ავანგარდი ბოსტნეული

ფასი ქულებში: 15 ქულა
10 პროდუქტი;

GEL15

1ლ-15 ლარი 5ლ-13ლარი 20ლ-12 ლარი კომპლექსური, კონცენტრირებული, ბოსტნეული კულტურებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი სასუქი, რომელიც შეიცავს მაკრო და მიკროელემენტების დაბალანსებულ თანაფარდობას. იხმარება ბოსტნეული კულტურების ფესვგარეშე დამატებითი გამოკვებისთვის: ბოლქვიანები, კიტრი, საზამთრო, ნესვი,...
+
განვადებით ყიდვა

1ლ-15 ლარი

5ლ-13ლარი

20ლ-12 ლარი

კომპლექსური, კონცენტრირებული, ბოსტნეული კულტურებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი სასუქი, რომელიც შეიცავს მაკრო და მიკროელემენტების დაბალანსებულ თანაფარდობას. იხმარება ბოსტნეული კულტურების ფესვგარეშე დამატებითი გამოკვებისთვის: ბოლქვიანები, კიტრი, საზამთრო, ნესვი, ყაბაყი, გოგრა, პატისონი, ცუკინი, კომბოსტოს ჯგუფის ბოსტნეული და მათი სათესი მასალის თესვისწინა დამუშავებისთვის.

შემადგენლობა- გ/ლ

აზოტი
N
ფოსფორი
P2O5
კალიუმი
K2O
გოგირდი
SO3
ბორი
B
რკინა
Fe
მარგანუმი
Mn
სპილენძი
Cu
თუთია
Zn
მოლიბდენი
Mo
50 - 70806014433120,07 - 0,1

მიკროელემენტები: Mn, Zn, Cu ხელატების შემცველი (კომპლექსების შემცველი) ედტძ (ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა).

პრეპარატიული ფორმა:ხსნადი კონცენტრატი.

თავსებადობა:თავსებადია უმეტესობა წყალში ხსნად სასუქთან და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან.


გამოყენება ფესვგარეშე დამატებითი გამოკვებისთვის:

კულტურახარჯვის ნორმა,
ლ/ჰა
ხარჯვის ნორმა
(მლ–ში) 10 ლ წყალზე
გამოყენების რეკომენდებული ფაზა
კარტოფილი1,5-2,0 ლ/ტ60 -80
1 ლ წყალზე
І დამატებითი გამოკვება, როდესაც მცენარის სიმაღლეა 15-17 სმ
2,0-3,020 - 80ІІ დამატებითი გამოკვება – ბუტონიზაციის ფაზაში
1,5-2,060 - 80ІІІ დამატებითი გამოკვება – ყვავილობის შემდეგ
პომიდორი, წიწაკა1,0-1,5 ლ/ტ40 -60І დამატებითი გამოკვება – ჩითილში, პირველი მტევნის ფორმირების დროს
2,0-3,080 - 120ІІ დამატებითი გამოკვება – ნიადაგზე გადარგვის შემდეგ, მეორე მტევნის ფორმირების დროს
2,0-3,080 - 120ІІІ დამატებითი გამოკვება – 10-12 დღის შემდეგ, ნაყოფის დამწიფების დასაწყისში
კომბოსტოს ჯგუფი1,0-1,5 ლ/ტ40 -60І დამატებითი გამოკვება – ნაყოფის დამსხვილების დასაწყისში
2,0-3,080 - 120ІІ დამატებითი გამოკვება – ცენტრალური ღეროდან მოსავლის აღებისთანავე
2,0-3,080 - 120ІІІ დამატებითი გამოკვება – გვერდით ნაყოფის დამსხვილების დროს
ბოლქვიანები1,0-1,540 -60І დამატებითი გამოკვება – 10-15 დღის შემდეგ აღმონაცენის ამოსვლიდან
2,0-3,080 - 120ІІ დამატებითი გამოკვება – ფოთლების აქტიური ზრდის და განვითარების ფაზაში
2,0-3,080 - 120ІІІ დამატებითი გამოკვება – ბოლქვის აქტიური ზრდის და განვითარების ფაზაში
სხვა კულტურები1,0-4,040-160კულტურების ინტენსიური ზრდის და განვითარების დროს ყოველ 7-12 დღეში. მინერალური კვების დეფიციტის ვიზუალური ნიშნების გამომჟღავნებისას ან დეფიციტის გამომჟღავნების შემთხვევაში ფოთლის დიაგნოსტიკის ჩატარების დროს
ყველა ბოსტნეული კულტურა1,0-5,0
ლ/ტ
თესლის შეწამვლა დათესვამდე
ბოსტნეული კულტურების ჩითილი0.6 %60ჩითილის ფესვთა სისტემის დალბობა 2 – 3 საათის განმავლობაში სამუშაო ხსნარში

სამუშაო ხსნარი

სამუშაო ხსნარის მოცულობა ბოსტნეული კულტურების შესხურებისას უნდა შეადგენდეს 200-300 ლ/ჰა; 2,0-3,0 ლ/მეასედზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ მიკროსასუქს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს სრული მოცულობის ავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი. ბოსტნეული კულტურების ჩითილის მოყვანის დროს სასუქის კონცენტრაცია სამუშაო ხსნარში წვეთოვანი მორწყვისას უნდა შეადგენდეს — 0,3-0,5% (0,3-0,5 ლ/100 ლ წყალზე).


სასუქის თვისებები:

უჯრედების დონეზე უზრუნველყოფს კვების ელემენტების გამოყენების მაღალ ეფექტიურობას გაცვლითი პროცესების აქტივაციის გამო მცენარის ყველა ნაწილში;

ზრდის თესლის გაღივების ენერგიას, ხელს უწყობს ძლიერ ფესვთა სისტემის განვითარებას;

კომპენსირებს მოსავლის მიერ ამოღებული ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტების დანაკლისს;

ამაღლებს კულტურულ მცენარეთა გამძლეობას გარემოს არახელსაყრელ პირობებისადმი (გვალვა, დაბალი ტემპერატურა, ტემპერატურათა მკვეთრი სხვაობა, მცენარეების ჩაწოლა და ა.შ.);

შეიძლება კომბინირებული გამოყენება მცენარეთა დაცვის საშუალებებთან ერთად ერთ სამუშაო ხსნარში, ამ შემთხვევაში სასუქი აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებების მოქმედების ეფექტურობას;

აუმჯობესებს პროდუქციის გემოს და ხარისხის სხვა მაჩვენებლებს (შაქრიანობა, ცილის, ვიტამინების და ა.შ. შემცველობა);

20-40%–მდე ზრდის მოსავლიანობას.

შეფუთვა.

1 ლ, 5 ლ, 20 ლ.

სასარგებლო ინფორმაცია