ორტუსი - ფენპიროქსიმატი 51,2 გ/ლ

ფასი ქულებში: 10 ქულა
10 პროდუქტი;
C011

GEL10

ფასი 1 ლიტრი - 97 ლარი 0,25 ლიტრი - 28 ლარი 0,075 ლიტრი - 10 ლარი კულტურა:თხილი, ყურძენი, პომიდორი, კიტრი, ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი მოქმედი ნივთიერებაფენპიროქსიმატი 51, 2 გ/ლ მწარმოებელი: Nihon Nohyaku Co, იაპონია ორტუსი წარმოადგენს მაღალეფექტური კონტაქტური...
+
განვადებით ყიდვა

ფასი

1 ლიტრი - 97 ლარი

0,25 ლიტრი - 28 ლარი

0,075 ლიტრი - 10 ლარი

კულტურა:თხილი, ყურძენი, პომიდორი, კიტრი, ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი

მოქმედი ნივთიერებაფენპიროქსიმატი 51, 2 გ/ლ

მწარმოებელი: Nihon Nohyaku Co, იაპონია

ორტუსი წარმოადგენს მაღალეფექტური კონტაქტური მოქმედების აკარიციდს, რომელიც მოქმედებს ტკიპების ფართო სპექტრზე. ახასიათებს სწრაფი „ნოკაუტისებური“ და ხანგრძლივი დამცავი მოქმედება. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა მოძრავ სტადიაზე: მატლი, ნიმფა, იმაგო, ზრდასრული ტკიპა. გააჩნია „ოვიციდური“ (კვერცხის საწინააღმდეგო) ეფექტი. ეფექტურია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში. არ კარგავს ეფექტურობას მაღალი ტემპერატურებისა და ძლიერი ნალექების პერიოდშიც კი.

გამოყენების ნორმა:

კულტურამავნებელიხარჯვის ნორმა ლ/ჰაჯერადობალოდინის პერიოდი
ვაზიტკიპები0,6-0,9228 დღე
ვაშლი, მსხალიტკიპები0,5-0,752-314 დღე
ატამი, ქლიავიტკიპები0,5-0,6214 დღე
ციტრუსებიტკიპები1314 დღე
თხილიტკიპები12-314 დღე
კიტრი, პომიდორიტკიპები0,5-0,7214 დღე
დეკორატიული მცენარეებიტკიპები0,32-

ფიტოტოქსიკურობა:

რეკომენდირებული დოზებისა და წესების დაცვით გამოყენებისას ორტუსი 5 სკ არ არის ფიტოტოქსიკური.

რეზისტენტობის განვითარება:

რეკომენდირებულია ორტუსი 5 სკ-ს მონაცვლეობა სხვა მოქმედების მექანიზმის მქონე აკარიციდებთან. არ გამოიყენოთ ორტუსი 5 სკ ზედიზედ 2-ზე მეტჯერ.

სამუშაო ხსნარის მომზადება:

ორტუსი 5 სკ უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი ორტუსი 5 სკ-ს რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით, მცირე მოცულობის ჭურჭელში და ჩაასხით შემასხურებლის წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით საჭირო მოცულობამდე. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.

სიფრთხილის ზომები:

ორტუსი 5 სკ დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, ფრინველებისათვის, ჭიაყელებისათვისა და ნიადაგის მიკროორგანიზმებისათვის. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ზედაპირული წყლების მახლობლად. დაბალტოქსიკურია ფუტკრისათვის. ფუტკრის ფრენის შეზღუდვა: 3-4 საათი.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

ორტუსი 5 სკ თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. თუმცა, უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. არ შეიძლება ორტუსი 5 სკ-ს გამოყენება ნარევებში სპილენძშემცველ პრეპარატებთან ერთად.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.

პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.

პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე, -50C - +300C ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.

თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა


სასარგებლო ინფორმაცია