ანტიკოლორადი

ფასი ქულებში: 60 ქულა
10 პროდუქტი;

GEL60

15 მლ-2ლარი /1 ცალი 0,5 ლ- 70 ლარი 1ლ- 60 ლარი 5ლ.- 55 ლარი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დასაცავად განკუთვნილი კომბინირებული, მაღალეფექტური მოქმედების ფართო სპექტრის კონტაქტურ-სისტემური ინსექტიციდი. მოქმედი ნივთიერება : იმიდაკლოპრიდი 150 გ/ლ + ლამბდა-ციგალოტრინი 50...
+
განვადებით ყიდვა

15 მლ-2ლარი /1 ცალი

0,5 ლ- 70 ლარი

1ლ- 60 ლარი

5ლ.- 55 ლარი

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დასაცავად განკუთვნილი კომბინირებული, მაღალეფექტური მოქმედების ფართო სპექტრის კონტაქტურ-სისტემური ინსექტიციდი.


მოქმედი ნივთიერება: იმიდაკლოპრიდი 150 გ/ლ + ლამბდა-ციგალოტრინი 50 გ/ლ.

პრეპარატის ფპრმა:სუსპენზიის კონცენტრატი.

ქიმიური ჯგუფი:ნეონიკოტინოიდები + პირეტროიდები.

თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. თუმცა პესტიციდის საავზე ხსნარის მომზადებამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს თავსებადობა (ნალექისა და ქაფის არარსებობა, შრეებად დაშლა, ბურთულებად გაქნა, რომელიმე პრეპარატის არასრული გახსნა და ა.შ.).


მოქმედების მექანიზმი: კონტაქტურ-სისტემური მოქმედება. ორმაგი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მავნებლის ცენტრალური ნერვული სისტემის დანგრევაში, რაც იწვევს მის სწრაფ სიკვდილს. პრეპარატი ავლენს რეპელენტურ თავისებურებებს.

სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა - 2. დალოდების პერიოდი დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე: ხილ-კენკროვანი ნარგავები, ყურძენი, მარცვლოვანი, პურეული კულტურები - 30 დღე; კარტოფილი, პომიდორი, კიტრი (ღია გრუნტის), ჭარხალი - 20 დღე, ლობიოსებრნი, რაფსი - 14 დღე; კიტრი (დახურული გრუნტი) – 3 დღე.

კულტურა

პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

ხარჯვის ნორმა (მლ) 10ლ წყალზე

მოქმედების სპექტრი

დამუშვების სპექტრი,დრო

კარტოფილი

0,25 - 1,35

7,5 - 10,5

კოლორადოს ხოჭო, ბუგრები, კარტოფილის ჩრჩილი, თრიფსები

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენის დროს

პომიდორი

0,15 - 0,2

4,5 - 6,0

ფრთათეთრა, თრიფსები, კოლორადოს ხოჭო, ხვატარები

კიტრი(დახურული გრუნტი)

0,15

3,0

სათბურის და ორანჟერეის ფრთათეთრები, ბუგრები, თრიფსები

კიტრი(ღია გრუნტი)

0,22 - 0,25

6,6 - 7,5

ფრთათეთრა, ბუგრები, თრიფსები

ხილ-კენკროვანი ნარგავები

0,3 - 0,5

6,0 - 10

ვაშლის ნაყოფიჭამია, ყვავილჭამია, მილხვევია, ხერხიები, თრიფსები, ბუგრები, მსხლის ბაღლინჯო

ყურძენი

0,3 - 0,35

6,0 - 7,0

ვაზის ფოთლიხვევია, ყურძნის ფილოქსერა და ჭრელურასებრნი, ყურძნის კოღო და რწყილები

მარცვლოვანი, პურეული კულტურები (საშემოდგომო, საზაფხულო)

0,2 - 0,5

6,0 - 15

ბაღლინჯო, მავნე კუსებურა, ხორბლის თრიფსები, პურის ჭიაწურბელა, მარცვლოვანთა ბუგრები, მარცვლოვანთა ბუზები

სიმინდი

0,2

6,0

სიმინდის ფარვანა, შავტანიანები, დიაბროტიკა

პარკოსნები (ბარდა, სოიო, ლობიო)

0,15 - 0,2

4,5 - 6,0

ბარდის მემარცვლია და ნაყოფიჭამია, ცხვირგრძელები, რწყილები, ფარიანა, ბუგრები

ჭარხალი

0,15 - 0,2

4,5 - 6,0

ჭარხლის ცხვირგრძელები, რწყილები, ფარიანა, ბუგრები

ციტრუსები

0,3 - 0,5

6,0 - 1,0

ფრთათეთრა, თრიფსები, ბუგრები, ნაყოფიჭამია


სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა
: მინდვრის კულტურები 200-300 ლ/ჰა (2.0-3.0 ლ/მეასედი), ხილისა და კენკრის ნარგავები, ციტრუსები, კიტრი (დახურული გრუნტი): 500-1000 ლ/ჰა (5,0-10 ლ/მეასედი) (დამოკიდებულია ნარგავების განვითარების ფაზაზე და ასაკზე), ყურძენი – 500-800 ლ/ჰა (5,0-8,0 ლ / მეასედი).სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა - 2. დალოდების პერიოდი დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე: ხილ-კენკროვანი ნარგავები, ყურძენი, მარცვლოვანი, პურეული კულტურები - 30 დღე; კარტოფილი, პომიდორი, კიტრი (ღია გრუნტის), ჭარხალი - 20 დღე, ლობიოსებრნი, რაფსი - 14 დღე; კიტრი (დახურული გრუნტი) – 3 დღე.

სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს სრული მოცულობის ავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი.


რეკომენდაცია: პრეპარატის სამუშაო ხსნარის დატანა ხდება რეკომენდებულ ნორმებში (იხ. ცხრილი) სამუშაოების ჩატარება რეკომენდებულია დილას (10 საათამდე) და საღამოს (18-22) საათებში ქარის მინიმალური სიჩქარის დროს (არაუმეტეს 5 მ/ს და არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე). დამუშავებას შორის დროის ინტერვალი დამოკიდებულია მავნებლების ახალი ნაკადის გამოჩენაზე. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული არასასურველ პირობებში (ცივ ან ძალიან ცხელ ამინდში, მომატებული დატენიანებისას და მაშინ, როდესაც ნარგავები ჩაწოლილ მდგომარეობაშია), აგრეთვე, როდესაც ნალექის მოსვლის შემდეგ კულტურების ფოთლები სველია.


ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–2 კლასი.

დამუშავების შემდეგ დამუშავებულ ფართობზე მექანიზირებული სამუშაოებისთვის გასვლის ვადა: შესხურებიდან 4 დღე, ხელის სამუშაოებისთვის გასვლის ვადა – შესხურებიდან 10 დღე.


პრეპარატის უპირატესობები:

დაცვითი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი;

ეფექტურია მავნებლების ფორმირების ძირითად სტადიებზე;

გასანადგურებელი მავნებლების ფართო სპექტრი;

სწრაფი მოქმედება - «ნოკდაუნის» ეფექტით, კვდომა ხდება პრეპარატის გამოყენებიდან მოკლე დროში;

გავლენას არ ახდენს კულტურის მცენარეების ზრდასა და განვითარებაზე;

არ იწვევს მავნებლების რეზისტენტულობას (ამტანობას);

სხვადასხვა მექანიზმით მოქმედი ნივთიერებების ხარჯზე გამანადგურებელ დარტყმას აყენებს მავნებლებს.

შეფუთვა: 15 მლ, 0,5 ლ, 1ლ, 5ლ.

სასარგებლო ინფორმაცია