ანტიხრუში

ფასი ქულებში: 68 ქულა
10 პროდუქტი;

GEL68

5ლ-68 ლარი ძალიან ძლიერი კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებისა და ხილ-კენკროვანი ნარგავების მავნებლების ფართო სპექტრის გასანადგურებლად. აქტიური ნივთიერება: ბიფენტრინი100 გ/ლ + იმიდაკლოპრიდი 100 გ/ლ. პრეპარატის ფორმა :სუსპენზიის კონცენტრატი....
+
განვადებით ყიდვა

5ლ-68 ლარი

ძალიან ძლიერი კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებისა და ხილ-კენკროვანი ნარგავების მავნებლების ფართო სპექტრის გასანადგურებლად.


აქტიური ნივთიერება: ბიფენტრინი100 გ/ლ + იმიდაკლოპრიდი 100 გ/ლ.

პრეპარატის ფორმა:სუსპენზიის კონცენტრატი.

ქიმიური ჯგუფი:სინთეტიკური პირეტროიდები+ნეონიკოტინოიდები.

თავსებადობა თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. შეწამვლის დროს დასაშვებია ფუნგიციდური და მასტიმულირებელი მოქმედების პრეპარატთან ერთად გამოყენება. პესტიციდის საავზე ხსნარის მომზადებამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს თავსებადობა (ნალექისა და ქაფის არარსებობა, შრეებად დაშლა, ბურთულებად გაქნა, რომელიმე პრეპარატის არასრული გახსნა და ა.შ.).


მოქმედების მექანიზმი: კონტაქტურ-სისტემური მოქმედება. ანტიხრუშის შემადგენლობაში შედის ახალი თაობის ორი ინსექტიციდური აქტიური ნივთიერება, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ და ავსებენ ერთმანეთს. ანტიხრუში კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც ახდენს რა მავნე მწერების სასიცოცხლო ფუნქციების ბლოკირებას, ანგრევს მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაც იწვევს სწრაფ კვდომას. ამას გარდა ანტიხრუში ირიბად ამცირებს მცენარეების დაავადების გავრცელებას, რამდენადაც ეფექტურად მოქმედებს მავნებლებზე, რომლებიც არამარტო აზიანებენ კულტურას, არამედ მეორადი სოკოვანი და ვირუსული ინფექციების განვითარების ხელსაყრელ პირობებსაც ქმნიან. ამგვარად თავისი კომბინირებული მოქმედების გამო ანტიხრუში უზრუნველყოფს მთელი რიგი კულტურების საიმედო დაცვას სხვადასხვა მავნებლებისგან.

კულტურა

პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა

ხარჯვის ნორმა (მლ) 10ლ წყალზე

მოქმედების სპექტრი

დამუშვების წესი,დრო

სამშ.ხორბალი და ქერი

1,0-1,2 ლ/ტ

1000

პურის ბზუალა, მავთულა ჭიები, მარცვლოვანთა ბუზები და სხვა.

სათესლე მასალის დამუშავება

სიმინდი, მზესუმზირა

5,0ლ/ტ

3000

ხვატარის მატლები, მავთულა ჭიები

ნიადაგის შესხურება და გრუნტში ჩაკეთებით გადარგვამდე ან გადარგვის დროს კვლებში

ბოსტნეული

0,8-1,0 ლ/ჰა

1% სამუშაო ხსნარი (1ლ/100ლ წყალზე)

50/50

100

ხვატარის მატლები, მავთულა ჭიები, კოლორადოს ხოჭო, ბოსტანა და სხვა.

მცენარეთა ფესვები ჩალბობა გადარგვის წინ 1-2 საათის განმავლობაში. (ჩაალბეთ მხოლოდ ფესვები)

ხილ-კენკროვანი ნარგავები(ვაშლი,მსხალი,ატამი,

თხილი,ფეიხო,კივი, მოცვი

1-1,5 ლ/ჰა

30/50

ხვატარის მატლები, მავთულა ჭიები, ბოსტანა, აზიური ფაროსანა

ფესვებში დასხმა ვეგენაციის პერიოდში (არ გამიყენოთ მსხმოიარობის პერიოდში)



ინფორმაცია მომხმარებლისთვის:

პრეპარატი როგორც თესლის დასამუშავებელი საშუალება დარეგისტრირებულია უკრაინაში.


ტოქსიკურობა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაცია: მე-3 კლასის საფრთხის შემცველი.

დამუშავების შემდეგ დამუშავებულ ფართობზე მექანიზირებული სამუშაოებისთვის გასვლის ვადა: – შესხურებიდან 3 დღე, ხელის სამუშაოებისთვის გასვლის ვადა – შესხურებიდან 7 დღე.


პრეპარატის უპირატესობები:

დაცვითი მოქმედების ფართო სპექტრი.

მაღალეფექტურობა და დაბალი ტოქსიკურობა.

რეზისტენტულობის განვითარების პროფილაქტიკა.

ხარჯვის დაბალი ნორმა.

დაცვითი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი.

არაფიტოტოქსიკურობა (რეკომენდებული გამოყენების შემთხვევაში პრეპარატი კულტურებისთვის უსაფრთხოა).

ეფექტურია მავნებლების ფორმირების ძირითად სტადიებზე (მატლი, ზრდასრული არსებები).

შეფუთვა: 30 მლ, 0,5 ლ, 1ლ, 5ლ.

სასარგებლო ინფორმაცია