდობას. იხმარება ხეხილის ფესვგარეშე დამატებითი გამოკვებისთვის: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, ატამი, ციტრუსოვანნი,...
+
განვადებით ყიდვა

1ლ- 15 ლარი

5ლ- 13ლარი

20ლ- 12ლარი

კომპლექსური, კონცენტრირებული, კულტურებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი სასუქი, რომელიც შეიცავს მაკრო და მიკროელემენტების დაბალანსებულ თანაფარდობას. იხმარება ხეხილის ფესვგარეშე დამატებითი გამოკვებისთვის: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, ატამი, ციტრუსოვანნი, კენკროვანი კულტურები: ჟოლო, მოცხარი, მარწყვი, დეკორატიული ხეები და ბუჩქები.

შემადგენლობა- გ/ლ

აზოტი
N
ფოსფორი
P2O5
კალიუმი
K2O
გოგირდი
SO3
ბორი
B
რკინა
Fe
მარგანუმი
Mn
სპილენძი
Cu
თუთია
Zn
მოლიბდენი
Mo
კობალტი
Co
301007017675350,10,1

მიკროელემენტები: Mn, Zn, Cu ხელატების შემცველი (კომპლექსების შემცველი) ედტძ (ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა), Fe - დტპძ (დიეთილენტრიამინ პენტაძმარმჟავა).

პრეპარატიული ფორმა:ხსნადი კონცენტრატი.

თავსებადობა:თავსებადია უმეტესობა წყალში ხსნად სასუქთან და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან.


გამოყენება ფესვგარეშე დამატებითი გამოკვებისთვის:

კულტურახარჯვის ნორმა,
ლ/ჰა
ხარჯვის ნორმა
(მლ–ში) 10 ლ წყალზე
გამოყენების რეკომენდებული ფაზა
ხეხილი: (ვაშლი, მსხალი, ქლიავი,
გარგარი, ატამი, ციტრუსოვანნი)
2,0 - 4,040 - 80І დამატებითი გამოკვება – ვარდისფერი კოკორის ფაზაში
3,0 - 6,060 - 120ІІ დამატებითი გამოკვება – ყვავილობის შემდეგ ნაყოფის ფორმირების დროს
ІІІ დამატებითი გამოკვება – მეორე დამატებითი გამოკვებიდან 10-14 დღის შემდეგ
ІV დამატებითი გამოკვება – მესამე დამატებითი გამოკვებიდან 10-14 დღის შემდეგ
ვაზი2,0 - 4,040 - 80І დამატებითი გამოკვება – როდესაც ყლორის სიგრძეა 15-20 სმ, ბუტონიზაცია
3,0 - 6,060 - 120ІІ დამატებითი გამოკვება – ყვავილობის შემდეგ, მარცვლის დამსხვილებისას
ІІІ დამატებითი გამოკვება – მეორე დამატებითი გამოკვებიდან 10-14 დღის შემდეგ
ІV დამატებითი გამოკვება – 10 დღის შემდეგ მარცვლის გარბილებიდან
მარწყვი2,0 - 4,040 - 80І დამატებითი გამოკვება – ბუტონიზაციის ფაზაში
ІІ დამატებითი გამოკვება – კენკრის დამსხვილების ფაზაში
ІІІ დამატებითი გამოკვება – მოსავლის აღების პირველი ტალღის შემდეგ
ჟოლო, მოცხარი,
წითელი მოცხარი
3,0 - 5,060 - 100І დამატებითი გამოკვება – ვეგეტატიური ორგანოების გაზრდის დროს
ІІ დამატებითი გამოკვება – ბუტონიზაციის ფაზაში
ІІІ დამატებითი გამოკვება – კენკრის დამსხვილების ფაზაში
ІV დამატებითი გამოკვება – მოსავლის აღების პირველი ტალღის შემდეგ


სამუშაო ხსნარი

სამუშაო ხსნარის მოცულობა კენკრის ბუჩქებზე და ხეხილზე უნდა შეადგენდეს 500-1000 ლ/ჰა, მარწყვზე 200-300 ლ/ჰ; 5,0-8,0 ლ/მეასედზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს (ზურგჩანთის ტიპის სასხურს) ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ მიკროსასუქს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს სრული მოცულობის ავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი.

ნერგების დარგვისწინა დამუშავება სასუქით

ჩაუშვით 8-10 საათის განმავლობაში ხის და ბუჩქების ნერგების ძირები სასუქის 1 % წყლიან ხსნარში (100 მლ 10 ლ წყალზე). ხეების დარგვისას შეიძლება დამზადებული იქნეს თიხის სათქვეფელა სასუქის ხსნარის რეკომენდებული კონცენტრაციის დამატებით და ამ ნარევით მათი ფესვთა სისტემის დამუშავება. სასუქის სამუშაო ხსნარი არ კარგავს თავის თვისებებს ხეების ფესვთა სისტემის ჩაშვების შემდეგ. დაშვებულია ხსნარის გამოყენება მრავალჯერ.

სასუქის თვისებები:

  • უჯრედების დონეზე უზრუნველყოფს ხილ–კენკროვანი კულტურების გაცვლითი პროცესების აქტივაციას;
  • ამჟღავნებს ნაწილობრივ ფუნგიციდურ თვისებებს, უზრუნველყოფს სტრესის საწინააღმდეგო მოქმედებას და სტიმულირებას;
  • უზრუნველყოფს ხილ–კენკროვანი კულტურების მოთხოვნას მინერალური კვების ელემენტებში;
  • 10-15%–ით ააქტიურებს მინერალური კვების ძირითადი ელემენტების (N, P, K) ათვისებას ფესვთა სისტემით;
  • ხელს უწყობს ვიტამინი С, მშრალი ნივთიერებების დაგროვებას, აუმჯობესებს მოსავლის გემოს, მის შენახვის უნარიანობას;
  • ამცირებს ჭარბი ნიტრატების შემცველობას პროდუქციაში;
  • 20-40%–მდე ზრდის ხილ–კენკროვანი კულტურების მოსავლიანობას.

შეფუთვა.

1 ლ, 5 ლ, 20 ლ.

სასარგებლო ინფორმაცია