აგატი - კლოდინაფოპ - პროპარგილი 80 გ/ლ +კლოკვინტოსეტ - მექსილი 20 გ/ლ

ფასი ქულებში: 40 ქულა
10 პროდუქტი;
C011

GEL40

ფასი: 0,5ლ-40 ლარი მოქმედი ნივთიერებაკლოდინაფოპ - პროპარგილი 80 გ/ლ +კლოკვინტოსეტ - მექსილი 20 გ/ლ მოქმედების ტიპისელექციური მწარმოებელი:Ertar Kimya, თურქეთი შიგთავსი: 0.5 ლიტრი სელექციური, აღმოცენების შემდგომი ჰერბიციდი ხორბლის, ქერისა და ჭვავის ნათესებში...
+
განვადებით ყიდვა

ფასი: 0,5ლ-40 ლარი


  • მოქმედი ნივთიერებაკლოდინაფოპ - პროპარგილი 80 გ/ლ +კლოკვინტოსეტ - მექსილი 20 გ/ლ
  • მოქმედების ტიპისელექციური
  • მწარმოებელი:Ertar Kimya, თურქეთი
  • შიგთავსი:0.5 ლიტრი

სელექციური, აღმოცენების შემდგომი ჰერბიციდი ხორბლის, ქერისა და ჭვავის ნათესებში ერთწლიანი და მრავალწლიანი ორნებლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატი ხასიათდება მაღალი ეფექტურობითა და სელექციურობით. შესაძლებელია აგატის გამოყენება ნაზავებში მრავალ ჰერბიციდთან ერთად. აგატი სწრაფად იშლება ნიადაგში მოხვედრისას, ამიტომ მას არ გააჩნია გავლენა შემდგომ კულურებზე.

გამოყენების ნორმები

კულტურადაავადებაგამოყენების დრო და მეთოდიხარჯვის ნორმა (კგ/ჰა)ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
საშემოდგომო და საგაზაფხულე ხორბალი
შვრიუკა

ნათესების შესხურება სარეველების განვითარების ადრეულ (2-3 ფოთოლი) სტადიაში კულტურის განვითარების ფაზის მიუხედავად

0.3-0.4-(1)
ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები (ბურჩხა, ძურწა, მელაკუდა, მწყერფეხა, ცოცხა ბალახი)
0.5-0.7-(1)

მგრძნობიარე სარეველების არასრული ჩამონათვალი :შვრიუკა, ძურწა, ბურჩხა, მელაკუდა, ცოცხა ბალახი, მწყერფეხა და სხვა.

მოქმედების სისწრაფე

პრეპარატის მოქმედების პირველი სიმპტომები, გაყვითლება და ჭკნობა, გამოვლინდება დამუშავებიდან 48 საათში. სარეველების სრული განადგურება კლიმატური პირობებიდან და ხარჯვის ნორმიდან გამომდინარე ხდება 10-20 დღეში.

უსაფრთხოების წესები
პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე -100C-დან + 350C-მდე ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია