გიზმო

ფასი ქულებში: 250 ქულა
10 პროდუქტი;
C011

GEL250

ფასი- 5 ლიტრი - 250 ლარი გიზმო - ტებუკონაზოლი 60 გ / ლ კულტურა: ქერი, შვრია, ხორბალი მოქმედი ნივთიერება : ტებუკონაზოლი 60 გ/ლ დაავადება: მაგარი გუდაფშუტა, მტვრიანა გუდაფშუტა, ღეროს გუდაფშუტა, გაქვავებული გუდაფშუტა, ფესვის სიდამპლე, თესლის დაობება, ჭრელი ბადურა,...
+
განვადებით ყიდვა

ფასი-5 ლიტრი - 250 ლარი

გიზმო - ტებუკონაზოლი 60 /

კულტურა: ქერი, შვრია, ხორბალი

მოქმედი ნივთიერება: ტებუკონაზოლი 60 გ/ლ

დაავადება: მაგარი გუდაფშუტა, მტვრიანა გუდაფშუტა, ღეროს გუდაფშუტა, გაქვავებული გუდაფშუტა, ფესვის სიდამპლე, თესლის დაობება, ჭრელი ბადურა, სეპტორიოზი, ჰელმინოთოსპოროზი

მწარმოებელი: Nufarm GmbH & Co Kg, ავსტრია

დამცავი და სამკურნალო მოქმედების სისტემური ფუნგიციდი. ტებუკუნაზოლი იწვევს სტეროლების ბიოსინთეზის დემეთილირების პროცესის ინჰიბირებას და არღვევს პათოგენის უჯრედული მემბრანის შერჩევით შეღწევადობას. პრეპარატი სისტემური მოქმედების თვისების გამო ეფექტურად მოქმედებს თესლის ზედაპირულ და შინაგან ინფექციებზე, იცავს აღმონაცენებს დაობებისაგან, ნიადაგის პათოგენებისაგან და აეროგენული ინფექციებისაგან.

გამოყენების წესი:

გიზმო გამოიყენება წყალხსნარების სახით 0.4-0.5 ლიტრი პრეპარატი იხსენბა 1- ლიტრ წყალში და გამოიყენება 1 ტონა თესლის დასამუშავებლად. რეკომენდრიებულია სამუშაო ნაზავი დამზადდეს თესლის დამუშავების წინ. პერიოდულად შეანჯღრიეთ სამუშაო ხსნარი სრულ გახარჯვამდე. არ არის რეკომენდირებული სამუშაო ხსნარის დიდხანს შენახვა.

მოქმედების სპექტრი:

მაგარი გუდაფშუტა, მტვრიანა გუდაფშუტა, ღეროს გუდაფშიტა, გაქვავებული გუდაფშუტა, ფესვის სიდამპლე, თესლის დაობება, ჭრელი ბადურა, სეპტორიოზი, ჰელმინთოსპოროზი.

დამცავი მოქმედების პერიოდი:

ბიოლოგიური ეფექტი გრძლედება თესლის გაღივებიდან დათესვამდე.

მოქმედების სისწრაფე:

გიზმო იწყებს დაცვით მოქმედებას თესლის ზედაპირზე მოხვედრისთანავე.

ფიტოტოქსიკურობა:

გიზმო სელექტიურია დასამუშავებელი კულტურების მიმართ. პრეპარატის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკის პირობებში, მონაცემები პრეპარატის გამოყენების გამო მოსავლის შემცირების შესახებ არ არსებობს

რეზისტენტობის წარმოქმნის შესაძლებლობა:

იმის გამო, რომ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დათესვის წინ თესლის შესაწამლად რეზისტენტობის შესაძლო გამოვლენა შეზღუდულია.

თავსებადობა სხვა პესტიციდებთან :

გიზმო თავსევადია თესლის შესაწამლ უმეტეს ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან, თუმცა პრეპარატის შერევის შემთხვევაში აუცილებალია მოხდეს ამ პრეპარატის შემოწმება თავსებადობაზე.

ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტების დაცვის რეკომენდაციები:

გიზმო არ არის ტოქსიკური ფუტკრებისათვის, საშიშია ფრინველებისათვის. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დამუშავებული თესლის შეჭმა ფრინველის მიერ, კარგად დაფარეთ ნათესები მიწით.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე, არანაკლებ 00C და არაუმეტეს +300C ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია