აგროპლანი - აცეტამიპრიდი 200 გ/კგ

ფასი ქულებში: 15 ქულა
10 პროდუქტი;

GEL15

კულტურა : პომიდორი, კარტოფილი, ხორბალი, კიტრი, საზამთრო, ვაშლი დაავადება, მავნებელიკოლორადოს ხოჭო, ფრთათეთრა, ბამბის ხვატარი, ატმის ბუგრი, ვაშლის ბუგრი, ბაღლინჯო, მავნე კუსებურა, კალიები მოქმედი ნივთიერებააცეტამიპრიდი 200 გ/კგ პრეპარატული ფორმაწყალში ხსნადი ფხვნილი მწარმოებელი:UPL LIMITED,...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა :პომიდორი, კარტოფილი, ხორბალი, კიტრი, საზამთრო, ვაშლი

დაავადება, მავნებელიკოლორადოს ხოჭო, ფრთათეთრა, ბამბის ხვატარი, ატმის ბუგრი, ვაშლის ბუგრი, ბაღლინჯო, მავნე კუსებურა, კალიები

მოქმედი ნივთიერებააცეტამიპრიდი 200 გ/კგ

პრეპარატული ფორმაწყალში ხსნადი ფხვნილი

მწარმოებელი:UPL LIMITED, ინდოეთი

შიგთავსი:0.4 კილოგრამი

აგროპლანი - მაღალეფექტური ინსექტიციდი თამბაქოს, ხორბლის და ბოსტნეული კულტურების მავნებლებთან საბრძოლველად.

გამოყენების ნორმები



კულტურა

მავნებელი

ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა)

ლოდინის პერიოდი

კარტოფილი

კოლორადოს ხოჭო

0,04-0,06

7

პამიდორი

(ღია და დახურული გრუნტი)

ფრთათეთრა,

ბამბის ხვატარი

0,15-0,3

3

კიტრი (ღია და დახურული გრუნტში)

ფრთათეთრა

0,15-0,3

3

წიწაკა

ატმის ბუგრი

0,15

20

ვაშლი

ვაშლის ბუგრი

0.25-0.3

14

საზამთრო

ატმის ბუგრი

0,15

7

თამბაქო

ატმის ბუგრი

0,05

10

ხორბალი

ბაღლინჯო, მავნე კუსებურ

0,05-0,35

14

საძოვრები

კალიები

0,06-0,1

7

წამლობა ჩაატარეთ დილით ან/და საღამოს გრილ ამინდში. წამლობიდან 6 საათის განმავლობაში ნალექის შემთხვევაში გაიმეორეთ წამლობა.

გამოყენების რეკომენდაციები

კარტოფილის - ჭიის წინააღმდეგ წამლობა ჩაატარეთ კვერცხის დების წინა პერიოდში და მატლების გამოჩენის დროს.
პომიდორში, ბადრიჯანში - ფრთათეთრას და ბამბის ხვატარის წინააღმდეგ წამლობა ჩაატარეთ მავნებლის გამოჩენისთანავე.
ვაშლში - ბუგრის წინააღმდეგ წამლობა ჩაატარეთ ვეგეტაციის პერიოდში.
საზამთროში - ბუგრის წინააღმდეგ წამლობა ჩაატარეთ მათი გამოჩენისთანავე.
წიწაკაზე - (სათბური) ბუგრის წინააღმდეგ წამლობა ჩაატარეთ მავნებლის გამოჩენისთანავე.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:არ არის რეკომენდირებული ალკალოიდური ნივთიერების შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენება.

უსაფრთხოების წესები

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ !!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია