ბაზაგრანი - ბენტაზონი 480 გ/ლ

ფასი ქულებში: 350 ქულა
10 პროდუქტი;

GEL350

კულტურა:სიმინდი, ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია პრეპარატული ფორმაწყალხსნარი მოქმედი ნივთიერებაბენტაზონი 480 გ/ლ მოქმედების ტიპისელექციური მწარმოებელი:BASF, გერმანია შიგთავსი:10 ლიტრი ბაზაგრანი - სელექციური მოქმედების ჰერბიციდი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად. გამოყენების...
+
განვადებით ყიდვა


კულტურა:სიმინდი, ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია

პრეპარატული ფორმაწყალხსნარი

მოქმედი ნივთიერებაბენტაზონი 480 გ/ლ

მოქმედების ტიპისელექციური

მწარმოებელი:BASF, გერმანია

შიგთავსი:10 ლიტრი

ბაზაგრანი - სელექციური მოქმედების ჰერბიციდი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გამოყენების ნორმები:


კულტურა

მავნებელი

ხარჯვის ნორმა

გამოყენების ხერხი და პირიოდი

ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი

ერთწლიანი ორლებნიანი სარეველები

2-4 ლ/ჰა

შესხურება გაზაფხულზე, მარცვლოვანი სარეველების ამოსვლსი შემდეგ

სიმინდი

ერთწლიანი ორლებნიანი სარეველები

2-4 ლ/ჰა

შესხურება 3-5 ფოთლის ფაზაში

სამყურას თესლი

ერთწლიანი ორლებნიანი სარეველები

2-3 ლ/ჰა

შესხურება სამყურას ამოსვლის შემდეგ

იონჯა (1-ელი წლის ვეგეტაციის)

ერთწლიანი ორლებნიანი სარეველები

2 ლ/ჰა

შესხურება კულტურის 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში

იონჯა (ძველი ნათესებისთვის)

ერთწლიანი ორლებნიანი სარეველები

1,5-2 ლ/ჰა

შესხურება აღერების ფაზაში მცენარის 10-15 სმ. სიმაღლისას

სამუშაოხსნარის მომზადება

შემასხურებლის ავზის 1/3 ნაწილი შეავსეთ სუფთა წყლით და დაიწყეთ მორევა, მორევის პროცესში დაუმატეთ პრეპარატი ბაზაგრანი წინასწარ გახსნილი რაოდენობა, შემდეგ ავზი შეავსეთ წყლის აუცილებელი რაოდენობით.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

პრეპარატი თავსებადია სხვა პესტიციდებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე.

ტოქსიკურობა:

პრეპარატი საშიშია წყლის ორგანიზმებისათვის. ტოქსიკურია ნიადაგის მიკროფლორისთვის, ფუტკრებისთვის, ფრინველისათვის და ძუძუმწოვარა ცხოველებისთვის.

ნარჩენების გაუვნებელყოფა:

დაუშვებელია წყალსაცავებში პრეპარატისა და მისი ნარჩენების, ცარიელი ტარისა და შესაფუთი მასალის მოხვედრა. პრეპარატისაგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს უტილიზაციის წესების დაცვით მომქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

უსაფრთხოების წესები!

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის. პრეპარატი ინახება 5 წელი, შესაბამისი წესების დაცვით.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია