ავანტი - ინდოქსაკარბი 150 გ/ლ

ფასი ქულებში: 3 ქულა
10 პროდუქტი;
C011

GEL3

ფასი 0,006 ლიტრი - 3 ლარი 0,02 ლიტრი - 6 ლარი 0,1 ლიტრიი - 25 ლარი 1 ლიტრი - 210 ლარი ავანტი - ინდოქსაკარბი 150 გ/ლ კულტურა: ვაშლი, პომიდორი, ყურძენი მოქმედი ნივთიერება : ინდოქსაკარბი 150 გ/ლ დაავადება: მავნებელინაყოფჭამია, ყურძნის ჭია, კოლოფა ჭია მწარმოებელი: DuPont...
+
განვადებით ყიდვა

ფასი

0,006 ლიტრი - 3 ლარი

0,02 ლიტრი - 6 ლარი

0,1 ლიტრიი - 25 ლარი

1 ლიტრი - 210 ლარი

ავანტი - ინდოქსაკარბი 150 გ/ლ

კულტურა: ვაშლი, პომიდორი, ყურძენი

მოქმედი ნივთიერება: ინდოქსაკარბი 150 გ/ლ

დაავადება: მავნებელინაყოფჭამია, ყურძნის ჭია, კოლოფა ჭია

მწარმოებელი: DuPont Solutions S.A.S., საფრანგეთი

ავანტი მავნებლის სახეობის, კულტურისა და გარემო პირობების მიხედვით ანადგურებს ქერცფრთიან მავნებლებს ნაწლავებში მოხვედრის ან მათთან კონტაქტის დროს. ავანტი ეფექტურია ქერცფრთიან მავნებელთა მუხლუხოების წინააღმდეგ საბრძოლველად. მავნებელთა ზოგიერთი სახეობისათვის ის აგრეთვე ავლენს ოვიციდურ ქმედებას. ავანტის ტემპერატურული კოეფიციენტი დადებითია, რაც ნიშნავს, რომ ის აქტიურდება მაღალი ტემპერატურისას. ავანტი ბლოკავს ნიტრატულ არხებს მწერების ნერვულ უჯრედებში. ავანტი გამოიყენება მიწისზედა დამუშავებისათვის. აუცილებელია თვალყური ადევნოთ შემასხურებლის სწორად დაკალიბრებას. აკრძალულია საჰაერო შესხურება.


კულტურა

მავნებელი

ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

ჯერადობა

ლოდინის პერიოდი (დღე)

ვაშლი

ქერცფრთიანები

0.35

4

10-14

ვაზი

ქერცფრთიანები

0.25

2

10-14

პომიდორი

ქერცფრთიანები

0.25

3

10-14

კარტოფილი

ქერცფრთიანები

0.35

1

10-14

თავსებადობა სხვა პესტიციდებთან:

ავანტი თავსებადია ინსექტიციდებსა და აკარიციდებთან, რომელთა მოქმედი ნივთიერება არის ფლუფონექსურონი, ენდოსულფანი, ფენაზახინი, ციპერმეტრინი, ქლორპირიფოსი, მეთილი, დელტამეტრინი, იმიდაკლოპრიდი, დიმეთოატი, აცეტამიპრიდი, პრპარიტი, პირიმიკარბა, დიაფენტიურონი და ფენპროპატრინი. გუნგიციდებთან, რომელთა აქტიური ნივთიერებაა დიმეტომორფი, ჰექსაკინაზა, ფლუსილაზოლი, პენკონაზოლი, ციმოქსანილი, და ფიმოქსადონი. სამუშაო ხსნარის მომზადებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის ეტიკეტსა და შეასრულეთ მასზე მითითებული რეკომენდაციები.

დაცვითი მოქმედების პერიოდი:

10-14 დღე, ხანგრძლივობა დამოკიდებულია მავნებელთა ინტენსივობაზე.

სელექციურობა:

ინსექტიციდი შერჩევითად მოქმედებს ქერცფრთიან მავნებელთა ჭუპრებზე.

მოქმედების სისწრაფე:

დამუშავებიდან რამდენიმე საათში მუხლუხოები წყვეტენ კვებას ხდებიან უმოძრაო ცვივდებიან მცენარიდან, მუხლუხოები იხოცება დამუშავებიდან 24-60 საათის შემდეგ.

ფიტოტოქსიურობა:

ავანტი არ არის ფიტოტოქსიკური დასამუშავებელი კულტურებისათვის.

რეზისტენტობა:

ზოგიერთი მწერი ავლენს რეზისტენტობას წამლობაში გამოყენებული პრეპარატების მიმართ. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენების რეკომენდირებული დოზები ვერ აჩერებს მწერების პოლულაციას მავნებლობის ეკონომიკური ზღვარის ქვემოთ. რეზისტენტობის წარმოქმნის წინასწარი ვარაუდი შეუძლებელია. რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად უნდა მივმართოთ ადგილობრივ საკონსულტაციო ორგანოებს ან მწარმოებლის წარმომადგენლებს. ავანტი- ს უნიკალური თვისებების წყალობით ის საუკეთესოა ისეთი უბნების დასამუშავებლად, სადაც გამოვლენილია მავნებლის რეზისტენტობის შემთხვევები. შემდეგი რეკომენდაციები დაგეხმარებათ მაქსიმალურად ეფექტურად და ხანგრძლივად გამოიყენოთ პრეპარატი:

პერიოდულად ჩაანაცვლეთ ავანტი სხვა ქიმიური კლასის (კარბონატები, პერიტროიდები, ფოსფოორგანული ინსექტიციდები, აცილ შარდოვანა) შესაბამისი პრეპარატებით.

დააკვირდით მწერების პოპულაციას და გამოიყენეთ ავანტი მავნებლობის ზღვარს მიახლოებისას. შესაძლებელია დაგჭირდეთ ერთზე მეტი წამლობა მწერის ერთი თაობის მოსასპობად.

ზუსტად დაიცავით ავანტის გამოყენების რეკომენდაციები, დოზირება, დამუშავებათა შორის ინტერვალი და წამლობის ოპტიმალური დრო. ავანტი მსუბუქად მოქმედებს ტკიპებსა და სასრგებლო მწერებზე, რომლებიც ანადგურებენ არასრულფასოვანი დამუშავების შემდეგ დარჩენილ მავნებლებს. გადარჩენილი სასარგებლო მწერები უზრუნველყოფენ მავნებლების პოპულაციის დამატებით კონტროლს და ხელს უწყობენ რეზისტენტობის წარმოქმნის რისკის შემცირებას.

მდგრადობა წვიმით ჩამორეცხვის მიმართ:

არ არის საჭირო ხელახლა ჩატარდეს წამლობა თუ გაწვიმებამდე დამუშავებულ მცენარეზე შეშრა ავანტი-ს სამუშაო ხსნარი. (ჩვეულებრივ 2 საათის დამუშავების შემდეგ).

სამუშაო ხსნარის მომზადების წესი:

თავდაპირველად გაწმინდეთ შემასხურებლი. შეავსეთ შემასხურებელი ავზი წყლით 3/4 -მდე. კარგად შეანჯღრიეთ პრეპარატიანი ჭურჭელი ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე. დაუმატეთ ავანტის საჭირო რაოდენობა და ჩართეთ მომრევი მოწყობილობა, შეავსეთ შემასხურებელი წყლით. მომრევი მოწყობილობისათვის, გამართულად მუშაობის შემთხვევაში, არ არის სავალდებულო წინასწარი ნარევის მომზადება. დამუშავების პროცესში ჩართული უნდა იყოს მომრევი მოწყობილობა. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება მუშა ხსნარი პრეპარატებთან ერთად აუცილებელია ავზში პირველად ავანტის ჩასხმა.
ნუ მოამზადებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის მუშა ხსნარს. სავალდებულოა საგულდაგულოდ დაცალოთ ტარა პრეპარატისაგან, გამორეცხოთ წყლით და გამონარეცხი წყალი ჩაამატოთ შემასხურებლის ავზში.

დამუშავებულ ნაკვეთზე ადამიანის გავლისათვის უსაფრთხო ვადა:
მექანიზებული სამუშაოების ჩასატარებლად - 4 დღე;
სამუშაოების ხელით ჩასატარებლად - 10 დღე;
აკრძალულია საჰაერო შესხურება.

ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტების დაცვის რეკომენდაციები:

ნაკლებად ტოქსიკურია თევზებისა და წყალმცენარეებისათვის, ტოქსიკურია დაფნიასათვის, ნაკლებად ტოქსიკურია ფრინველებისათვის, ჭიებისათვის და ნიადაგის მიკროორგანიზმებისათვის. საშუალოდ სახიფათოა: ფუტკრებისათვის (საშიშროების კლასი 2), ფუტკრების დასაცავად სავალდებულია დაიცვათ შემდეგი ეკოლოგიური რეგლამენტები: სამუშაოები ჩატარდეს მხოლოდ როცა ქარის სიჩქარე ნაკლებია 1-2 მ/სმ-ზე; სასაზღვრო-დაცვითი ზონა ფუტრებისათვის არანაკლებ 4-5 კმ; ფუტკრების ფრენის შეზღუდვა არანაკლებ 48-72 საათი. პრეპარატი სახიფათოა ფუტკრებისათვის, როგორც უშუალოდ შესხურებისას, აგრეთვე მცენარეზე ნარჩენების სახით. აკრძალულია დამუშავება აყვავებული ენტემოფილური კულტურების, ნებისმიერი მინდვრებისა და აყვავებული სარეველების (3 მცენარეზე მეტი 1 კვადრატულ მეტრზე) ფუტკრების აქტიური ფრენის პერიოდში. აგრეთვე დამუშავებულ სავარგულებსა და ტერიტორიებზე დადგენილ დროზე ადრე ფუტკრების გაშვება. მცენარეთა დამუშავება სავალდებულოა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში. დასაშვებია აგრეთვე დამუშავება მოღრუბლულ გრილ ამინდში, როცა ფუტკრები არ გამოდიან სკიდან. სავალდებულოა დასამუშავებელი მინდვრის პერიმეტრზე, პრეპარატის სავარაუდო გაბნევის მანძილზე მოიცელოს აყვავებული სარეველები.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება სათევზე მეურნეობის დაცულ წყალსატევებზე 30 მეტრის სიგანის ზოლში.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე, +40C-დან +300C-მდე ტემპერატურაზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ !!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია