ალიონი - ინდაზიფლამი 500 გრ/ლ

ფასი ქულებში: 261 ქულა
10 პროდუქტი;

GEL261

კუტურა თხილი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, გარგარი, ატამი, მსხალი, ქლიავი, ნუში პრეპარატული ფორმასუსპენზიის კონცენტრატი მოქმედი ნივთიერებაინდაზიფლამი 500 გრ/ლ მოქმედების ტიპიტოტალური მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია შიგთავსი:250 მილილიტრი ხეხილში და ვენახში სარეველების...
+
განვადებით ყიდვა

კუტურა

თხილი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, გარგარი, ატამი, მსხალი, ქლიავი, ნუში

პრეპარატული ფორმასუსპენზიის კონცენტრატი

მოქმედი ნივთიერებაინდაზიფლამი 500 გრ/ლ

მოქმედების ტიპიტოტალური

მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია

შიგთავსი:250 მილილიტრი

ხეხილში და ვენახში სარეველების საწინააღმდეგო, ნიადაგიდან მოქმედების არასელექციური ჰერბიციდი.

გამოყენების ნორმები


კულტურა


გამოყენების პერიოდი


ხარჯვის ნორმა


შენიშვნა

ვაშლი, მსხალი, ატამი,ნექტარინი,ქლიავი,

გარგარი,ნუში,თხილი,

ციტრუსი,ვაზი

სარეველების აღმოცენებამდე

0,15 - 0,2 ლ/ჰა

შეტანილ იქნას სრული ან ლენტისებრი დაფარვის მეთოდით

ახა­ლი არა­სე­ლექ­ციუ­რი ჰერ­ბი­ცი­დი ალიო­ნი არის უნიკ­ლაუ­რი სა­შუა­ლე­ბა ფარ­თე სპექ­ტრის სა­რე­ვე­ლე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბამ­დე კონ­ტრო­ლი­სათ­ვის, მათ შო­რის რე­ზის­ტენ­ტუ­ლე­ბის გლი­ფო­სა­ტის და ტრია­ზი­ნე­ბის მი­მართ. მი­სი მოქ­მე­დი ნივ­თიე­რე­ბა ინ­და­ზიფ­ლა­მი წა­მოად­გენს ინ­ჰი­ბი­ტორს ცე­ლუ­ლო­ზის ბიო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ში. ალიო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ბა­ლი ხარ­ჯვის ნორ­მით, გვაძ­ლევს ხან­გრძლივ შე­დეგს - 6 თვემ­დე ეფექ­ტს. მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბა­ში - შეს­ხუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გვი­წევს ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაოე­ბის (წამ­ლო­ბა და სხვა­დას­ხვა აგ­რო­ტექ­ნი­კუ­რი ღო­ნის­ძიე­ბე­ბი) დაწ­ყე­ბამ­დე.

მოქმედების მექანიზმი
ალიო­ნი 500 სკ მოქ­მე­დებს მხო­ლოდ ნია­და­გი­დან და არ მოქ­მე­დებს შე­ტა­ნის მო­მენ­ტში აღ­მო­ცე­ნე­ბულ სა­რე­ვე­ლებ­ზე. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში იგი გა­მოი­ყე­ნე­ბა კომ­ბი­ნა­ცია­ში ჰერ­ბი­ცი­დებ­თან რო­მელ­თა მოქ­მე­დი ნივ­თიე­რე­ბე­ბია ამო­ნიუ­მის გლუ­ფო­სი­ნა­ტი (ბას­ტა 150 წხ) ან გლი­ფო­სა­ტი. ნა­ზა­ვის კომ­პო­ნენ­ტე­ბის ხარ­ჯვის ნორ­მე­ბი გა­მოი­ყე­ნე­ბა ისე­ვე რო­გორც მა­თი ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.


გამოყენების რეკომენდაციები

ალიო­ნი 500 სკ მე­ტად ეფექ­ტუ­რია საკ­მა­რი­სად ტე­ნიან მი­წა­ზე - სა­რე­ვე­ლე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბამ­დე მო­სუ­ლი წვი­მის ან მორ­წყვის შემ­დგომ. შე­ტა­ნის წინ სა­სურ­ვე­ლია მცე­ნა­რეუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის მო­ცი­ლე­ბა. მი­წის ზე­და­პირ­ზე მცე­ნა­რეუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა ხელს უშ­ლის პრე­პა­რა­ტ ალიო­ნი 500 სკ-თი გრუნ­ტის ზე­და­პი­რის ხა­რის­ხიან და­ფარ­ვას და იწ­ვევს მოქ­მე­დე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბას.
პრე­პა­რა­ტის შე­ტა­ნის შემ­დეგ მოერიდეთ ნია­და­გის და­მუ­შა­ვე­ბის ოპე­რა­ციე­ბს ამან შე­საძ­ლოა გა­მოიწ­ვიოს დამ­ცა­ვი „ეკ­რა­ნის“ მთლია­ნო­ბის დარ­ღვე­ვა. ნია­და­გის ზე­და­პი­რის თა­ნა­ბარ­ზო­მიე­რი და­ფარ­ვა უზურ­ნველ­ყოფს საი­მე­დო ეფექ­ტუ­რო­ბას.

გა­მოი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ მი­წის­ზე­და შეს­ხუ­რე­ბით, არ შეიძ­ლე­ბა მი­სი შე­ტა­ნა არა­ნაი­რი სარ­წყა­ვი სის­ტე­მის მეშ­ვეო­ბით. მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტუ­რო­ბი­სათ­ვის შე­მას­ხუ­რე­ბელ­ზე უნ­და იყოს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბრტყელ-ჭავ­ლუ­რი შე­მას­ხუ­რე­ბე­ლი ბუ­ნი­კე­ბი, არ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბუ­ნი­კე­ბი, რომ­ლიც აფ­რქვევს წრიუ­ლად შუა­ში სი­ცა­რიე­ლით ან სხვა, რო­მე­ლიც არ უზ­რუნ­ველ­ყოფს ზე­და­პი­რის თა­ნა­ბარ­ზო­მიერ და­ფარ­ვას. ალიო­ნი 500 სკ–ს გა­მო­ყე­ნე­ბი­დან 24 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნაკ­ვეთ­ზე შე­საძ­ლოა გა­დარ­გულ იქ­ნას მხო­ლოდ ის კულ­ტუ­რე­ბი, რო­მელ­ზეც პრე­პა­რა­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ამავ­დროუ­ლად გა­სუ­ლი უნ­და იყოს ბო­ლო შე­ტა­ნი­დან არა­ნაკ­ლებ 12 თვე, ხო­ლო ნია­და­გი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლ უნ­და იქ­ნას (მოხ­ვნა, და­დის­კვა, ღრმად გაფ­ხვიე­რე­ბა) არა­ნაკ­ლებ 15 სმ სიღ­რმე­ზე.


პრეპარატის უპირატესობები

  • ხან­გძლი­ვი - 6 თვემ­დე ეფექ­ტუ­რო­ბა;
  • სა­რე­ვე­ლე­ბის ძა­ლიან ფარ­თე სპექ­ტრზე მოქ­მე­დე­ბა;
  • რე­ზის­ტენ­ტუ­ლი სა­რე­ვე­ლე­ბის კონ­ტრო­ლი;
  • ფერ­მე­რი მეტ ფო­კუ­სი­რე­ბას ახ­დენს სარ­გე­ბელ­ზე და ნაკ­ლებს სა­რე­ვე­ლებ­ზე.

ყურადღება!!!

  • სტრე­სულ მდგო­მა­რეო­ბა­ში მყო­ფი კულ­ტუ­რა (წა­ყინ­ვე­ბი, გვალ­ვა, მავ­ნებ­ლე­ბით და­ზია­ნე­ბა, დაა­ვა­დე­ბე­ბით და­სე­ნია­ნე­ბა, ფეს­ვე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზია­ნე­ბა) შე­საძ­ლოა მგრძნო­ბია­რე იყოს პრე­პა­რა­ტ ალიო­ნი 500 სკ-ს მი­მართ;
  • კულ­ტუ­რის და­ზია­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად დაუშვებელია პრე­პა­რა­ტის ფო­თოლ­ზე, ფეს­ვზე და ფეს­ვის მწვა­ნე ნა­წი­ლებ­ზე მოხ­ვედ­რა;
  • არ გამოიყენოთ ქვიან ნია­და­გებ­ზე ღორ­ღის 40%–ზე მე­ტი შემ­ცვე­ლო­ბი­სას;
  • არ გა­მო­იყენოთ გა­დარ­გვი­დან 3 სრუ­ლი სა­ვე­გე­ტა­ციო სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბამ­დე;
  • არ გა­მო­იყენოთ ნია­და­გის დას­კდო­მის შემ­თხვე­ვა­ში (იწ­ვევს პირ­და­პირ კონ­ტაქტს ფეს­ვებ­თან და კულ­ტუ­რის და­ზია­ნე­ბას);
  • არ გა­მო­იყენოთ ძლიე­რი ნა­ლე­ქე­ბის წინ.

უსაფრთხოების წესები

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია