დიკოპურ ტოპი - 344 გ/ლ 2,4 დ +120 გ/ლ დიკამბა (დიმეთილამინის მარილის სახით)

ფასი ქულებში: 3 ქულა
10 პროდუქტი;

GEL3

0,1 ლიტრი - 3 ლარი 5 ლიტრი - 115 ლარიკულტურა: მოქმედი ნივთიერება344 გ/ლ 2, 4 დ +120 გ/ლ დიკამბა (დიმეთილამინის მარილის სახით) მოქმედების ტიპისელექციური მწარმოებელი:Nufarm GmbH & Co Kg, ავსტრია შიგთავსი:0.1 ლიტრი ფართო მოქმედების სპექტრის მქონე ორკომპონენტიანი სისტემური ჰერბიციდი...
+
განვადებით ყიდვა

0,1 ლიტრი - 3 ლარი

5 ლიტრი - 115 ლარიკულტურა:

მოქმედი ნივთიერება344 გ/ლ 2, 4 დ +120 გ/ლ დიკამბა (დიმეთილამინის მარილის სახით)

მოქმედების ტიპისელექციური

მწარმოებელი:Nufarm GmbH & Co Kg, ავსტრია

შიგთავსი:0.1 ლიტრი

ფართო მოქმედების სპექტრის მქონე ორკომპონენტიანი სისტემური ჰერბიციდი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად თავთავიანი კულტურებისა და სიმინდის ნათესებში. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეიწოვება ფოთლებიდან და ვრცელდება მთელ მცენარეში მისი ფესვების ჩათვლით. პრეპარატი ხელს უშლის ფოტოსინტეზის პროცესს და ზღუდავს მცენარის სუნთქვის უნარს, რაც საბოლოოდ განაპირობებს სარეველას დაღუპვას. პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა იზრდება თბილი და ნესტიანი ამინდების დროს, ხოლო ცივი და მშრალი ამინდის პირობებში მისი მოქმედება ნელდება.

გამოყენების ნორმები:


კულტურაგამოყენების მეთოდი და ვადები
პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)
საშემოდგომო და საგაზაფხულე ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი
წყალხსნარის შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე, კულტურის ბარტყობის ფაზიდან აღერებამდე
0.6-0.8
200-300
სიმინდი
წყალხსნარის შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე, კულტურის 3-5 ფოთლის ფაზაში
0.8-1.0
200-300



მოქმედების სპექტრი:

ჰერბიციდი განკუთვნილია ორლებლიანი სარეველების გასანადგურებლად თავთავიანი კულტურებისა და სიმინდის ნათესებში. პრეპარატი მოქმედებს შემდეგ სარეველებზე:
მაღალმგრძნობიარე სარეველები: მინდვრის მდოგვი, რაფსისი ნაგერალა, ბოლოკურა, ნაცარქათამა, ქუთქუთა, წიწმატურა, გონგოლა, ფუჩფუჩა, ძაღლყურძენა, ამბროზია, ღორის ბირკა, ცერცველა.
საკმარისად მგრძნობიარე სარეველები: ხვართქლა, ყაყაჩო, სპერგულა, ვარდისფერი ღიჭა, ყვითელი ღიჭა, მზესუმზირა, დანდური, მატიტელა, შვრია, საპონელა.
ნაკლებადმგრძნობიარე სარეველები: ირაგა, დედოფლისთითა, ყანის ია, ჟუნჟუკო, ბეგიაური, ბებრისკონა, წითელი ჭინჭრის დედა, კესანე, გვირილა, თავცეცხლა, ლემა, ბაია.
არ მოქმედებს: შიშველი შვრია, თივაქასრა, საგველა, მელაკუდა, მხოხავი ჭანგა, შვრიუკა.

დამცავი მოქმედების პერიოდი:

დიკოპურ ტოპი ანადგურებს მხოლოდ იმ სარეველებს, რომლებიც დამუშავების მომენტისათვის იყვნენ აღმოცენებულები და გააჩნიათ მწვანე სავეგეტაციო ორგანოები.

მოქმედების სისწრაფე:

სარეველების ზრდა წყდება დამუშავბისთანავე. პრეპარატის მოქმედების პირველი სიმპტომები, გაყვითლება და ჭკნობა, გამოვლინდება დამუშავებიდან 24 საათში. სარეველა, მისი ტიპისა და კლიმატური პირობების მიხედვით, იღუპება 5-10 დღის განმავლობაში, თუმცა ცივი ამინდებისა და გვალვის პირობებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.

სამუშაო ხსნარის მომზადება:

დიკოპურ ტოპი გამოყენებულ უნდა იქნას შესხურების გზით, სამუშაო ხსნარი მზადდება ნაკვეთის დამუშავების დღეს. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი პრეპარატის რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით საჭირო მოცულობამდე. რამოდენიმეჯერ გამოავლეთ წყალი პრეპარატის ცარიელ ტარას და ჩაასხით შემასხურებლის ავზში. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 200-300 ლ/ჰა-ზე. 300 ლ/ჰა-ზე გამოიყენეთ ნაკვეთის ძლიერი დასარევლიანობის პირობებში. სამუშაო ხსნარის შესხურებისას ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5 მ/წმ-ს. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. დამუშავების დროს სარეველების ფოთლები უნდა იყვნენ მშრალი, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატის მოქმედება არაეფექტური იქნება. დამუშავებიდან 2 საათის განმავლობაში მოსულმა წვიმამ შეიძლება პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა შეამციროს. დიკოპურ ტოპი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის შემასხურებელში. გამოიყენება ავიაშესხურებით.

გამოყენების რეკომენდაციები:

პრეპარატი გამოიყენება მისი წყალხსნარის სარეველებზე შესხურების საშუალებით. შესხურება რეკომენდირებულია თბილი, მზიანი ამინდის, არანაკლებ +160C - + 170C ტემპერატურის პირობებში, მცენარის ინტენსიური ზრდის პერიოდში, ნიადაგში საკმაო რაოდენობის ტენის არსებობის დროს. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული გვალვის დროს, ან ნალექის მოსავლამდე რამდენიმე საათით ადრე. ასევე არ არის რეკონემდირებული ჰერბიციდის გამოყენება ყინვით, ჭარბი ტენით ან სხვა ფაქტორებით დასუსტებულ მარცვლეულ კულტურებში.
შენიშვნა: დიკოპურ ტოპის გამოყენება არ არის რეკომენდირებული სათესლე და ტკბილი სიმინდის, პოპკორნის ნათესებში.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:


ფიტოტოქსიკურობა:

რეკომენდირებული დოზებისა და წესების დაცვით გამოყენებისას არ არის ფოტოტოქსიკური.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე 00C- +400C ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია