ორგანიკა

ფასი ქულებში: 5 ქულა
10 პროდუქტი;

GEL5

ორგანიკის გამოყენების წესები და დოზები სხვადასხვა კულტურისთვის: „ორგანიკა“ გამოიყენეთ დილით ადრე, ან მზის გადასვლის შემდეგ – სუფთა შესასხურებელი მოწყობილობით; თესლი სასუქით დაამუშავეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის სხვა პრეპარატით არ არის დამუშავებული; ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია რიგგარეშე...
+
განვადებით ყიდვა

ორგანიკის გამოყენების წესები და დოზები სხვადასხვა კულტურისთვის:

  • „ორგანიკა“ გამოიყენეთ დილით ადრე, ან მზის გადასვლის შემდეგ – სუფთა შესასხურებელი მოწყობილობით;
  • თესლი სასუქით დაამუშავეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის სხვა პრეპარატით არ არის დამუშავებული;
  • ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია რიგგარეშე ფოთლოვანი კვების ჩატარება;
  • სასუქის კომბინირება (შერევა) შეიძლება ნებისმიერი სახის პესტიციდთან.

საჰექტრო ნორმები:

1.ხორბალი (საშემოდგომო, საგაზაფხულო), ქერი, ჭვავი, შვრია, ფეტვი

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 30-50 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 0,2 ლიტრი სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ჩრდილში გაშლილ თესლს. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს.

ვეგეტაციის პერიოდში ორჯერადი ფოთლოვანი კვება – 5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება აღერების ფაზაში; მეორე შესხურება ყვავილობის ფაზაში.

2. სიმინდი მარცვლად

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 60-100 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 0,2 ლიტრი სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ჩრდილში გაშლილ თესლს. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს.

ვეგეტაციის პერიოდში ორჯერადი ფოთლოვანი კვება – 5-7 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 3-5 ფოთლის ფაზაში; მეორე შესხურება 8-12 ფოთლის ფაზაში.

3. სიმინდი სასილოსედ

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 60-100 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 0,2 ლიტრი სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ჩრდილში გაშლილ თესლს. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 5-7 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 3-5 ფოთლის ფაზაში; მეორე და მესამე შესხურება წინა მოსხურებიდან 10-15 დღის შემდეგ.

4. მზესუმზირა

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 60-100 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 0,25 ლიტრი სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ჩრდილში გაშლილ თესლს. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს.

ვეგეტაციის პერიოდში სამჯერადი ფოთლოვანი კვება – 5-7 ლ/ჰა.

პირველი დამუშავება აღმოცენების შემდეგ; მეორე შესხურება 6-8 ნამდვილი ფოთლის ფაზაში;

საჭიროების შემთხვევაში, მესამე შესხურება წინა მისხურებიდან 10-14 დღის შემდეგ.

5.ლობიო, ბარდა

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 30-40 ლიტრი ერთ ჰექტარზე;

თესლის დამუშავება: 0,2 ლიტრი სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ჩრდილში გაშლილ თესლს. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს. სამუშაო ხსნარის ხარჯი 1 ტონა თესლისთვის – 10 ლიტრი.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 5-6 ფოთლის ფაზაში; მეორე შესხურება ყვავილობის ფაზაში.

6. იონჯა

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 20-30 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 0,200 ლიტრი სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ჩრდილში გაშლილ თესლს. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს. სამუშაო ხსნარის ხარჯი 1 ტონა თესლზე – 10 ლიტრი.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება გაზაფხულზე; მომდევნო შესხურება ყოველი მოთიბვის შემდეგ.

7.სელი

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 20-30 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 0,2 ლიტრი სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ჩრდილში გაშლილ თესლს. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება “ნაძვის ხის” ფაზაში, როდესაც მცენარე მიაღწევს 5-10 სანტიმეტრს; მეორე და მესამე დამუშავება წინა მისხურებიდან 14-21 დღის ინტერვალით.

8.პომიდორი

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 60-80 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 10-15 მლ. ლიტრი სასუქი გახსენით 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში თესლი დაალბეთ 15 საათის განმავლობაში. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში; მეორე შესხურება კვირტების ჩამოყალიბების ფაზაში; მესამე შესხურება ყვავილობის დაწყების ფაზაში; მეოთხე შესხურება ნაყოფის მწიფობაში შესვლის დაწყებამდე.

ჩითილის გადარგვის შემდეგ, სასურველია, თითოეულ ძირს დაუსხათ 100-150 გრამი 2%-იანი სამუშაო ხსნარი.

9.კიტრი

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 40-60 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 10-15 მლ. ლიტრი სასუქი იხსნება 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში თესლი დაალბეთ 15 საათის განმავლობაში. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში;მეორე და მესამე შესხურება 15-15 დღიანი ინტერვალებით;

ჩითილის გადარგვის შემდეგ, სასურველია, თითოეულ ძირს დაუსხათ 100-150 გრამი 2%-იანი სამუშაო ხსნარი.

10.ბადრიჯანი

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 40-60 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 10-15 მლ. ლიტრი სასუქი იხსნება 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში თესლი დაალბეთ 15 საათის განმავლობაში. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში;მეორე შესხურება კვირტების ჩამოყალიბების ფაზაში;მესამე შესხურება ყვავილობის დაწყების ფაზაში.

ჩითილის გადარგვის შემდეგ, სასურველია, თითოეულ ძირს დაუსხათ 100-150 გრამი 2%იანი სამუშაო ხსნარი.

11.კომბოსტო,ყვავილოვანი კომბოსტო

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 50-70 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 10-15 მლ. ლიტრი სასუქი იხსნება 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში თესლი დაალბეთ 10 საათის განმავლობაში. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება ჩითილის გადარგვიდან 2-3 დღის შემდეგ;მეორე შესხურება თავების დახვევის ფაზაში;მესამე შესხურება წინა მისხურებიდან 10-14 დღის შემდეგ.

ჩითილის გადარგვის შემდეგ, სასურველია, თითოეულ ძირს დაუსხათ 100-150 გრამი 2%იანი სამუშაო ხსნარი.

12.კარტოფილი

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 80-100 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 0,25 ლიტრი სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ჩრდილში გაშლილ თესლს (დასაშვებია ტუბერების ჩალბობაც).

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 5-7 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 5-7 ფოთლის ფაზაში;მეორე შესხურება ყვავილობის წინ.

13.საზამთრო ნესვი

ნიადაგის მომზადება: ჩითილების გადარგვის წინ – 80-100 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 25 მლ. ლიტრი სასუქი იხსნება 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში თესლი დაალბეთ 10 საათის განმავლობაში. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 5-7 ლ/ჰა.

პირველი შესხურება ჩითილის გადარგვიდან 7-8 დღის შემდეგ;მეორე შესხურება ყვავილობის დაწყების ფაზაში;მესამე შესხურება წინა მისხურებიდან 10-14 დღის შემდეგ.

ჩითილის გადარგვის შემდეგ, სასურველია, თითოეულ ძირს დაუსხათ 100-150 გრამი 2%-იანი სამუშაო ხსნარი.

14.ჭარხალი სუფრის, ჭარხალი შაქრის

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 60-80 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 0,2 ლიტრი სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ჩრდილში გაშლილ თესლს. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 4-6 ფოთლის ფაზაში;მეორე შესხურება 8-10 ფოთლის ფაზაში.

15.სტაფილო

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 50-60 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 25 მლ. ლიტრი სასუქი იხსნება 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში თესლი დაალბეთ 10 საათის განმავლობაში. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში;მეორე შესხურება 3-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში;მესამე შესხურება წინა მისხურებიდან 10-14 დღის შემდეგ.

16.ხახვი

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 70-80 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 10-15 მლ. ლიტრი სასუქი იხსნება 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში თესლი დაალბეთ 10 საათის განმავლობაში. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 5-7 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში;მეორე და მესამე შესხურება წინა მისხურებიდან 10-14 დღის შემდეგ.

17.ბოლოკი, თალგამი

ნიადაგის მომზადება: თესვის წინ – 30-40 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

თესლის დამუშავება: 10-15 მლ. ლიტრი სასუქი იხსნება 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში თესლი დაალბეთ 10 საათის განმავლობაში. დათესვამდე თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში;მეორე და მესამე შესხურება წინა მისხურებიდან 10-14 დღის შემდეგ.

18.მარწყვი

ნიადაგის მომზადება: ჩითილების გადარგვის წინ – 30-50 ლ/ჰა

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

პირველი შესხურება ხდება კვანძების ჩამოყალიბების ფაზაში და მეორდება10-14 დღიანი ინტერვალით ნაყოფის დამწიფებამდე.

19.მწვანილი, სალათის ფოთოლი და ა. შ.

ნიადაგის მომზადება: პროცედურა თესვის წინ – 20-40 ლ/ჰა

თესლის დამუშავება: 10-15 მლ. ლიტრი სასუქი იხსნება 1 ლიტრ წყალში და მიღებულ ხსნარში თესლი დაალბეთ 10 საათის განმავლობაში. დათესვამდე თესლი ჩრდილში შეაშრეთ.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 3-5 ლ/ჰა.

შესხურება აღმოცენებიდან 7-10 დღის შემდეგ მთელი ვეგეტაციის პერიოდში 10-12 დღიანი ინტერვალით.

20.გაზონის ბალახი

ნიადაგის მომზადება: პროცედურა თესვის წინ – 40-50 ლ/ჰა.

ფოთლოვანი გამოკვება თვეში ორჯერ 1 ლიტრი ორგანიკა ყოველ 1000 მ2-ზე

21.ყვავილები

ნიადაგის მომზადება: პროცედურა თესვის წინ – 30-50 ლ/ჰა

ფოთლოვანი გამოკვება თვეში ორჯერ 5 ლ/ჰა.

თვეში ერთხელ თითოეულ ძირს დაუსხით 100-150 გრამი 2%-იანი სამუშაო ხსნარი.

22.ვაზი

ნიადაგის მომზადება: – 40-60 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 1,5-2 ლიტრი ერთ ჰექტარზე. შესხურება ყვავილობის დასრულების შემდეგ;

საჭიროების შემთხვევაში მეორე, წინა შესხურებიდან 15-20 დღის შემდეგ.

23.ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ქლიავი, ატამი, გარგარი, კომში და სხვ.

ნიადაგის მომზადება:- 40-60 ლიტრი ერთ ჰექტარზე

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 5-7 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

პირველი შესხურება ყვავილობიდან 5-7 დღის შემდეგ;მეორე შესხურება კვანძების ცვენის დაწყების ფაზაში;მესამე შესხურება ნაყოფის ჩამოყალიბების შემდეგ;მეოთხე შესხურება ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდში.

24.თხილი

ნიადაგის მომზადება:- 40-60 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 5-7 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

პირველი შესხურება ნაყოფის გამონასკვის ფაზაში;მეორე შესხურება ნაყოფის გულის ჩამოყალიბების ფაზაში;მესამე შესხურება რძიანი სიმწიფის ფაზაში – ფოთოლზე.

25.კივი

ნიადაგის მომზადება: – 40-60 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 5-7 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

პირველი შესხურება დაყვავილების შემდეგ;მეორე შესხურება ნაყოფის ჩამოყალიბების შემდეგ;მესამე შესხურება ნაყოფის შეფერვის შემდეგ.

26.ციტრუსი

ნიადაგის მომზადება: – 40-60 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

ვეგეტაციის პერიოდში ფოთლოვანი კვება – 5-7 ლიტრი ერთ ჰექტარზე.

პირველი შესხურება ყვავილობის დასრულებიდან 5-7 დღის შემდეგ;მეორე შესხურება კვანძების ცვენის დაწყების ფაზაში;მესამე შესხურება წინა მისხურებიდან 2-3 კვირის შემდეგ.

27.ნორმები მცირე და საოჯახო მეურნეობებისთვის

თესლის ჩასალბობად საჭიროა გამოვიყენოთ სასუქის 1-2%-იანი ხსნარი;

ფესვური გამოკვებისას – 1 ლიტრი სასუქი გახსენით 50-100 ლიტრ წყალში და დაუსხით მცენარეებს 2-4-ჯერ 15-20-დღიანი ინტერვალით;

ფოთლოვანი გამოკვებისას – 1 ლიტრი სასუქი გახსენით 100-150 ლიტრ წყალში და შესხურდეს მცენარეებს 3-4-ჯერ 10-15-დღიანი ინტერვალით.

სასარგებლო ინფორმაცია