ბუქტრილი - ბრომოქსინილი ოქტანოატ/ჰეპტანოატი +2,4 დ 2 ეთილჰექსილეთერი

ფასი ქულებში: 347 ქულა
10 პროდუქტი;

GEL347

კულტურა: ხახვი მოქმედი ნივთიერებაბრომოქსინილი ოქტანოატ/ჰეპტანოატი 280 გ/ლ +2, 4 დ 2 ეთილჰექსილეთერი 280 გ/ლ მოქმედების ტიპისელექციური პრეპარატული ფორმაემულსიის კონცენტრატი მწარმოებელი: Bayer AG, გერმანია შიგთავსი: 5 ლიტრი აღმოცენების შემდგომ გამოსაყენებელი კონტაქტური მოქმედების ჰერბიციდი,...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა: ხახვი

მოქმედი ნივთიერებაბრომოქსინილი ოქტანოატ/ჰეპტანოატი 280 გ/ლ +2, 4 დ 2 ეთილჰექსილეთერი 280 გ/ლ

მოქმედების ტიპისელექციური

პრეპარატული ფორმაემულსიის კონცენტრატი

მწარმოებელი: Bayer AG, გერმანია

შიგთავსი: 5 ლიტრი

აღმოცენების შემდგომ გამოსაყენებელი კონტაქტური მოქმედების ჰერბიციდი, საიმედო საშუალებაა ხახვის ნათესებში ერთწლიანი, ორლებნიანი სარეველების კონტროლისთვის.

გამოყენების ნორმები:

კულტურაწამლობის ვადებიხარჯვის ნორმა
ხახვი ყველა თაობის
(გარდა მწვანე ხახვისა)
2-5 ფოთლის ფაზაში0,25-1,0 ლ/ჰა

მოქმედების მექანიზმი:

სელექციური და მაღალეფექტური აღმოცენების შემდგომი კონტაქტური მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ფოთლიდან. ბუქტრილი-ს მოქმედი ნივთიერება ბრომოქსინილ ოქტანოატი განეკუთვნება ნიტრილების ქიმიურ ჯგუფს და ახშობს ფოტოსინთეზის პროცესებს სარეველებში. მისი ეფექტურობა იზრდება ფოტოსინთეზთან თანაქმედების პირობებში +10OС-ზე მეტი ტემპერატურის, კარგი განათების, ჰაერის და ნიადაგის ტენიანობის დროს.
ჰერბიციდული ეფექტი შესამჩნევია წამლობიდან უკვე რამდენიმე საათის შემდეგ. სარეველების ფოთლები ყვითლდება და კვდება. სრული სიკვდილი დგება 8-15 დღის შემდეგ, ხანდახან 3 კვირის შემდეგ.

გამოყენების რეკომენდაციები:

  • არ შეწამლოთ წვიმამდე 4-6 საათზე ნაკლებ დროში;
  • არ შეწამლოთ დასუსტებული, მავნებლებისგან და დაავდებებით დაზიანებული მცენარეები, აგრეთვე ძლიერი სიცხის ან სიცივის, გვალვის და ძლიერი ქარის დროს;
  • არ ჩაატაროთ რიგთაშორისი დამუშავება წამლობიდან ერთი კვირის განმავლობაში;
  • არ გამოიყენოთ დახურულ გრუნტში;
  • არ გამოიყენოთ ავზის ნაზავში სხვა პრეპარატებთან ერთად.

წილადობრივი გამოყენება:

ორჯერადი გამოყენება (ეფექტურია სარეველების წინააღმდეგ, არაუგვიანეს ნამდვილი პირველი წყვილი ფოთლის ფაზისა):
პირველი წამლობა - კულტურის 1-2 ფოთლის ფაზაში. ხარჯვის ნორმა: 0.5 ლ/ჰა
მეორე წამლობა - საჭიროებისამებრ სარეველების ზრდის მიხედვით;.ხარჯვის ნორმა: 0.5 ლ/ჰა
ოთხჯერადი გამოყენება (ეფექტურია არაუგვიანეს სარეველების ლებნების ფაზისა):
პირველი წამლობა - კულტურის 1 ფოთლის ფაზაში; ხარჯვის ნორმა: 0,25 ლ/ჰა .
მეორე, მესამე და მეოთხე წამლობა - ინტერვალით 7-8 დღე; ხარჯვის ნორმა: 0,25 ლ/ჰა.

პრეპარატის უპირატესობები:

  • აქტიური ზემოქმედება მარცვლოვან სარეველებზე.
  • გამოყენების ფართო „ფანჯარა“ - კულტურის 1-დან 6 ფოთლამდე;
  • გამოყენების მოქნილობა - რამოდენიმეჯერ შეტანის შესაძლებლობა;
  • ნიადაგზე შემდგომი ზეგავლენის არარსებობა;
  • კულტურაში ნარჩენების არარსებობა.

ყურადღება! არ დაამუშაოთ კულტურები „მარყუჟის“ფაზაში! ამას მივყავართ სამუშაო ნაზავის შეკავებამდე მცენარეზე, რაც იწვევს მის გარანტირებულ დაზიანებას! არ დაამუშაოთ კულტურა განვითარებული (2 სმ სიგრძით) მე-6-ე ნამდვილი ფოთლის ფაზის შემდეგ!

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა

სასარგებლო ინფორმაცია