არმორი - აცეტამიპრიდი 200 გ/ლ + ლამბდაციჰალოტრინი 150 გ/ლ

ფასი ქულებში: 100 ქულა
10 პროდუქტი;

GEL100

მოქმედი ნივთიერება:აცეტამიპრიდი 200 გ/ლ + ლამბდაციჰალოტრინი150 გ/ლ დაავადება, მავნებელი კოლორადოს ხოჭო, ჭიაწურბელა, პურის ბზუალა, ორანჟერიის ფრთათეთრა, თრიფსები, კოლოფის ჭია, ბუგრები პრეპარატული ფორმასუსპენზია კონცენტრატი მწარმოებელი:DVA Agro, გერმანია შიგთავსი:1 ლიტრი არმორი არის...
+
განვადებით ყიდვა


მოქმედი ნივთიერება:აცეტამიპრიდი 200 გ/ლ + ლამბდაციჰალოტრინი150 გ/ლ

დაავადება, მავნებელი კოლორადოს ხოჭო, ჭიაწურბელა, პურის ბზუალა, ორანჟერიის ფრთათეთრა, თრიფსები, კოლოფის ჭია, ბუგრები

პრეპარატული ფორმასუსპენზია კონცენტრატი

მწარმოებელი:DVA Agro, გერმანია

შიგთავსი:1 ლიტრი

არმორი არის სუსპენზია კონცენტრატის სახის, სისტემური მოქმედების, მაღალეფექტური კომბინირებული ინსექტიციდი.

პრეპარატის უპირატესობები:

  • სწრაფი მოქმედების უნარი;
  • მაღალეფექტურია დაბალი ხარჯვის ნორმებით;
  • სწრაფად იჭრება ფოთლის კუტიკულაში;
  • პრეპარატი არ ირეცხება წვიმით, შესხურებიდან ერთი საათის შემდეგ;
  • უსაფრთხოა მცენარეებისთვის;
  • არ აქვს ტემპერატურული შეზღუდვები.

გამოყენების რეგლამენტები:

კულტურა

მავნე ორგანიზმი

პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

გამოყენების დროს ჯერადობა (ლოდინის პერიოდი)

კიტრი, პამიდორი (ღია და დახურული გრუნტი)

ბუგრები, კოლოფის ჭია, თრიფსები, ორანჟერიის ფრთათეთრა

0,25-0,3

ორჯერადი შესხურება მავნებლის გამოჩენისთანავე (20)

წიწაკა, ბადრიჯანი (ღია და დახურული გრუნტი)

ბუგრები, ორანჟერიის ფრთათეთრა, თრიფსები

0,25-0,3

ორჯერადი შესხურება მავნებლის გამოჩენისთანავე (20)

დეკორატიული ყვავილები (ღია და დახურული გრუნტი)

ორანჟერიის ფრთათეთრა, ბუგრები, თრიფსები

0,25-0,3

ორჯერადი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (20)

ხორბალი, ქერი

პურის ბზუალა, ჭიაწურბელა, ბუგრები, თრიფსები

0,15-0,25

ერთჯერადი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (20)

კარტოფილი

კოლორადოს ხოჭო

0,15-0,25

ერთჯერადი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (20)

თავსებადობა:
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებამდე, აუცილებელია შემოწმდეს თავსებადობაზე.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის. ვარგისიანია დამზადებიდან 3 წლის განმავლობაში

პირველადი დახმარება!
პრეპარატის თვალში მოხვედრისას თვალები გამოიბანეთ გამდინარე წლით 15 წუთის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. კანზე მოხვედრისას დაიბანეთ საპნით, შესუნთქვისას დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. გადაყლაპვისას გამოიწვიეთ პირღებინება და მოახდინეთ კუჭის გამორეცხვა სოდის 5% ნაზავით.გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მკურნალობა სიმპტომურია. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია