გორტჟა - იმიდაკლოპრიდი (700 გ/კგ)

ფასი ქულებში: 96 ქულა
10 პროდუქტი;
B011

GEL96

კულტურა:სიმინდი, კარტოფილი, ხორბალი, ქერი, შვრია, შაქრის ჭარხალი პრეპარატული ფორმაწყალში დისპერსგირებადი ფხვნილი მოქმედი ნივთიერებაიმიდაკლოპრიდი (700 გ/კგ) დაავადება, მავნებელიპურის ბზუალა, მავთულა ჭია, კოლორადოს ხოჭო მწარმოებელი:SAFA TARIM, თურქეთი შიგთავსი:750 გრამი გორტჟა ანადგურებს,...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა:სიმინდი, კარტოფილი, ხორბალი, ქერი, შვრია, შაქრის ჭარხალი

პრეპარატული ფორმაწყალში დისპერსგირებადი ფხვნილი

მოქმედი ნივთიერებაიმიდაკლოპრიდი (700 გ/კგ)

დაავადება, მავნებელიპურის ბზუალა, მავთულა ჭია, კოლორადოს ხოჭო

მწარმოებელი:SAFA TARIM, თურქეთი

შიგთავსი:750 გრამი

გორტჟა ანადგურებს, ნიადაგში მცხოვრებ თესლისა და აღმონაცენის მავნებლებს: პურის ბზუალა, მავთულა ჭია, ხვატარი და სხვა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა გართულებულია, მათი ფარული ცხოვრების გამო. გორტჟა წარმოადგენს უნიკალურ ინსექტიციდს, კარტოფილის სათესლე მასალის თესვის წინ დამუშავებისთვის. იგი იცავს კარტოფილის ტუბერებს მავთულა ჭიებისაგან, ხოლო შემდეგში აღმონაცენს, ყვავილობამდე არ ეკარება, კოლორადოს ხოჭო და ბუგრები.

გამოყენების ნორმები:


კულტურადაავადებაპრეპარატის ხარჯვის ნორმა
ხორბალი, ქერი, შვრიაპურის ბზუალა, მავთულა ჭია0.2 კგ გახსნილი 0.5-0.8 ლ წყალში, 100 კგ თესლზე
სიმინდიმავთულა ჭია0.5 კგ გახსნილი 1.5 ლ წყალში, 100 კგ. თესლზე
კარტოფილიმავთულა ჭია, კოლორადოს ხოჭო0.03 კგ გახსნილი 2 ლ წყალში დანამვით. ითესება იმავე დღეს
შაქრის ჭარხალიმავთულა ჭია ნიადაგის სხვა მავნებლები0.75 კგ გახსნილი 1.5 ლ წყალში, 100 კგ თესლზე დანამვით


გამოყენების რეკომენდაციები:

პრეპარატით წამლობა, უნდა განხორციელდეს,აუცილებლად თესვის წინ. შეწამლული სათესლე მასალის საკვებად და საფურაჟედ გამოყენება დაუშვებელია.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია