აგენტი

ფასი ქულებში: 36 ქულა
10 პროდუქტი;

GEL36

შეფუთვა - 1ლ, 5ლ 1ლ-36ლარი 5ლ-35ლარი აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი სისტემური ჰერბიციდი ორლებნიანი ერთწლოვანი სარეველა მცენარეების გასანადგურებლად, მ.შ. რომლებიც მედეგია 2,4–დ და მცპა (მცპა[2-მეთილ–4–ქლორფენოძმარმჟავა]), და ზოგიერთი ორლებნიან მრავალწლოვან სახეებისადმი მარცვლოვანი...
+
განვადებით ყიდვა

შეფუთვა- 1ლ, 5ლ

1ლ-36ლარი

5ლ-35ლარი

აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი სისტემური ჰერბიციდი ორლებნიანი ერთწლოვანი სარეველა მცენარეების გასანადგურებლად, მ.შ. რომლებიც მედეგია 2,4–დ და მცპა (მცპა[2-მეთილ–4–ქლორფენოძმარმჟავა]), და ზოგიერთი ორლებნიან მრავალწლოვან სახეებისადმი მარცვლოვანი თავთავიანი კულტურების, სიმინდის, ფეტვის, სორგოს ნათესებში.


მოქმედი ნივთიერება 2,4-დ 2 ეთილჰექსილის ეთერი, 452 გ/ლ, მჟავურ ეკვივალენტში, 300 გ/ლ + ფლორასულამი, 6,25 გ/ლ.

პრეპარატის ფორმა:სუსპენზია–ემულსია.

ქიმიური ჯგუფი:ქლორფენოძმარმჟავის + ტრიაზოლპირიმიდინების წარმოებული.

თავსებადობა:თავსებადია ნეიტრალური რეაქციის მქონე სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან. სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, განშრევება, ერთ–ერთი პრეპარატის არასრული განზავება და ა.შ.). კომბინირება დაშვებულია მხოლოდ იმ კომპონენტებთან, რომლებიც ემთხვევა დამუშავების რეკომენდირებულ ვადებს კულტურის განვითარების ფაზის ჩათვლით. არ არის თავსებადი მარცვლოვანი სარეველების საწინაღმდეგო ჰერბიციდებთან.


მოქმედების მექანიზმი: მოქმედი ნივთიერება 2,4–დ – აუქსინის ტიპისა, ბლოკავს მცენარეთა ზრდის და განვითარების ჰორმონს და გავლენა აქვს სარეველების უჯრედების გაზრდის პროცესებზე. ფლორასულამი – სინთეზის აცეტლაქტატის ინჰიბიტორია, რომელიც არის ძირითადი ენზიმი ამინომჟავების ბიოსინთეზში, როგორც იზოლეიცინი, ლეიცინი და ვალინი. მოქმედების სხვადასხვა მექანიზმების მქონე ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია ხელს უშლის სარეველებს რეზისტენტობის (გამძლეობის) განვითარებაში.

მოქმედების სპექტრი:. მგრძნობიარე სარეველა: ავშაფოთლიანი ამბროზია, რუხი ჩიტიყველა, მინდვრის მდოგვი, წიწმატურა ჩვეულებრივი, ველური რუკოლა, ერიზიმუმი, გონგოლა, ნაცარქათამა თეთრი, ნაგერალი ყაყაჩო, ცეცხლეკალა, წიწმატა–სელი მცირენაყოფიანი, რაფსი (ნაქარი), შალგი ჩვეულებრივი, მზესუმზირის ნაქარი, გონგოლა, ქუთქუთა, წიწმატელა, ჯიჯილაყა, ვერონიკა. საშუალოდ მგრძნობიარე სარეველები: ხვართქლა, ყვითელი ღიჭა.


კულტურა

პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

ხარჯვის ნორმა (მლ) 10ლ წყალზე

მოქმედების სპექტრი

დამუშავების წესი,დრო

ხორბალი, ქერი (საგაზაფხულო, საშემოდგომო)

0.4 - 0.6

16 - 24

ორლებნიანი ერთწლოვანი სარეველა მცენარეები, მ.შ. რომლებიც მედეგია 2,4-დ და მცპა და ზოგიერთი ორლებნიანი მრავალწლოვანი სარეველები

შესხურება ბარტყობის ფაზის დასაწყისიდან კულტურის 1-2 მუხლთაშორისის წარმოქმნამდე

სიმინდი

0.4 - 0.6

16 - 24

“------------“

კულტურის შესხურება მე-3 ფოთლის ფაზიდან მე-7 ფაზამდე (ჩათვლით)

სორგო

0.4 - 0.6

16 - 24

ორლებნიანი ერთწლოვანი სარეველა მცენარეები, მ.შ. რომლებიც მედეგია 2,4-დ და მცპა და ზოგიერთი ორლებნიანი მრავალწლოვანი სარეველები

შესხურება 3-5 ფოთლის ფაზაში

ფეტვი

0.4 - 0.6

16 - 24

“-----------“

შესხურება ბარტყობის ფაზიდან კულტურის აღებამდე

სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა — 1. ლოდინის პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე არ არის დადგენილი.

სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 150-200 ლ/ჰა; 2,0-2,5 л/მეასედზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს მოცულობის სრულ გავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი. ჰერბიციდული აქტიურობის ხილული სიმპტომების გამოვლინება ხდება პრეპარატის ხმარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ხოლო სარეველების სრული განადგურება ხდება 2-3 კვირის შემდეგ, და დამოკიდებულია ამინდის პირობებზე და სარეველების სახეობრივ შემადგენლობაზე. პრპეპარატით დამუშავება უნდა იქნეს დაწყებული სარეველების აქტიური ზრდის სტადიაში: ლებანის – 2-4 ფოთლის ფაზაში. შესხურება უნდა ჩატარდეს ტემპერატურაზე 10-დან 25°С-მდე და ქარის სიჩქარეზე არაუმეტეს 5 მ/წ. არ არის მიზანშეწონილი შესხურების ჩატარება სუსხის შემდეგ უცებ ან სუსხის მოლოდინში, და როდესაც მცენარე იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში (გვალვა, ნიადაგის ზედმეტად დატენიანება, სუსხის, მავნებლების მიერ, ავადმყოფობის გამო და ა.შ. დაზიანება), აგრეთვე დღის და ღამის ტემპერატურის მკვეთრი სხვაობის შემთხვევაში.


ტოქსიკურობა ჯმო-ს კლასიფიკაცია: საშიშროების მე-3 კლასი. დამუშავებულ ფართობებზე თანამშრომლების გამოსვლის ვადა მექანიზირებული სამუშაოების ჩასატარებლად – 3 დღეღამე, ხელით მუშაობისთვის – არ არის საჭირო.


პრეპარატის უპირატესობები

სარეველებზე მოქმედების მაღალი სიჩქარე;

სარეველების ფართო ჯიშობრივი სპექტრის წინააღმდეგ მოქმედების საშუალება;

თავსებადია სხვა აგროქიმიკატებთან მარცვლოვანი კულტურების, სიმინდის და ბურღულეულის ნათესებში;

2,4-დ პრეპარატების სხვა ფორმებთან შედარებით გამოიყენება უფრო ფართო ტემპერატურულ ინტერვალში;

გამოყენების საკმაოდ ფართო „ტექნოლოგიური ფანჯარა“;

თესლბრუნვაში მომდევნო კულტურებზე პრეპარატის შემდეგქმედების არარსებობა;

არ არის ტოქსიკური ცხოველების და ადამიანებისთვის, არ არის საშიში გარემოსთვის.

სასარგებლო ინფორმაცია