ანტისაპა

ფასი ქულებში: 80 ქულა
10 პროდუქტი;

GEL80

50გრ-5ლარი (1ცალი) 1კგ-80ლარი მაღალეფექტური სისტემური ჰერბიციდი ორლებნიანი ერთწლოვანი და ზოგიერთი მარცვლოვანი სახის სარეველების კონტროლირებისათვის სოფლის მეურნეობის კულტურების ნათესებში. მოქმედი ნივთიერება : მეტრიბუზინი, 700 გ/კგ. პრეპარატის ფორმა :წყალში დისპერსირებადი გრანულები. ქ...
+
განვადებით ყიდვა

50გრ-5ლარი (1ცალი)

1კგ-80ლარი

მაღალეფექტური სისტემური ჰერბიციდი ორლებნიანი ერთწლოვანი და ზოგიერთი მარცვლოვანი სახის სარეველების კონტროლირებისათვის სოფლის მეურნეობის კულტურების ნათესებში.


მოქმედი ნივთიერება: მეტრიბუზინი, 700 გ/კგ.

პრეპარატის ფორმა:წყალში დისპერსირებადი გრანულები.

ქიმიური ჯგუფი:ტრიაზინის წარმოებული.

თავსებადობა: თავსებადია სხვა პრეპარატებთან შესაბამის კულტურებზე. სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, განშრევება, ერთ–ერთი პრეპარატის არასრული განზავება და ა.შ.).


მოქმედების მექანიზმი: სისტემური მოქმედება. ჰერბიციდი მოქმედებს როგორც ფოთლებიდან, აგრეთვე ნიადაგიდანაც. მცენარეში მოხვედრის შემდეგ მოქმედი ნივთიერება აქტიურად ამუხრუჭებს უჯრედების ზრდას და გამრავლებას, ცილოვანი და ლიპიდური ცვლის მოშლის გზით, რაც იწვევს სარეველების დაღუპვას.

მოქმედების სპექტრი. რუსული ღიღილო, ჯიჯლაყა, თათაბო (სახეობები), გვირილა (სახეობები), ბოსტნის დანდური, ბოსტნის ღიჭა, გალსინოგა წვრილყვავილიანი, ავშაფოთლიანი ამბროზია, გონგოლა, ქუთქუთა, საშუალო ჟუნჟრუკი, მინდვრის მდოგვი, მელაკუდა, შვრიუკა (სახეობები), თივაქასრა, ბურჩხა, წიწმატურა ჩვეულებრივი, ლემა ჩვეულებრივი, შავთარა სამკურნალო, თავცეცხლა ჩვეულებრივი, ჯინჭარი (სახეობები), სელიჭა ჩვეულებრივი, ნემსიწვერა (სახეობები), ტყიურა ერთწლოვანი, ვერონიკა (სახეობები), ღორის ბირკა (სახეობები), მინდვრის ია.

კულტურა

პრეპატრატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

ხარჯვის ნორმა (მლ) 10ლ წყალზე

მოქმედების სპექტრი

დამუშავების წესი, დრო

კარტოფილი

0,15-1,5

0,5-1,0

20-60

20-40

შესხურება კულტურის ამოსვლამდე

თესლით მოყვანილი პომიდორი

0,7-1,0

28-40

ორლებლიანი ერთწლოვანი და ზოგიერთი მარცვლოვანი სახის სარეველები

შესხურება როდესაც მცენარის სიმაღლე 10 სმ–მდეა

ჩითილით მოყვანილი პომიდორი

1,0-1,5

40-60

გრუნტის შესხურება კულტურის აღმონაცენის გამოჩენამდე ან 2–4 ფოთლის ფაზაში რუნტის შესხურება

სოია

0,5-1,0

20-40

გრუნტის შესხურება ჩითილის გადარგვამდე

შესხურება კულტურის ამოსვლამდე

მომხმარებელთა საყურადღებოდ. ანალოგიური პრეპარატის გამოყენების მსოფლიო გამოცდილება

სტაფილო

0,3-0,5

12-20

ორლებნიანი ერთწლოვანი და ზოგიერთი მარცვლოვანი სახის სარეველები

შესხურება «კულტურის ღეროს» ფაზაში

სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა — 1. ლოდინის პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე არ არის დადგენილი.

სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 250-300 ლ/ჰა; 2,5-3,0 ლ/მეასედზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებელს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს მოცულობის სრულ გავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი. პრეპარატის შეტანის ნორმა დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობაზე და ჰუმუსის შემცველობაზე. პრეპარატის მაქსიმალური ნორმა შეიტანება ჰუმუსის მაღალი შემცველობის მქონე მძიმე ნიადაგებზე, საშუალო – საშუალოზე, მინიმალური – მსუბუქებზე

შენიშვნა: პრეპარატის შეტანის ნორმა ნმადაგის ჰერბიციდის სახით დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობაზე და ჰუმუსის შემცველობაზე. პრეპარატის ხმარებისას კულტურის აღმონაცენის გამოჩენამდე მისი ეფექტურობისთვის პირველრიგოვანი მნიშვნელობა აქვს ნიადაგში ტენის არსებობას და ნიადაგის მომზადების ხარისხს. იმ შემთხვევაში, თუ ტენი საკმარისი არ არის, საჭიროა წყლის ხარჯვის ნორმების გაზრდა, და აგრეთვე პრეპარატის ნიადაგში ჩაკეთება მსუბუქი ფარცხის ან სხვა მოწყობილობის გამოყენებით, სიღრმის კორექციით კულტურული მცენარის ჩაკეთების სიღრმესთან


გრუნტის ტიპი

შეტანის ნორმა, კგ/ჰა

შეტანის ნორმა, გ/მეასედზე

მსუბუქი

0,5-0,75

5,0-7,5

საშუალო

0,75-1,0

7,5-10

მძიმე

1,0-1,5

10-15

გამოყენება რეკომენდებულია ჰაერის ტემპერატურაზე 10-დან 25°С-მდე და ქარის სიჩქარეზე არაუმეტეს 5 მ/წ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება ჰუმუსის მცირე რაოდენობით შემცველ ქვიშიან ნიადაგზე (1%-ზე ნაკლები). უნდა გვახსოვდეს, რომ ნიადაგის მწკრივთშორისი დამუშავება პრეპარატის ხმარების შემდეგ დაუშვებელია. პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ იმ სარეველებზე, რომლებიც არიან თესლიდან აღმოცენებული. თუ დამუშავების დროს სარეველები აღმოცენდნენ და უკვე აქვთ ნამდვილი ფოთლები, მათი კონტროლის ეფექტურობა არსებითად იკლებს.

ყურადღება! არ იხმაროთ სათბურებში ვინაიდან შესაძლებელია ფიტოტოქსიკურობის გამომჟღავნება კულტურულ მცენარეთა მიმართ. ჯმო–ს კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი. დამუშავებულ ფართობებზე თანამშრომლების გამოსვლის ვადა მექანიზირებული სამუშაოების ჩასატარებლად – 3 დღეღამე, ხელით მუშაობისთვის – 7 დღეღამე დამუშავების შემდეგ.


პრეპარატის უპირატესობები

მაღალეფექტური და ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება;

ჰერბიციდული მოქმედების ფართო დიაპაზონი;

ანადგურებს ვეგეტირებულ სარეველებს და მათ ნერგებს;

უსაფრთხოა ფუტკრებისათვის და გარემოსთვის;

დროის და სახსრების ეკონომია პრეპარატის გამოყენებისას.

შეფუთვა50 გრ., 1 კგ.

სასარგებლო ინფორმაცია