აქტარა - თიამეტოქსამი (250 გ/კგ)

ფასი ქულებში: 2 ქულა
5 პროდუქტი;
B011

GEL2

კულტურა:პომიდორი, კარტოფილი, ხორბალი, კიტრი, ბადრიჯანი, ვაშლი, გარგარი, ბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი, ლობიო დაავადება, მავნებელიკოქციდები, თრიფსები, ფრთათეთრა, ბუგრები, ბარდას ნაყოფჭამია, მემარცვლიები, კოლორადოს ხოჭო, ბუზის ბზუალა, მავნე კუსებურა მოქმედი ნივთიერებათიამეტოქსამი (250 გ/კგ)...
+
განვადებით ყიდვა


კულტურა:პომიდორი, კარტოფილი, ხორბალი, კიტრი, ბადრიჯანი, ვაშლი, გარგარი, ბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი, ლობიო

დაავადება, მავნებელიკოქციდები, თრიფსები, ფრთათეთრა, ბუგრები, ბარდას ნაყოფჭამია, მემარცვლიები, კოლორადოს ხოჭო, ბუზის ბზუალა, მავნე კუსებურა

მოქმედი ნივთიერებათიამეტოქსამი (250 გ/კგ)

პრეპარატული ფორმაწყალში დისპერგირებადი გრანულები

მწარმოებელი:Syngenta, შვეიცარია

შიგთავსი:4 გრამი

აქტარა - სისტემური ინსექტიციდი, კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედებით. გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა ფართე სპექტრის წინააღმდეგ. მოქმედი ნივთიერება თიამეტოქსამი მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდების ახალ კლასს და ახასიათებს სისტემური მოქმედება როგორც უშუალოდ მცენარეებზე შესხურების, ასევე ნიადაგში შეტანის და წვეთოვანი მორწყვის გზით. ის ადვილად შეიწოვება, როგორც ფოთლებიდან, ასევე ფესვებიდან და გადანაწილდება მთლიანად მცენარეში და მის ახალგაზრდა ნაწილებში, რომლებითაც მავნებელი იკვებება. სისტემური მოქმედების გამო აქტარა ეფექტურად აკონტროლებს ფარულად მცხოვრებ მწუწნ და ფოთლის ქვედა მხარეზე მცხოვრებ მწერებს, რომელთა წინააღმდეგ კონტაქტური პრეპარატები ნაკლებად ეფექტურია.

გამოყენების ნორმები:


კულტურა

მავნებელი

პრეპარატის ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა)

სამუშაო ხსნარის ხარჯვსი ნორმა (ლ/ჰა)

დამუშავების დრო, ხერხი, შეზღუდვები, რეკომენდირებული მანქანის მარკა, დამუშავებულ ფართობში შესვლის დრო

დამუშავების ჯერადობა

ლოდინის პერიოდი (დღე)

ხორბალი

მავნე კუსებურა, ბუზის ბზუალა

0.08-0.1

0.12-0.13

150-250

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში რძისებრი სიმწიფის ფაზამდე, 11 ხნოვანების მატლის სტადია

1

30

კარტოფილი

კოლორადოს ხოჭო

0.06 ან 1.2-2 გ

200-400 10ლ წყალში

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. საჭიროებისამებრ შესხურების გამეორება 14-28 დღის შემდეგ

2


1

14


20

ბარდა, ლობიო

მემარცვლიები, ბარდას ნაყოფჭამია, ბუგრები

0.1

300-400

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, მემარცვლიების კვერცხდების პერიოდში

1

15

კიტრი (დაცული გრუნტი)

ბუგრები

0.1-0.6

1000

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, 0.01-0.02% სამუშაო ხსნარი

1

3

კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი (დაცული გრუნტი)

ბუგრები, ფრთათეთრა, თრიფსები

0.4

0.8

1000

1000

ნიადაგში შეტანა სარწყავ წყალთან ერთად, წვეთოვან სისტემაში ან ზურგსაკიდი აპარატით ფესვთა ზონაში შესხურება, მცენარის სიმაღლე 1.5მ-ზე მეტი

1

1

5

5

ვარდი (დახურული და ღია გრუნტი)

ბუგრები თრიფსები

0.1-0.4

1.6

500-2000

შესხურება მავნებების გავრცელების კერაში და მთლიანი დამუშავება მათი გავრცელებისას

2

2

-

-

ყვავილოვანი კულტურები

ბუგრები, ფრთათეთრა, თრიფსები, კოქციდები

0.08-0.09 1000მ-ზე

200-400 1000 მ-ზე

ნიადაგში შეტანა სარწყავ წყალთან ერთად, წვეთოვან სისტემაში (არ დავუშვათ ნიადაგის ზედმეტი გამოშრობა ან დატენიანება)

1

-

ხეხილი, ვაზი

მწუწნი და მღრღნელი მავნებლები

0.12-0.14

1.12

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

2

1

20

30


პრეპარატის უპირატესობები:

  • აქტარა მოქმედებს სწრაფად, იჭრება რა ფოთლებში, მასზე გავლენას ვერ ახდენს ატმოსფერული ნალექები, მზის სხივები, წვიმა. კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების გამო მავნებელს კლავს სწრაფად (ნოკდაუნ ეფექტი);
  • პრეპარატი მოქმედებს ხანგრძლივად;
  • დაცვითი ეფექტი 3-5 კვირა და ხშირ შემთხვევაში საკმარისია მავნებლის მოსასპობად მათი მაღალი რიცხოვნობის შემთხვევაშიც;
  • სხვა ინსექტიციდებისაგან განსხვავებით ტემპერატურის მატებასთან ერთად მისი ეფექტურობა არ მცირდება, პირიქით - მატულობს;
  • აქტარა მოქმედებს უსაფრთხოდ;
  • აქტარა - არა მარტო ინსექტიციდია, არამედ ზრდის სტიმულატორიცაა.

გამოყენების ეკომენდაციები

მაქსიმალური დოზა გამოიყენება, როდესაც მავნებლების მიერ მცენარეთა დასახლების სიმჭიდროვე მაღალია და მათი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობებია (მაღალი ტემპერატურა). აქტარა მოქმედებს ეფექტურად, როგორც მატლის, ასევე იმაგოს ფაზაში. ანადგურებს მავნებლებს, როგროც მცირე ტენიანობის, ასევე ტემპერატურის ფართო დიაპაზონში: +100C -დან +290C-მდე; სხვა ინსექტიციდებისაგან განსხვავებით ტემპერატურის მატებასთან ერთად მისი ეფექტურობა არ მცირდება, პირიქით - მატულობს. აქტარა მოქმედებს უსაფრთხოდ. ახალი ფორმულაცია - წყალში დისპერგირებადი გრანულები ადვილად იხსნება წყალში, არ მტვერდება და არ აქვს უსიამოვნო სუნი.

ტოქსიკურობა:

უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოს მიმართ, დაბალი ტოქსიკურობისა და ნიადაგში დაბალი გადაადგილების გამო. სახიფათოა ფუტკრებისათვის, სააჭიროა ფუტკრის იზოლირება არანაკლებ 2 დღისა.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას!დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

კანზე მოხვედრისას! დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას! დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას! თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია