ბაკარდი - კვიზალოფოპ-პ-ეთილი 125გ/ლ

ფასი ქულებში: 48 ქულა
10 პროდუქტი;

GEL48

0,1 ლიტრი - 7 ლარი 1 ლიტრი - 48 ლარი კულტურა:მოქმედი ნივთიერებაკვიზალოფოპ-პ-ეთილი 125გ/ლ მოქმედების ტიპისელექციური მწარმოებელი:Terravita, პოლონეთი შიგთავსი:1 ლიტრი აღმოცენების შემდგომ გამოყენების სელექტიურიჰერბიციდი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატი ეფექტურად...
+
განვადებით ყიდვა

0,1 ლიტრი - 7 ლარი

1 ლიტრი - 48 ლარი


კულტურა:მოქმედი ნივთიერებაკვიზალოფოპ-პ-ეთილი 125გ/ლ

მოქმედების ტიპისელექციური

მწარმოებელი:Terravita, პოლონეთი

შიგთავსი:1 ლიტრი

აღმოცენების შემდგომ გამოყენების სელექტიურიჰერბიციდი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატი ეფექტურად აღწევს მცენარეში ფოთლებისა და ღეროების მეშვეობით, გადაადგილდება ზრდის წერტილებისკენ და არღვევს ცხიმოვანი მჟავების სინთეზს, რის გამოც ხდება სარეველების განადგურება.
კულტურის განვითარების ფაზისგან დამოუკიდებლად დამუშავების ოპტიმალურ პერიოდად ითვლება პერიოდი, როდესაც სარეველები 3-6 ნამდვილი ფოთლის ფაზაში არიან. ჭანგასთვის, როცა სარეველა 10-15 სმ სიმაღლისაა. საუკეთესო ეფექტი მიიღება თბილი და ნოტიო ამინდის პირობებში მაშინ, როცა სარეველები აქტიური ზრდის ფაზაში არიან. დამუშავებიდან 2-3 კვირის განმავლობაში მოერიდეთ რიგთაშორის დამუშავებებს რათა არ მოხდეს სარეველების მიწისქვეშა ნაწილების დაქუცმაცება და შესაძლო რეგენერაცია.

გამოყენების ნორმები:


კულტურა

მავნებელი

გამოყენების დრო და მეთოდი

ხარჯვის ნორმა კგ/ჰა

ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)

ჭარხალი (სუფრის და შაქრის), ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი, ვენახი, მზესუმზირა

ერთწლიანი მარცვლოვანი საარეველები

ვეგეტაციაში მყოფი კულტურის შესხურება, როცა სარეველები 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაშია

0.4-0.8

1

ჭარხალი (სუფრის და შაქრის), ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი, ვენახი, მზესუმზირა

მრავალწლიანი მარცვლოვანი საარეველები

ვეგეტაციაში მყოფი კულტურის შესხურება, როცა სარეველები 10-15 სმ განვითარების ფაზისდა მიუხედავად

0.8-1.2

1


მგრძნობიარე სარეველების ჩამონათვალი:
შალაფა, ერთწლოვანი თივაქასრა, ღვარძლი, ძურწა, დურღენი, თავკომბალა, გლერტა, შვრიუკა, მდელოს მელაკუდა, თეთრი ნამიკრეფია, მხოხავი ჭანგა, ჩვეულებრივი თივაქასრა, ლელი და სხვა.

მოქმედების სისწრაფე:

პრეპარატი მოქმდებას იწყებს შესხურებისთანავე. პრეპარატის მოქმედების პირველი სიმპტომები, გაყვითლება და ჭკნობა, გამოვლინდება დამუშავებიდან 4-10 დღეში. სარეველა, მისი ტიპისა და კლიმატური პირობების მიხედვით, ერთწლიანები 7-10, ხოლო მრავალწლიანები 14-20 დღის განმავლობაში იღუპება.
უსაფრთხოების წესები!

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდვეთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია