ბასტა - ამონიუმის გლუფოსინატი 150 გ/ლ

ფასი ქულებში: 520 ქულა
10 პროდუქტი;

GEL520

კულტურა:სოიო, იონჯა, მზესუმზირა მოქმედი ნივთიერებაამონიუმის გლუფოსინატი 150 გ/ლ მოქმედების ტიპიტოტალური პრეპარატული ფორმაწყალხსნარი მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია შიგთავსი:10 ლიტრი ბასტა - სხვადასხვა კულტურებში აღმოცენების შემდგომ გამოყენების დესიკანტი და ტოტალური მოქმედების კონტაქტური...
+
განვადებით ყიდვა


კულტურა:სოიო, იონჯა, მზესუმზირა

მოქმედი ნივთიერებაამონიუმის გლუფოსინატი 150 გ/ლ

მოქმედების ტიპიტოტალური

პრეპარატული ფორმაწყალხსნარი

მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია

შიგთავსი:10 ლიტრი

ბასტა - სხვადასხვა კულტურებში აღმოცენების შემდგომ გამოყენების დესიკანტი და ტოტალური მოქმედების კონტაქტური ჰერბიციდი.

გამოყენების ნორმები:


კულტურა

გამოყენების ნორმები ლ/ჰა

გამოყენების პერიოდი

სოიო

2

პირველი და მეორე იარუსის პარკების გამუქების ფასაში

მზესუმზირა

2

სრული სიმწიფის ფაზაში თესლის 33-37% ტენიანობისას

იონჯა

1,5

პარკების 80-85% გამუქების ფაზაში


კულტურული მცენარეების სრული დესიკაცია ამინდის პირობების მიხედვით 10-14 დღეში დგება.

მოქმედები სმექანიზმი:

ბასტა-ს ჰერბიციდული აქტივობა დაფუძნებულია გლუტამინის ფერმენტის სინთეზის აქტივაციაზე. იგი იწვევს მცენარის სიკვდილს უშუალოდ მეტაბოლიზმის მრავლობითი დარღვევებით. შეიწოვება რა სარეველების მწვანე და აქტიურად მზარდი ფოთლებით, ბასტა სწრაფად და ეფექტურად ანადგურებს სარეველებს და ახორციელებს დესიკაციას.როგორც დესიკანტი/სენიკანტი მცენარეს წყალს კი არ ართმევს არამედ აჩქარებს ცხიმების, შაქრებისა და ცილების ნაყოფში მიწოდებას, რითაც სავსე ნაყოფს ვღებულობთ. სწორედ ამიტომაა ბასტა დესიკაციისათვის შეუცვლელი.
ეს ფორმულაცია ოპტიმალურია ამინდის არახელსაყრელი პირობებისას (დაბალი ტენიანობა) და შეიცავს რა მიმწებებელს მცენარის მიერ მისი შეთვისება ყველაზე აქტიურად შესხურებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, მედეგია წვიმით ჩამორეცხვის მიმართ. მის მოქმედებაზე დადებით გავლენას ახდენენ შემდეგი ფაქტორები: ფარდობითი ტენიანობა, ტემპერატურა, სინათლე, ნალექები.

გამოყენების რეკომენდაციები:

ბასტა, როგორც ჰერბიციდი გამოიყენება ბაღებში და ვენახში 2.0-2.5 ლ/ჰა ნორმით, სარეველების განვითარების ნებისმიერ სტადიაზე.
ახლად განვითრებულ სარეველებზე შესაძლებელია ნორმის შემცირება, მაგრამ შემდგომ აუცილებელია მისი განმეორებით გამოყენება ახალი სარეველების გამოჩენისას.
სამუშაო ხსნარის მოცულობა განისაზღვრება შემასხურებელი აპარატურის მიხედვით (100-500 ლ/ჰა). მცირემოცულობიანი შესხურება შესაძლებელია მხოლოდ ადაპტირებული შემასხურებლებით.
ნალექი გავლენას ახდენს ბასტა-ს მოქმედების ეფექტურობაზე, მისი გამოყენებიდან პირველი 6 საათის მანძილზე. წვიმის ინტენსივობა უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე გამოყენებისა და წვიმას შორის ინტერვალი.
პრეპარატის მოქმედების ეფექტურობის შესაძლო დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული სამუშაოს ჩატარება 300C-ზე მაღალ ტემპერატურასა და 60%-ზე ნაკლები ჰაერის ტენიანობის შემთხვევაში.

პრეპარატის უპირატესობები:

  • რბილი დესიკაცია, რომელიც აჩქარებს საკვები ნივთიერებების მიწოდებას ნაყოფებსა და თესლში, რაც უზრუნველყოფს მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას. (თესლის სისრულე, ზრდის ენერგიის მატება და სხვა);
  • შეუცვლელია სათესლე მეურნეობებში;
  • გამოყენების ფართო სპექტრი, როგორც დესიკანტის, ასევე ტოტალური მოქმედების ჰერბიციდის;
  • კონტაქტური მოქმედება, გამორიცხავს ნარჩენების არსებობას პროდუქციაში;
  • პრეპარატი უსაფრთხოა ვაზისთვის, ამონაყრის კონტროლისას;
  • ფორმულაციაში მიმწებებლის არსებობა;
  • უსაფრთხოა მომხმარებლისა და გარემოსათვის.

ტოქსიკურობა:

პრეპარატი დაბალტოქსიკურია ფრინველებზე, თბილსისხლიანებზე და ფუტკრებზე; სწრაფი დაშლის უნარის წყალობით არ გროვდება გარემოში, ნიადაგში და წყალში; ვარგისია იმ მეურნეობებში გამოსაყენებლად, რომელთაც აქვთ ეკოლოგიური უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნები.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

პრეპარატი თავსებადია სხვა ჰერბიციდებთან. სამუშაო ნაზავის მომზადებამდე რეკომენდირებულია დამატებით ჩატარდეს ტესტი თავსებადობაზე.

უსაფრთხოების წესები!

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია