არბალეტი 75 - ტებუნოკონაზოლი 750 გ/კგ

ფასი ქულებში: 135 ქულა
10 პროდუქტი;

GEL135

პრეპარატული ფორმა:წყალში დისპერგირებადი გრანულები დაავადება, მავნებელი ჰელმინთოსპორიოზი, ფუზარიოზი, სეფტორიოზი, ღეროს ჟანგა, მურა, მონოლიოზი, ნაცარი მოქმედი ნივთიერება:ტებუკონაზოლი 750 გ/კგ მწარმოებელი:DVA Agro, გერმანია შიგთავსი:1 კილოგრამი არბალეტი 75 არის წყალში დისპერგირებადი...
+
განვადებით ყიდვა


პრეპარატული ფორმა:წყალში დისპერგირებადი გრანულები

დაავადება, მავნებელი ჰელმინთოსპორიოზი, ფუზარიოზი, სეფტორიოზი, ღეროს ჟანგა, მურა, მონოლიოზი, ნაცარი

მოქმედი ნივთიერება:ტებუკონაზოლი 750 გ/კგ

მწარმოებელი:DVA Agro, გერმანია

შიგთავსი:1 კილოგრამი

არბალეტი 75 არის წყალში დისპერგირებადი გრანულების სახის, სისტემური მოქმედების ფართო სპექტრის მაღალეფექტური ფუნგიციდი, რომელსაც ახასიათებს პროფილაქტიკური და სამკურნალო თვისებები.

პრეპარატის უპურატესობები:

  • მაღალი დაცვითი, სამკურნალო და გამანადგურებელი თვისებები;
  • დაბალი ხარჯვის ნორმა;
  • საიმედო მოქმედება ნაცრის გამომწვევ სოკოებზე, მაღალი ინფექციური ფონის დროსაც;
  • სწრაფად იჭრება მცენარეში, მედეგია ნალექების მიმართ;
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
  • მოსახერხებელი პრეპარატული ფორმა;
  • კომბინირება დასაშვებია ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.

გამოყენების რეგლამენტები


კულტურა

დაავადებები

ხარჯვის ნორმა კგ/ჰა

გამოყენების დრო, ჯერადობა(ლოდინის პერიოდი)

ვაზი

ნაცარი

0,2-0,35

ორჯერადი გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში (20დღე)

ვაშლი,ატამი

ნაცარი, მონოლიოზი

0,35

ორჯერადი გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში(14დღე)

კიტრი (ღია და დახურული გრუნტი)

ნაცარი

0,35-0,4

სამჯერადი გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში(7-14 დღე)

საზამთრო

ნაცარი

0,2-0,35

სამჯერადი გამოყენება (14დღე)

ხორბალი,ქერი

მურა, ყვითელი ღეროს ჟანგა,სეფტორიოზი,ფუზარიოზი,

ჰელმინთოსპორიოზი

0,3-0,4

ერთჯერადი გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში


უსაფრთხოების წესები!
თავსებადობა:

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებამდე, აუცილებელია შემოწმდეს თავსებადობაზე.

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის. ვარგისიანია დამზადებიდან 3 წლის განმავლობაში

პირველადი დახმარება!
პრეპარატის თვალში მოხვედრისას თვალები გამოიბანეთ გამდინარე წლით 15 წუთის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. კანზე მოხვედრისას დაიბანეთ საპნით, შესუნთქვისას დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. გადაყლაპვისას გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მკურნალობა სიმპტომურია. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია