გალაქსი-ოქსიფლუორფენი (240გ/ლ)

ფასი ქულებში: 64 ქულა
10 პროდუქტი;
B011

GEL64

კულტურა:ნიორი, ხახვი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, ვაშლი, მზესუმზირა პრეპარატული ფორმა წყალხსნარი მოქმედი ნივთიერებაოქსიფლუორფენი (240 გ/ლ) მოქმედების ტიპისელექციური მწარმოებელი:SAFA TARIM, თურქეთი შიგთავსი:1 ლიტრი წყლის ხარჯვა 1 ჰა-ზე 400 ლიტრია. ახალი თანამედროვე სისტემური მოქმედების...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა:ნიორი, ხახვი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, ვაშლი, მზესუმზირა

პრეპარატული ფორმა წყალხსნარი

მოქმედი ნივთიერებაოქსიფლუორფენი (240 გ/ლ)

მოქმედების ტიპისელექციური

მწარმოებელი:SAFA TARIM, თურქეთი

შიგთავსი:1 ლიტრი

წყლის ხარჯვა 1 ჰა-ზე 400 ლიტრია.

ახალი თანამედროვე სისტემური მოქმედების ჰერბიციდი ხახვის, ნივრის და მზესუმზირის კულტურებში გამოსაყენებელი, ერთწლიანი ორლებნიანი და ნაწილობრივ მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ.

გამოყენების ნორმები:

კულტურასარეველებიხარჯვის ნორმა ლ/ჰაპრეპარატის გამოყენების პერიოდი და ფაზა
ხახვი,ნიორიერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები0.15-0.5
0.5-0.75
შესხურება სარეველებზე 2-4 ფოთლის ფაზაში
ნათესის შესხურება 4-5 ფოთლის ფაზაში
მზესუმზირაერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები1ნიადაგის შესხურება კულტურის აღმოცენებამდე
ვაშლიერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები2.5შესხურება გაზაფხულზე ვეგეტირებულ სარეველებზე 10-15სმ ფაზაში
ციტრუსებიერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები2.5შესხურება გაზაფხულზე ვეგეტირებულ სარეველებზე 10-15სმ ფაზაში

მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატი მოქმედებს 22-მდე დასახელების მცენარეზე მათ შორის ორლებნიან სარეველებზე (ბოლოკა, გვირილა, ხვართქლა, კიტრანა, ნაცარქათამა და სხვა) და მარცვლოვან სარეველებზე (ბურჩხა, ძურწა, შვრიუკა, და სხვა).

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.

პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე, - 00C - დან + 350C ტემპერატურაზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის. შენახვის ვადა გაუხსნელი ქარხნული შეფუთვით 4 წელია.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია