არტისტი - ფლუფუნაცეტი + მეტრიბუზინი

ფასი ქულებში: 126 ქულა
10 პროდუქტი;

GEL126

კულტურა:კარტოფილი პრეპარატული ფორმაწყალში ხსნადი გრანულები დაავადება, მავნებელიავშანფოთლიანი ამბროზია, ხვართქლა, ბოსტნისიის სახეობები, ღიღილო, გალინსოგა, მინდვრის მდოგვი, ფარსმანდუკი, ჩვეულებრივი ლემა, ჩვეულებრივი თავცეცხლა, ჩვეულებრივი, თავყვითელა, ჟუნჟრუკი, ბალბას სახეობები, ჭინჭრისდედა,...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა:კარტოფილი

პრეპარატული ფორმაწყალში ხსნადი გრანულები

დაავადება, მავნებელიავშანფოთლიანი ამბროზია, ხვართქლა, ბოსტნისიის სახეობები, ღიღილო, გალინსოგა, მინდვრის მდოგვი, ფარსმანდუკი, ჩვეულებრივი ლემა, ჩვეულებრივი თავცეცხლა, ჩვეულებრივი, თავყვითელა, ჟუნჟრუკი, ბალბას სახეობები, ჭინჭრისდედა, ჭინჭრისდედის სახეობები, მსუსხავი ჭინჭარი, ჩვეულებრივი, ჭინჭარი, ბაბუაწვერა, საპონელა, ნაცარქათამა, თათბო, სელიჭა, რძიანას სახეობები, მინდვრის კესანებირკას სახეობები, ყვითელი ღიჭა, ვარდისფერი ღიჭა, ძაღლყურძენა, ტყის სურა, ბეგიაური, მყრალი, გვირილა, გვირილას სახეობები, სამკურნალო შავთავა, ქუთქუთა, უსუნო გვირილა, მინდვრის ია, ორკბილა, ჩვეულებრივი ჯიჯილაყა, ჩვეულებრივი შვრიუკა, შალაფა, მდელოს მელაკუდა, ძურწა და სახეობები, მწერფეხას სახეობები, მხოხავი ჭანგა, ბურჩხა, თმისებური ბურჩხა, ბურჩხას სახეობები, გლერტა, თავნასკვას სახეობები, ჩვეულებრივი თივაქასრა, ჩვეულებრივი საგველა

მოქმედების ტიპისელექციური

მოქმედი ნივთიერებაფლუფუნაცეტი 240 გ/კგ, მეტრიბუზინი 175 გ/კგ

მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია

შიგთავსი:1 კილოგრამი

ნიადაგის ახალი მაღალეფექტური ჰერბიციდი, კარტოფილისა და სოიოს ნათესებში ერთწლიანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ.

მოქმედების სპექტრი:

ორლებლიანი სარეველები

ერთლებლიანი სარეველები

ავშანფოთლიანი ამბროზია

ჩვეულებრივი შვრიუკა

ხვართქლა

შალაფა

ბოსტნის იის სახეობები

მდელოს მელაკუდა, ძურწა და სახეობები

ღიღილო

მწერფეხას სახეობები

გალინსოგა

მხოხავი ჭანგა

მინდვრის მდოგვი

ბურჩხა

ფარსმანდუკი

თმისებური ბურჩხა

ჩვეულებრივი ლემა

ბურჩხას სახეობები

ჩვეულებრივი თავცეცხლა

გლერტა

ჩვეულებრივი თავყვითელა

თავნასკვას სახეობები

ჟუნჟრუკი

ჩვეულებრივი თივაქასრა

ბალბას სახეობები

ჩვეულბერივი საგველა

ჭინჭრისდედა

ჭინჭრისდედის სახეობები

მსუსხავი ჭინჭარი

ჩვეულებრივი ჭინჭარი

ბაბუაწვერა

საპონელა

ნაცარქათამა

თათბო

სელიჭა

რძიანას სახეობები

მინდვრის კესანე

ბირკას სახეობები

ყვითელი ღიჭა

ვარდისფერი ღიჭა

ძაღლყურძენა

ტყის სურა

ბეგიაური

მყრალი გვირილა

გვირილას სახეობები

სამკურნალო შავთავა

ქუთქუთა

უსუნო გვირილა

მინდვრის ია

ორკბილა

ჩვეულებრივი ჯიჯილაყა



შესხურება აღმოცენებამდე - 2,0 კგ/ჰა.

გამოყენების ნორმები:კარტოფილი: ნიადაგზე შესხურება კულტურის აღმოცენებამდე, ბაზოს ფორმირების შემდგომ - 2,0-2,5 კგ/ჰა.

სოიო: ნიადაგზე შესხურება კულტურის აღმოცენებამდე - 2,0-2,5 კგ/ჰა.
მსუბუქ ნიადაგებზე გამოიყენება ხარჯვის მინიმალური ნორმებით, ხოლო მძიმე ნიადაგებზე ხარჯვის მაქსიმალური ნორმებით. ჰერბიციდის შეტანამდე მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად ნიადაგი უნდა იყოს საკმარისად ტენიანი, კარგად დამუშავებული, მსხვილი გოროხების გარეშე.
სამუშაო ხსნარის მინიმალური რაოდენობა 200ლ/ჰა. ნაკვეთში მსხვილი ზომის გოროხების არსებობის შემთხვევაში სამუშაო ხსნარის მოცულობა უნდა გაიზარდოს.

მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატი შეიცავს კარგად ნაცნობ ნივთიერებას - მეტრიბუზინს, ახალ კომპონენტ, ფლუფენაცეტთან კომბინაციაში, რომელიც ზრდის პრეპარატის ეფექტურობას, როგორც ფესვთა სისტემიდან, ასევე ფოთლებიდანაც. ამის წყალობით, არტისტი 41,5 წხგრ-ს მოქმედება სხვა პრეპარატებთან შედარებით გახანგრძლივებულია, რაც საშუალებას იძლევა საიმედოდ გაკონტროლდეს ისეთი სარეველები, როგორებიცაა: ქათმის ფეტვი, თეთრი ნაცარქათამა, მინდვრის ია, წვრილყვავილა გალინსოგა, შავი ძაღლყურძენა.

სელექციურობა:

აღმოცენებამდე ჰერბიციდის გამოყენება დოზით 2კგ/ჰა კულტურულ მცენარეზე არ იწვევს უარყოფით შედეგებს. კარტოფილის ის ჯიშები, რომლებიც მგძნობიარეა მეტრიბუზინის შემცველი პრეპარატების მიმართ (ზენკორი), მედეგია პრეპარატ არტისტი-თ დამუშავების მიმართ. ამასთან, არტისტი®-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული ქვიშიანი და ძალიან მსუბუქ ნიადაგებზე.

გამოყენების რეკომენდაციები:

ქვიან ნიადაგებზე გამოყენებისას, არსებობს მოქმედი ნივთიერების ფესვთა სისტემაში ჩარეცხვის რისკი, რამაც შეიძლება დააზიანოს კულტურა ძლიერი ქარის დროს პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება დაზიანდეს მეზობელი კულტურები
პრეპარატის შესხურების შემდეგ, ნიადაგის კულტივაცია ამცირებს ჰერბიციდის მოქმედებას და ახდენს სარეველების აღმოცენების პროვოცირებას. პრეპერატი ნიადაგში პრაქტიკულად არ გადაადგილდება, აქედან გამომდინარე ნიადაგის დამუშავების ყველა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ჰერბიციდის ეფექტურობის შესუსტება.

პრეპარატის უპირატესობები:

  • მაღალეფექტური კონტროლი ბეგიაურსა და ძაღლყურძენაზე;
  • მარცვლოვან სარეველებზე გაუმჯობესებული კონტროლი;
  • მცენარის დაცვა განვითარების საწყისი ეტაპიდან;
  • საადრეო კარტოფილზე სარეველების კონტროლი ერთი დამუშავებით;
  • იძლევა კარტოფილის მგძნობიარე ჯიშებზე გამოყენების საშუალებას;
  • მარტივი გამოყენება;
  • საკმარისი ტენიანობის პირობებში არ საჭიროებს გრამინიციდების შეტანას.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

ნაზავის მომზადებისას სასურველია გამოიყენეთ ორიგინალი წარმოშობის პრეპარატი - პარტნიორი.

გავლენა მომდევნო კულტურებზე:

იმავე კალენდარულ წელს მომდევნო კულტურის დათესვის შემთხვევაში ნიადაგი უნდა დამუშავდეს მინიმუმ 15 სმ. სიღრმეზე.
საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების თესვა შესაძლებელია არტისტი-ს გამოყენებიდან ოთხი თვის შემდგომ. მოხვნა სავალდებულოა.

გავლენა შემდგომ სეზონე:

არ დათესოთ ბოსტნეული და კომბოსტოს კულტურები (მათ შორის ბრიუსელისა და ყვავილოვანი კომბოსტო), ხახვი, შაქრისა და სუფრის ჭარხალი.

უსაფრთხოების წესები!

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ!!!

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია