ალსისტინი - ტრიფლუმურონი 480 გ/ლ

ფასი ქულებში: 158 ქულა
10 პროდუქტი;

GEL158

კულტურა: ვაშლი, ატამი, ქლიავი დაავადება, მავნებელივაშლის ნაყოფიჭამია, ფოთლიხვიები, ჩრჩილები, აღმოსავლეთის ნაყოფიჭამია, ქლიავის ნაყოფიჭამია მოქმედი ნივთიერებატრიფლუმურონი 480 გ/ლ პრეპარატული ფორმასუსპენზიის კონცენტრატი მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია შიგთავსი:1 ლიტრი ალსისტინი -...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა: ვაშლი, ატამი, ქლიავი

დაავადება, მავნებელივაშლის ნაყოფიჭამია, ფოთლიხვიები, ჩრჩილები, აღმოსავლეთის ნაყოფიჭამია, ქლიავის ნაყოფიჭამია

მოქმედი ნივთიერებატრიფლუმურონი 480 გ/ლ

პრეპარატული ფორმასუსპენზიის კონცენტრატი

მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია

შიგთავსი:1 ლიტრი

ალსისტინი - ეფექტური ინსექტიციდი, ისეთი მავნებლების წინააღმდეგ როგორებიცაა: ხეხილის ზოლიანი ჩრჩილი, მაჟაურა, ნაყოფჭამია, ვაშლის მენაღმე ჩრჩილი, მსხლის ფსილა, მერქნიჭამია, სხვა ჩრჩილები და ქერცლფრთიანები. შესაბამისად, პრეპარატი განკუთვნილია ხეხილის: ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის და სხვა დაცვისთვის.

გამოყენების ნორმები



კულტურა

მავნებელი

ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

დამუშავების მაქსიმალურო ჯერადობა

საბოლოო დამუშვების ვადა (მოსავლის აღებამდე)

ვაშლი

ვაშლის ნაყოფიჭამია, ფოთლიხვიები, ჩრჩილები

0.25-0.375

2

30

ატამი

აღმოსავლეთის ნაყოფიჭამია

0.25-0.375

2

30

ქლიავი

ქლიავის ნაყოფიჭამია

0.25-0.375

2

30

ალსისტინი ხელს უწყობს ფერმერებს მცენარეების თანამედროვე მეთოდებით დაცვაში, უზრუნველყოფს რა ეფექტურ ალტერნატივას მავნე მწერების წინააღმდეგ და შერჩევით მოქმედებას სასარგებლო მწერებზე.
მოქმედების მექანიზმი

ალსისტინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ტრიფლუმურონს, რომელიც მიეკუთვნება ბენზონილ-ფენილ-შარდოვანას ქიმიურ ჯგუფს, რომლის მოქმედება (ქიტინის სინთეზის ინჰიბიტორი - მავნებლების ზრდის რეგულატორები) მიმართულია მწერებისთვის დამახასიათებელი ბიოქიმიური პროცესებისკენ. იგი ეფექტურია მავნებლების ყველაზე მეტი ზიანის მოტანის დროს, კერძოდ კვერცხიდან მატლად განვითარების ფაზაში. იგი მოქმედებს, როგორც კვერცხის ფაზაში ასევე მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვისას და არ გააჩნია სისტემური თვისებები.ალსისტინი ხელს უწყობს ფერმერებს მცენარეების თანამედროვე მეთოდებით დაცვაში, უზრუნველყოფს რა ეფექტურ ალტერნატივას მავნე მწერების წინააღმდეგ და შერჩევით მოქმედებას სასარგებლო მწერებზე.

გამოყენების რეკომენდაციები

შესხურება უნდა მოხდეს ზრდასრული მავნებლების ფრენის დასაწყისსა და კვეცხის დების პერიოდში. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება განხორციელდეს კვერცხის დადებამდე და არა მატლების გაჩენის შემდეგ. პრეპარატით დამუშავებამდე მიზანშეწონილია, მავნებელი მწერების კონტროლი ფერომონული დამჭერებით.

პრეპარატის უპირატესობები

  • რეგისტრირებულია ძირითად თესლოვან და კურკოვან ხეხილის კულტურებზე;
  • ალტერნატივა ქერცლფრთიანებისგან დასაცავად;
  • მაღალეფექტურია მატლების მიმართ;
  • საუკეთესო ეფექტურობა მაჟაურას და მერქნიჭამიას წინააღმდეგ;
  • არასისტემური პრეპარატი - ნარჩენები არ რჩება;
  • სასარგებლო მწერების მიმართ სელექციურობა;
  • მოხმარების ინსტრუქციის გათვალისწინების შემთხვევაში უსაფრთხოა მომხმარებლისთვის.

უსაფრთხოების წესები

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია