გოლიაფი

ფასი ქულებში: 25 ქულა
10 პროდუქტი;

GEL25

5ლ-25 ლარი აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი სისტემური ჰერბიციდი მარცვლეული თავთავიანი კულტურების და სიმინდის ნათესებში ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველების, მათ შორის ფესვიანი სარეველების, გასანადგურებლად. მოქმედი ნივთიერება: 2,4–დ ამინური მარილის ფორმით, მჟავურ ეკვივალენტში...
+
განვადებით ყიდვა

5ლ-25 ლარი

აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი სისტემური ჰერბიციდი მარცვლეული თავთავიანი კულტურების და სიმინდის ნათესებში ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველების, მათ შორის ფესვიანი სარეველების, გასანადგურებლად.


მოქმედი ნივთიერება: 2,4–დ ამინური მარილის ფორმით, მჟავურ ეკვივალენტში 350 გ/ლ + დიკამბა ამინური მარილის ფორმით, მჟავურ ეკვივალენტში 125 გ/ლ.

პრეპარატის ფორმა:ხსნადი კონცენტრატი.

ქიმიური ჯგუფი:არილოქსიალკანკარბონის მჟავების წარმოებულნი + ბენზომჟავის წარმოებულნი.

თავსებადობა: თავსებადია უმეტესობა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, ტუტიანი ხსნარების გამოკლებით, შესაბამის კულტურებზე. სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, განშრევება, ერთ–ერთი პრეპარატის არასრული განზავება და ა.შ.). კომბინირება დაშვებულია მხოლოდ იმ კომპონენტებთან, რომლებიც ემთხვევა დამუშავების რეკომენდირებულ ვადებს კულტურის განვითარების ფაზის ჩათვლით.


მოქმედების მექანიზმი: სისტემური მოქმედების ჰერბიციდი. მექანიზმი შედგება ფოტოსინთეზის და უჯრედების გაყოფის პროცესის დარღვევაში, რაც იწვევს სარეველების ფოთლების და ტანის დეფორმაციას და ფესვთა სისტემის განადგურებას.

მოქმედების სპექტრი:

მგრძნობიარე სარეველები: ავშაფოთლიანი ამბროზია, რუსული ღიღილო, მინდვრის ღიღილო, მინდვრის მდოგვი, წიწმატურა ჩვეულებრივი, გონგოლა, ჟუნჟრუკი საშუალო, ქუთქუთა, ბეგიაური, მამულა, ბოლოკურა, შავთარა სამკურნალო, ჩვეულებრივი მატიტელა, მინდვრის ღიჭა, წიწმატელა, სპერგულა ჩვეულებრივი, ღოლო, გალსინოგა (სახეობები), თათაბო, მზესუმზირის ნაქარი.

საშუალოდ მგრძნობიარე სარეველები: ნაცარქათამა თეთრი, ღიჭა, ყვითელი ღიჭა, ვარდისფერი ღიჭა, მინდვრის ნარშავი, ხვართქლა, ლემა ჩვეულებრივი, ჩვეულებრივი ნეკერჩხალი, კამანია, მწარა (სახეობები), ჯიჯლაყა (სახეობები), თავცეცხლა (სახეობები).

სუსტად მგრძნობიარე სარეველები: ვერონიკა (სახეობები).


კულტურაპრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰახარჯვის ნორმა (მლ) 10ლ წყალზემოქმედების სპექტრიდამუშავების წესი,დრო
მარცვლეული თავთავიანები (საშემოდგომო, საგაზაფხულო)0,5-0,820-32ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი, მ.შ. მედეგი 2,4–დ და 2მ-4X მიმართნათესების შესხურება ბარტყობის ფაზიდან მილში გასვლამდე
სიმინდი1,0-1,540-60ერთწლიანი და ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი, მ.შ. მედეგი 2,4–დ მიმართნათესების შესხურება კულტურის 3-5 ფოთლის ფაზაში



სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა — 1. ლოდინის პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე არ არის დადგენილი.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 200-250 ლ/ჰა; 2,0-3,0 ლ/მეასედზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს მოცულობის სრულ გავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი.


რეკომენდაცია: სარეველების საწინააღმდეგო ეფექტი არის საუკეთესო შემდეგ სტადიებზე: ერთწლიანი – ლებანის (2-4 ფოთლის), ხვართქლა – 5-15 სმ, ბეგიაური – 3-5 რგოლის, ღიჭა – როზეტის (4–6 ფოთლის).

რეკომენდებული ავზის ნარევები:

სიმინდი: მილიდარი 1,25 ლ/ჰა + გოლიაფი 1,2 ლ/ჰა + ზან «ტანდემი» 0,15 ლ წყლის 100 ლიტრზე.

მარცვლეული თავთავიანი კულტურები: ფორმულა 10 გ/ჰა + გოლიაფი 0,7 ლ/ჰა + ზან «ტანდემი» 0,15 ლ წყლის 100 ლიტრზე. გოლიაფის გამოყენებისთვის ამინდის ოპტიმალური პირობებია ტემპერატურების ინტერვალში 15°С-დან 25°С-მდე. არ იხმაროთ ჰერბიციდი ცხელ ამინდში. კულტურული მცენარეების ნათესების შესხურება შეიძლება მხოლოდ კულტურის ზრდის და განვითარების დაშვებულ ფაზებში.


ტოქსიკურობა ჯმო–ს კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.

დამუშავებულ ფართობებზე თანამშრომლების გამოსვლის ვადა მექანიზირებული სამუშაოების ჩასატარებლად – 3 დღეღამე, ხელით მუშაობისთვის – არ სჭირდება.


პრეპარატის უპირატესობები

შეიცავს მოქმედების მაღალ ბიოლოგიურ ეფექტიურობას;

შეიძლება გამოყენება მარცვლოვანთა დაბუჩქების ფაზაში და სიმინდის 3-5 ფოთლის ფაზაში;

მომდევნო კულტურებზე ჰერბიციდის შემდეგქმედების არარსებობა;

ეფექტურია ორლებნიანი სახეობის სარეველების ფართო სპექტრის წინააღმდეგ;

არის შეუცვლელი «პარტნიორი» ბაკის ნარევებში;

არ გროვდება გარემოს ობიექტებში.

შეფუთვა: 5 ლ.

სასარგებლო ინფორმაცია