ფლუზიტოპი - ფლუაზიფოპ-პ-ბუთილი (150 გ/ლ)

ფასი ქულებში: 52 ქულა
10 პროდუქტი;
B011

GEL52

კულტურ ა: მარწყვი, პომიდორი, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, თეთრთავიანი კომბოსტო, კიტრი, საზამთრო, ნესვი, ხახვი, ჭარხალი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, გარგარი, ბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი, ლობიო, მზესუმზირა პრეპარატული ფორმა:...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა: მარწყვი, პომიდორი, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, თეთრთავიანი კომბოსტო, კიტრი, საზამთრო, ნესვი, ხახვი, ჭარხალი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, გარგარი, ბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი, ლობიო, მზესუმზირა

პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი

მოქმედი ნივთიერება: ფლუაზიფოპ-პ-ბუთილი (150 გ/ლ)

მოქმედების ტიპი: სელექციური

მწარმოებელი:Sinochem, ჩინეთი

შიგთავსი: 1 ლიტრი

ახალი კლასის სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, პრეპარატი წარმატებით გამოიყენება ფართო ფოთლიან კულტურებში, როგორიცაა: კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, მარწყვი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, საზამთრო, ნესვი, მზესუმზირა, ხახვი და სხვა. მას გამოიყენებენ მრავალწლიან კულტურებშიც. ფლუზიტოპი ანადგურებს კულტურებში ერთწლიან და მრავალწლიან მარცვლოვან (მათ შორის შალაფა, ჭანგა) და ზოგიერთ ორლებნიან სარეველებს.

გამოყენების ნორმები:

კულტუასარეველაპრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)
წყლის ხარჯვა (ლ/ჰა)გამოყენების ვადები
ლობიო, ჭარხალი, პომიდორი, კარტოფილი,კომბოსტო, ხახვი (გარდა ნედლად მოსახმარი), საზამთრო, ნესვი, კიტრი, მზესუმზირა, მარწყვი და სხვა.
ერთწლიანი მარცვლოვანები


მრავალწლიანი მარცვლოვნები
0.75-1.0



1.5-2.0


200-300
სარეველების 2-4 ფოთლის ფაზა (არა აქვს მნიშვნელობა კულტურა რა ფაზაშია)

სარეველების სიმაღლე 10-15 სმ (არა აქვს მნიშვნელობა კულტურა რა ფაზაშია)
ვაზი, ხეხილი, ციტრუსი, კენკროვნები, ფიჭვი, ნაძვი, სანერგები
ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანები
1.5-2
1.5-2
სარეველების სიმაღლე 10-15 სმ (არა აქვს მნიშვნელობა კულტურა რა ფაზაშია)

გამოყენების რეკომენდაცია:

პრეპარატის გამოყენება უმჯობესია სარეველების აქტიური ზრდის პროცესში.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია