აისი 642 - დიკამბა 609 გ/კგ+რიმსულფურონი 32.5 გ/კგ

ფასი ქულებში: 75 ქულა
10 პროდუქტი;
C011

GEL75

0,35კგ-75 ლარი 0,2 კგ - 42,86 ლარი კულტურა: მოქმედი ნივთიერებადიკამბა 609 გ/კგ+რიმსულფურონი 32.5 გ/კგ მოქმედების ტიპისელექციური მწარმოებელი:Fader Alliance, გაერთიანებული სამეფო შიგთავსი:0.35 კილოგრამი აღმოცენების შემდგომი სელექციური ჰერბიციდი ერთწლიან და მრავალწლიან მარცვლოვან და...
+
განვადებით ყიდვა
0,35კგ-75 ლარი

0,2 კგ - 42,86 ლარი

კულტურა:

მოქმედი ნივთიერებადიკამბა 609 გ/კგ+რიმსულფურონი 32.5 გ/კგ

მოქმედების ტიპისელექციური

მწარმოებელი:Fader Alliance, გაერთიანებული სამეფო

შიგთავსი:0.35 კილოგრამი

აღმოცენების შემდგომი სელექციური ჰერბიციდი ერთწლიან და მრავალწლიან მარცვლოვან და ორლებლიან სარეველებთან საბრძოლველად სიმინდის ნათესებში. აისი 642-ის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰერბიციდში შემავალი კომპონენტების რიმსულფუნისა და დიკამბას სინერგიულ მოქმედებასთან. დიკამბა შეიწოვება ფოთლებიდან და ფესვთა სისტემიდან და გააჩნია ყველა მიმართულებით მოძრაობის უნარი ფესვებიდან ზრდის წერტილამდე და მიწის ზედა ნაწილიდან ფესვებამდე. რიმსულფურონი ძირითადად შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება სარეველების ზრდის წერტილისკენ. ჰერბიციდი აჩერებს უჯრედების დაყოფას ნაზარდებისა და ფესვების ზრდის ადგილებში, რის გამოც შესხურებიდან რამოდენიმე საათში ჩერდება სარეველების ზრდა და რასაც საბოლოოდ მოჰვება სარეველების დაღუპვა. პრეპარატის მოქმედების მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ნათესის აღმოცენების შემდგომ შესხურების დროს, როცა ერთწლიანი სარეველები არიან 3-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში მრავალწლიანი ორლებლიანი სარეველები როზეტის ფაზაში, ხოლო მარცვლოვანი სარეველები 15-20 სმ სიმაღლის. პრეპარატის მოქმედების გასაძლიერებლად და დასაჩქარებლად გამოიყენეთ ზედაპირულად აქტიური ნივთიერება ტრენდ-90 250მლ/ჰა-ზე.

გამოყენების ნორმები



კულტურა


დაავადება


გამოყენება


ხარჯვის ნორმა (გ/ჰა)

ლოდინის პერიოდი,გამოყენების ჯერადობა



სიმინდი

ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებლიანი სარეველები

შესხურება როცა კულტურა 2-6 ნამდვილი ფოთლის ფაზაშია

350 გ/ჰა


-(1)

მგრძნობიარე სარეველების ჩამონათვალი

შალაფა, მხოხავი ჭანგა, ძურწა, ფეტვი, შვრიუკა, გლერტა, ყაყაჩო, გვირილა, ნარშავი, ამბროზია, ჟუნჟრუკო, ჭინჭარი, ჯიჯილაყა, ბეგიაური, რძიანა, ღიჭა, მამულა, წიწმატურა, მზესუმზირა,მატიტელა, მჟაუნა, ბოლოკურა, ძაღლყურძენა, ხებალახა, ხვართქალა, თათაბო, ნემსიწვერა, პიტნა, ღორის ბირკა და სხვა.

მოქმედების სისწრაფე

პრეპარატის მოქმედების პირველი სიმპტომები, გაყვითლება და ჭკნობა, გამოვლინდება დამუშავებიდან 3-7 დღეში. სარეველა, მისი ტიპისა და კლიმატური პირობების მიხედვით7-21 დღის განმავლობაში იღუპება.

უსაფრთხოების წესები

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია