ბეთანალ ექსპერტი - ფენმედიფამი+დესფედიფამი+ეთოფუმეზატი

ფასი ქულებში: 353 ქულა
10 პროდუქტი;

GEL353

კულტურა:ჭარხალი დაავადება, მავნებელი ამბროზია, ყანის ია, ქუთქუთა, ჟუნჟრუკი, ღიჭა, შავი ძაღლყურძენა, ლემა, ფარსმანდუკი, დანდური, მინდვრის მდოგვი, საპონელა, ჯიჯილაყა, ყანის ჭლექი, ჭინჭრის დედა, ბოლოკურა, წი- თელი წალიკა, ბეგიაური, ნაცარქათამა, გვირილა, ჩვეულებრივი თივაქასრა მოქმედი...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა:ჭარხალი

დაავადება, მავნებელი ამბროზია, ყანის ია, ქუთქუთა, ჟუნჟრუკი, ღიჭა, შავი ძაღლყურძენა, ლემა, ფარსმანდუკი, დანდური, მინდვრის მდოგვი, საპონელა, ჯიჯილაყა, ყანის ჭლექი, ჭინჭრის დედა, ბოლოკურა, წი- თელი წალიკა, ბეგიაური, ნაცარქათამა, გვირილა, ჩვეულებრივი თივაქასრა

მოქმედი ნივთიერებაფენმედიფამი91გ/ლ+დესფედიფამი71გ/ლ+ეთოფუმეზატი112გ/

მოქმედების ტიპისელექციური

პრეპარატული ფორმაემულსიის კონცენტრატი

მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია

შიგთავსი:5 ლიტრი

მოქმედების სპექტრი:

მაღალეფექტური სამკომპონენტიანი ჰერბიციდი, ძლიერი მოქმედების უნარით ერთწლიანი ფართოფოთლოვანი და სხვადასხვა მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად შაქრისა და სუფრის ჭარხლის ნათესებში. პრეპარატი დამზადებულია მიკროდისპერსიული ფორმულაციის ახალი კონცეფციის მიხედვით. იგი ქმნის ახალ ფორმულაციურ კომპოზიციას, რომელიც პირველად იქნა გამოყენებული ჰერბიციდის შექმნისას და გამოიხატება პრეპარატის შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენს სპეციფიური მცენარეული ზეთისა და ახალი თხევადი კომპლექსმატარებელის კომპლექტს. იგი ხასიათდება სრულყოფილი ტექნიკური და ეკოლოგიური მახასიათებლებით.


ამბროზია

ყანის ია

ქუთქუთა

ჟუნჟრუკი

ღიჭა

შავი ძაღლყურძენა

ლემა

ფარსმანდუკი

დანდური

მინდვრის მდოგვი

ჩვეულებრივი თივაქასრა

საპონელა

ჯიჯილაყა

ყანის ჭლექი

ჭინჭრის დედა

ბოლოკურა

წითელი წალიკა

ბეგიაური

ნაცარქათამა

გვირილა


მოქმედების მექანიზმი:

ბეთანალ ექსპერტი გამოიყენება 40-ზე მეტი სახეობის სარეველას წინააღმდეგ საბრძველად. პრეპარატის შემადგენლობა უზრუნველყოფს მისი გამოყენების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და მის საუკეთესო ეფექტს, რაც გამოიხატება: ხსნარის დამცავი გარსის შექმნაში და მისი მოქმედი ნივთიერების კრისტალიზაციის შენელებულ პროცესში. ეს კი უზრუნველყოფს მცენარის ფოთლებზე დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებისა და მოქმედების უნარს.
ფენმედიფამი და დესმედიფამი მოქმედებენ მცენარის ფოთლებიდან, ხოლო ეტოფუმეზატი შთაინთქმევა ფესვებისა და მწვანე მასის მიერ. პრეპარატის მოქმედ ნივთიერებაში შემავალი ელემენტების მოქმედების ასეთი მექანიზმი უზრუნველყოფს ხანგრძლივვადიან ეფექტს განსხვავებული სახეობების სარეველების წინააღმდეგ.

სელექციურობა:

ბეთანალ ექსპერტი ითავსებს სარეველების წინააღმდეგ მოქმედების ფართო სპექტრს და მაღალი სელექციურობის უნარს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მიმართ, რაც განპირობებულია მისი მოქმედი ნივთიერებების შაქრის ჭარხალში ჰიდროლიზით, რის შედეგადაც ღამის პერიოდში ხდება ქიმიური შენაერთის ფორმირება. ამავე დროს სარეველა მცენარეში მოხვედრილი პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები არ იშლებიან.

გამოყენების ვადები და ნორმები:

ბეთანალ ექსპერტი-ს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა მოქნილი დოზირება რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მისი სათანადოდ დარეგულირება და დოზის მინიმიზაცია სარეველების განვითარების სტადიებთან მიმართებაში, რის მიხედვითაც პრეპარატის დოზა შესაძლებელია იცვლებოდეს 1ლ/ჰა-დან 1.5ლ/ჰა-მდე.
ბეთანალ ექსპერტი-ს გამოყენების საერთო მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3ლ/ჰა-ზე სეზონის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენების ოპტიმალურ ფორმას წარმოადგენს მისი სამჯერადი (1ლ/ჰა-ზე) ან ორჯერადი (1.5ლ/ჰა-ზე) შეტანა.

გამოყენების რეკომენდაციები:

  • შაქრის ჭარხლის თავდაპირველი ზრდა და მგრძნობელობა სარეველების კონკურენციისადმი მოითხოვს ზრდის დათრგუნვის ხანგრძლივმოქმედ პერიოდს. პრეპარატი იძლევა საშუალებას მისი მრავალჯერადი და თანმიმდევრული გამოყენებისას სრულად გაკონტროლდეს სარეველების ზრდა;
  • რეკომენდებულია ფართობის სამჯერადი დამუშავება. პრეპარატის პირველი შეტანა უნდა მოხდეს სარეველების ლებანფოთლის ფაზაში, ხოლო მეორე და შესაბამისად მესამე შესხურების ჩატარება კი პირველი შეტანის შედეგ გაჩენილი სარეველების ლებანფოთლის ფაზაში;
  • ბეთანალ ექსპერტი-ს დაგვიანებული შეტანა ნაკვეთში გამოიწვევს მისი დოზების ზრდას. ხოლო თუ ნაკვეთი ძლიერად არის დასარევლიანებული მხოხავი ჭანგათი, საჭირო იქნება სხვა პრეპარატების დამატება;
  • ბეთანალ ექსპერტი-ს შეტანის საერთო რიცხვი შესაძლებელია შეიცვალოს სეზონის მაქსიმალური ნორმის ფარგლებში.
  • საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებამდე შესაძლებელია ნიადაგის დამუშავება სარეველების აღმოცენებამდე მოქმედი ჰერბიციდით ან მექანიკური ღონისძიებების გატარება აღმოცენების შემდეგ.

    პრეპარატის უპირატესობები:

  • მისი მოქმედება აღმოცენების შემდგომ პერიოდში მიმართულია მხოლოდ სარეველების წინააღმდეგ;
  • ყველაზე ფართო სპექტრის სარეველებზე მოქმედების უნარი, ჭარხლის ყველაზე პრობლემატური სარეველების ჩათვლით; (ღიჭა, ჯიჯილაყა, მატიტელა, ყველა ჯვარყვავილოვანი სარეველა.)
  • მაღალი ეფექტურობა ყველა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში;
  • მისი შერევის შესაძლებლობა სხვა პრეპარატებთან კონკრეტული ნიადაგობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, სპეციფიური პრობლემების გადაჭრის მიზნით;
  • მოსახერხებელია შენახვასა და გამოყენებაში;
  • სამუშაო ხსნარის გაკეთების სიმარტივე;
  • გამოყენების სიმარტივე, დოზების შეტანის დროისა და ჯერადობის ფართო არჩევანი საშუალებას იძლევა პრეპარატის
  • ადაპტაციისა ადგილობრივ პირობებთან ;
  • თანამედროვე ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობა.

    თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

პრეპარატით დამუშავების ხერხების ადაპტაციისათვის კონკრეტულ ადგილობრივ პირობებთან ან შაქრის ჭარხლის დაცვის სხვა ღონისძიებებთან ერთად მისი გამოყენების მიზნით შესაძლებელია პრეპარატის შერევა მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებთან. პრეპარატი შეიცავს ზეთს რის გამოც მისი გამოყენებისას საჭირო არ არის მიმწებებლის შერევა ხსნარში.

უსაფრთხოების წესები!

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურაღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა

სასარგებლო ინფორმაცია