აფეტი

ფასი ქულებში: 160 ქულა
10 პროდუქტი;
C011

GEL160

0,1 ლიტრი - 20 ლარი 0,25 ლიტრი - 42 ლარი 1 ლიტრი - 160 ლარი კულტურა : ატამი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, მარწყვი, პომიდორი, სალათა, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ხახვი მოქმედი ნივთიერება : პენთიოპირადი 200 გ/ლ პრეპარატული ფორმა : სუსპენზიური...
+
განვადებით ყიდვა

0,1 ლიტრი - 20 ლარი

0,25 ლიტრი - 42 ლარი

1 ლიტრი - 160 ლარი

კულტურა: ატამი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, მარწყვი, პომიდორი, სალათა, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ხახვი

მოქმედი ნივთიერება: პენთიოპირადი 200 გ/ლ

პრეპარატული ფორმა: სუსპენზიური კონცენტრატი

მწარმოებელი: Mitsui chemicals agro,

წარმოშობის ქვეყანა: იაპონია

ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გააჩნია, როგორც დამცავი ასევე სამკურნალო თვისებები. პრეპარატი შესხურებიდან რამოდენიმე წუთში აღწევს მცენარის ქსოვილში, ხოლო დამუშავებიდან 1 საათში ის უკვე აღარ ირეცხება მოულოდნელად მოსული ნალექით. პრეპარატს ახასიათებს უაღრესად მაღალი ეფექტურობა ვაშლის ქეცის გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ და მრავალი კულტურის სიდამპლეების გამომწვევი სოკოების სპორების წინააღმდეგ.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

აფეტი თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. თუმცა, უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. არ არის მიზანშეწონილი აფეტის შერევა ძლიერი ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებთან. არ შეიძლება აფეტის გამოყენება ბორდოს ნარევთან ერთად.

სამუშაო ხსნარის მომზადება:

აფეტი უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი აფეტის რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით მცირე მოცულობის ჭურჭელში და ჩაასხით შემასხურებლის წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით საჭირო მოცულობამდე. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.

ფიტოტოქსიკურობა:

რეკომენდირებული დოზებისა და წესების დაცვით გამოყენებისას აფეტი არ არის ფიტოტოქსიკური.

რეზისტენტობის განვითარება:

რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია აფეტის მონაცვლეობა სხვა მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდებთან. არ გამოიყენოთ აფეტი ზედიზედ 2-ზე მეტჯერ.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, ბნელ ადგილას -50C - +300C ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია