ბელტი - ფლუბენდიამიდი 480 გ/ლ

ფასი ქულებში: 57 ქულა
10 პროდუქტი;

GEL57

ბელტი- ინსექტიციდი ქერცფრთიანი მავნებლების მატლების საწინააღმდეგო ახალი სისტემური ინსექტიციდი ბოსტნეულისა და ხეხილისათვის. შიგთავსი-100 მილილიტრი კულტურა: ყურძენი, პომიდორი, სიმინდი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ვაშლი, გარგარი, ბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი...
+
განვადებით ყიდვა
ბელტი- ინსექტიციდი

ქერცფრთიანი მავნებლების მატლების საწინააღმდეგო ახალი სისტემური ინსექტიციდი ბოსტნეულისა და ხეხილისათვის.

შიგთავსი-100 მილილიტრი

კულტურა:ყურძენი, პომიდორი, სიმინდი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ვაშლი, გარგარი, ბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი

დაავადება, მავნებელი სიმინდის ხვატარი, ბამბის ხვატარი ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, თეთრთავიანი კომბოსტოს თეთრულა, ხვატარი- გამმა, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, თეთრთავიანი კომბოსტოს ჩრჩილი, სიმინდის პატარა ხვატარი, კარადრინა, ხვატარი, პომიდორის მენაღმე ჩრჩილი

მოქმედი ნივთიერება ფლუბენდიამიდი 480 გ/ლ

მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია

გამოყენების ნორმები:

კულტურა

ხარჯვის ნორმა

დამუშვების მაქსიმალური ჯერადობა

კომბოსტო, პომიდორი (ქერცლფრთიანები ხვატრები, თეთრულები, ჩრჩილი)

0,04-0,1 ლ/ჰა

3

სიმინდი

0,05-0,22 ლ/ჰა

3

თესლოვანი ხეხილი

0,08-0,44 ლ/ჰა

3

ვაზი

0,20-0,32 ლ/ჰა

3



მოქმედების სპექტრი ბოსტნეულში

სიმინდის ხვატარი, ბამბის ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა, ხვატარი - გამმა, კომბოსტოს ჩრჩილი, სიმინდის პატარა ხვატარი, კარადრინა, ხვატარი, პომიდორის მენაღმე ჩრჩილი.

მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატი აღაგზნებს რიანოიდურ რეცეპტორებს, რომელიც შეუძლებელს ხდის მწერების ნორმალურ გადაადგილებასა და სიცოცხლის უნა­რიანობას, რაც იწვევს მათ დაღუპვას. რიანოიდური რეცეპტორები - ესაა შიდაუჯრედოვანი მექანიზმები, რომლებიც განსაზღვრავს კალციუმის იონების სწრაფად გამოყოფას, რაც განაპირობებს კუნთის შეკუმშვას.
ფლუბენდიამიდი ახდენს რეცეპტორის “მოკლე ჩართვას”, რის შედეგადაც დასაშვები კალციუმი გამოიდევნება განუსაზღვრელად. ამის გამო ინსექტიციდ ბელტი-თ დამუშავების შემდგომ მატლები კარგავენ კონტროლს, მოძრაობის უნარსა და წყვეტენ არსებობას. შემდეგ ხდება სრული დამბლა და დაღუპვა.
ტიპიური სიმპტომები შესამჩნევი ხდება დამუშავებიდან 1-2 საათში. შესხურების შემდგომ, მოქმედების უნიკალური მექანიზმის დახმარებით, მატლები გამოიყურებიან ორჯერ უფრო მცირედ ვიდრე დაუმუშავებლები.
ბელტი - აქტიურად მოქმედებს ქერცლ­ფრთიანი მავნებელი მატლების წინააღმდეგ ბოსტნეულსა და ხეხილში, ასევე სოიაზე, სიმინდსა და თამბაქოზე.
პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა დღეისათვის უცნობია. ბელტი აკონტროლებს იმ სახეობის მატლების პოპულაციას, რომლებიც გამძლეები არიან სპინოსადის, პირეტროიდების, ბენზოლნივთიერებების, ფოსფორორგანული და კარბამატის პრეპარატების მიმართ.
ყურადღება! დაბალი ნორმები გამოყე­ნებული უნდა იქნას მავნებლების მცირე რიცხოვნობის და მცირე მოუცლობის მწვანე მასის შემთხვევაში.

ტოქსიკურობა

პრეპარატი უსაფრთხოა სასარგებლო მწერე­ბისათვის: პარაზიტული სიფრიფანაფრთიანებისათვის, მტაცებელი ბაღლინჯოსათვის, ყურბელანების, აგრეთვე ობობებისა და მტაცებელი ტკიპებისათვის.

პრეპარატის უპირატესობები

  • მძლავრი მოქმედება ფართო სპექტრის ქერცლფრთიანი მავნებლების, მათ შორის პომიდვრის ჩრჩილის წინააღმდეგ;
  • სწრაფი “ნოკდაუნ-ეფექტი”;
  • რეკომენდებული ნორმებით უსაფრთხოა მტაცებელი და სასარგებლო მწერებისათვის;
  • მისაღები ეკოლოგიური პროფილი;
  • ეფექტურობა - უახლესი სტანდარტების დონეზე, ასევე აჭარბებს მათ ბევრ შემთხვევაში;
  • ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობა.

უსაფრთხოების წესები

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია