ბი-58 ახალი - დიმეთოატი (400გ/ლ)

ფასი ქულებში: 35 ქულა
9 პროდუქტი;

GEL35

მოქმედი ნივთიერება-დიმეთოატი (400გ/ლ) დაავადება, მავნებელიჭრიჭინობელები, ხახვის ბუზი, ხერხიები, მსხლის ფსილა, ვაშლის ნაყოფჭამია, ხოჭოები, რწყილები, მენაღმე ბუზი, ჭრიჭინობელები, ტკიპები, ფოთლის ბუგრი, ბაღლინჯოები, მარცვლოვანთა ბუზები, ჭია-წურბელა, თრიფსები, მავნე კუსებურა, მუხლუხები, ფოთლის...
+
განვადებით ყიდვა

მოქმედი ნივთიერება-დიმეთოატი (400გ/ლ)

დაავადება, მავნებელიჭრიჭინობელები, ხახვის ბუზი, ხერხიები, მსხლის ფსილა, ვაშლის ნაყოფჭამია, ხოჭოები, რწყილები, მენაღმე ბუზი, ჭრიჭინობელები, ტკიპები, ფოთლის ბუგრი, ბაღლინჯოები, მარცვლოვანთა ბუზები, ჭია-წურბელა, თრიფსები, მავნე კუსებურა, მუხლუხები, ფოთლის მღრნელები, ჩრჩილები, ფოთოლხვევიები, ცრუფარიანები, ტკიპები, ბუგრები, ნაყოფჭამიები, ფარიანები

პრეპარატული ფორმა ემულსიის კონცენტრატი

მწარმოებელი:BASF, გერმანია

შიგთავსი:1 ლიტრი

სისტემურ-კონტაქტრური მოქმედების რთული ფოსფორმჟავა ეთერი. სწრაფად აღწევს მცენარეში და უზრუნველყოფს მის დაცვას მავნებლების კომპლექსისაგან.

გამოყენების ნორმები:


კულტურამავნებელიხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)დამუშავების მაქსიმალური ჯერადობალოდინის პერიოდი (დღე)
ვაზიფარიანები, ნაყოფჭამიები, ბუგრები,
ტკიპები, ცრუფარიანები,
ფოთოლხვევიები, ჩრჩილები,
ფოთლის მღრნელები, მუხლუხები
1,5330
ხორბალიმავნე კუსებურა, ბუგრები,
თრიფსები, ჭია-წურბელა, მარცვლოვანთა ბუზები
1,5230
შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალიბაღლინჯოები, ფოთლის ბუგრი,
ტკიპები, ძრიჭინობელები, მენაღმე ბუზი და ჩრჩილი, რწყილები
0,5-1,0230
თამბაქოთრიფსები, ბუგრები0,8-1,0
230
ვაშლიფარიანები, ნაყოფჭამიები, ბუგრი, ტკიპები,
ცრუფარიანები, ფოთოლხვევიები, ჩღჩილები, ფოთლის მღრღნელები, მუხლუხები, ხოჭოები, ვაშლის ნაყოფჭამია
1,5-1,9321
მსხალიმსხლის ფსილა 0,75-1,0
321
ქლიავიტკიპები, ხერხიები, ბუგრები 0,75-1,0
221
კომბოსტოკომბოსტოს ბუგრი 0,75-1,0
220
ხახვიხახვის ბუზი 0,75-1,0
3-4201
ლავანდაჭრიჭინობელები1,0-1,23-4201

სამუშაო ხსნარის მომზადება:

შემასხურებლის ავზის 1/3 ნაწილი შეავსეთ სუფთა წყლით და დაიწყეთ მორევა, მორევის პროცესში დაუმატეთ პრეპარატი ბი-58 ახალი წინასწარ გახსნილი რაოდენობა, შემდეგ ავზი შეავსეთ წყლის აუცილებელი რაოდენობით.

პრეპარატის უპირატესობები :

  • მაღალი ეფექტიანობა მავნე მწერების ფართო სპექტრის წინააღმდეგ განვითარების სხვადასხვა სტადიაზე;
  • ახასიათებს გამოხატული სისტემური და კონტაქტური მოქმედება;
  • ხანგრძლივი დამცავი მოქმედება 2-3 კვირა.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

შესაძლებელია საავზე ნარევებში ფუნგიციდებთან, აგრეთვე ფესვგარეშე დამატებითი კვებისათვის სასუქებთან გამოყენება, ტუტიანი ხსნარების გამოკლებით.

ტოქსიკურობა:

პრეპარატი ტოქსიკურია ნიადაგის მიკროფლორისთვის, ფუტკრებისთვის, ფრინველისათვის და ძუძუმწოვარა ცხოველებისთვის.

ნარჩენების გაუვნებელყოფა:

დაუშვებელია წყალსაცავებში პრეპარატისა და მისი ნარჩენების, ცარიელი ტარისა და შესაფუთი მასალის მოხვედრა. პრეპარატისაგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს უტილიზაციის წესების დაცვით მომქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია