ანტიკლეშჩ მაქსი

ფასი ქულებში: 8 ქულა
10 პროდუქტი;

GEL8

100მლ-8ლ არი/ 1 ცალი 1ლ-67.5ლარი 5ლ-62.1ლარი შეფუთვა: 100 მლ, 1 ლ, 5ლ. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართო სპექტრის დასაცავად განკუთვნილი ძალიან ძლიერი კონტაქტურ-სისტემური და ფუმიგაციური მოქმედების ინსექტოაკარიციდი. მოქმედი ნივთიერება : პირიმიფოს-მეთილი 200 გ/ლ + პირიდაბენი, 150...
+
განვადებით ყიდვა

100მლ-8ლარი/ 1 ცალი

1ლ-67.5ლარი

5ლ-62.1ლარი

შეფუთვა: 100 მლ, 1 ლ, 5ლ.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართო სპექტრის დასაცავად განკუთვნილი ძალიან ძლიერი კონტაქტურ-სისტემური და ფუმიგაციური მოქმედების ინსექტოაკარიციდი.


მოქმედი ნივთიერება: პირიმიფოს-მეთილი 200 გ/ლ + პირიდაბენი, 150 გ/ლ+ აცეტამიპრიდი, 50 გ/ლ

პრეპარატის ფპრმა:ემულსიის კონცენტრანტი

ქიმიური ჯგუფი:ფოსფორორგანული შენაერთები + პირიდაზინონები + ნეონიკოტინოიდები.

თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. სამუშაო ხსნარის მომზადებამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს თავსებადობა (ნალექისა და ქაფის არარსებობა, შრეებად დაშლა, ბურთულებად გაქნა, რომელიმე პრეპარატის არასრული გახსნა და ა.შ.).


მოქმედების მექანიზმი კონტაქტურ-სისტემური მოქმედება ფუმიგაციური ეფექტით.

პირიმიფოს-მეთილი: ქოლინესთერაზის აქტივობის შემამცირებელი ფოსფორორგანული ნივთიერება, რაც იწვევს მავნებელბის ორგანიზმებში უჯრედების გაუწყლოებასა და მეტაბოლური პროცესების ჰორმონალური რეგულაციების დარღვევას.

პირიდაბენი: გავლენას ახდენს მავნებლების ცენტრაულ ნერვულ სიტემაზე, რაც იწვევს კვდომას. აქვს ძლიერი კონტაქტური, ნაწლავური და ხანგრძლივი სისტემური დაცვითი მოქმედება მავნებლების ჩამოყალიბების ძირითადი სტადიის წინააღმდეგ (კვერცხი-მატლი-ნიმფა-ზრდასრული ტკიპა).

აცეტამიპრიდი: საკმაოდ სწრაფად შეიწოვება ფოთოლის ზედაპირიდან, ვრცელდება მცენარის ყველა ნაწილსა და ახალ ყლორტში, ფიტოტოქსიკური ეფექტი ვლინდება მავნებლების ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებით, რომელიც იწვევს კვდომას ზედმეტი ნერვული აგზნების და დამბლის ფონზე.




კულტურა

პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

ხარჯვსი ნორმა (მლ) 10ლ წყალზე

მოქმედების სპექტრი

დამუშვების წესი,დრო

ხილკენკროვანი

0,8 - 1,0

10

ტკიპები (სახეობები), ნაყოფიჭამია, ჩრჩილები, ბუგრები, ფოთლიხვევია, ხერხიები, ფარიანა, ყვავილჭამია, ცხვირგრძელები, ბანჯგვლიანი ბრინჯაოსანა, თრიფსებინა

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენის დროს

ბოსტნეული

0,5 - 1,0

10-20

ტკიპები (სახეობები), ბუგრები, თრიფსები, ფოთლიხვევია და სხვ

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენის დროს

ლობიოსებრი (ბარდა, სოიო, ლობიო)

0,8 - 1,0

16-20

ტკიპები (სახეობები), ნარგავის ბუზი, ცხვირგრძელები, ბუგრები, თრიფსები, ალურები, ხვატარები, სოიოს ნაყოფიჭამია, მდელოს ფარვანა, ბაღლინჯო

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენის დროს

ყურძენი

0,8 - 1,0

10-20

ტკიპები (სახეობები), ვაზის ფოთლიხვევია, ყურძნის ფილოქსერა და ჭრელურასებრნი, ყურძნის კოღო და რწყილები

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენის დროს

ციტრუსები

0,8 - 1,0

16-20

ციტრუსის ცრუფარიანა, ფარიანა, კოკციდები, თრიფსები, ციტრუსის ფრთათეთრა, ტკიპები, ბუგრები, ნაყოფის ბუზი, ნაყოფიჭამია

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენის დროს

სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა - 2.

დალოდების პერიოდი დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე:სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა - 2.

- დეკორატიული კულტურები (მათ შორის ყვავილების) -3 დღე;

- სხვა კულტურები – 30 დღე.

სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა

- მინდვრის კულტურები, დეკორატიული კულტურები (ყვავილები) 250-350 ლ/ჰა (2.5-3.5 ლ/მეასედი),

- ხილ-კენკროვანი ნარგავები, ციტრუსი: 600-1200 ლ/ჰა (6,0-12 ლ/მეასედი) (დამოკიდებულია ნარგავების განვითარების ფაზაზე და ასაკზე),

- ყურძენი - 600-800 ლ / ჰა (6.0-8.0 ლ / მეასედი).


რეკომენდაცია: სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს სრული მოცულობის ავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ტკიპების კვერცხი, მატლი და ნიმფები კვდებიან, მოზრდილები კი აგრძელებენ არსებობას დებენ რა უნაყოფო კვერცხებს, საიდანაც მატლი არ წარმოიქმნება, ხოლო ზრდასრული ტკიპები იღუპებიან 10 დღის ვადაში. ამიტომ პრეპარატის ვიზუალური ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს 7-10 დღის განმავლობაში. სამუშაოების ჩატარება რეკომენდებულია დილას (10 საათამდე) და საღამოს (18-22) საათებში ქარის მინიმალური სიჩქარის დროს (არაუმეტეს 5მ/ს). პრეპარატის გამოყენება უფრო ოპტიმალურია 15-25°C ტემპერატურაზე. დამუშავებას შორის დროის ინტერვალია 14-21 დღე.


ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.

დამუშავების შემდეგ დამუშავებულ ფართობზე მექანიზირებული/ხელის სამუშაოებისთვის გასვლის ვადები:

- მინდვრის კულტურები - 3/-;

- ხილ-კენკროვანი ნარგავები, ვაზი, ციტრუსები - 3/7,

- დეკორატიული - 3/3

პრეპარატის უპირატესობები

ბევრი კულტურის, მათ შორის ხილისა და კენკრის მავნებლების განსაკუთრებით ფართო სპექტრი.

მოქმედებს ტკიპების ფორმირების ძირითადი სტადიის წინააღმდეგ (კვერცხი-მატლი-ნიმფა-ზრდასრული ტკიპა).

გამოყენებისთვის უნივერასლური (კონტაქტური, სისტემური და ფუმიგაციური მოქმედება).

გამოყენებისთვის უნივერასლური (კონტაქტური, სისტემური და ფუმიგაციური მოქმედება).


სასარგებლო ინფორმაცია