ბიოფაუერი

ფასი ქულებში: 47 ქულა
10 პროდუქტი;

GEL47

კულტურა: თხილი, ყურძენი, მარწყვი, კაკალი, პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი, ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, თეთრთავიანი კომბოსტო, ბროკოლი, სალათა, ისპანახი, კიტრი, ბადრიჯანი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, სტაფილო, სოკო, ნიორი, ხახვი, პრასი,...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა:თხილი, ყურძენი, მარწყვი, კაკალი, პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი, ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, თეთრთავიანი კომბოსტო, ბროკოლი, სალათა, ისპანახი, კიტრი, ბადრიჯანი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, სტაფილო, სოკო, ნიორი, ხახვი, პრასი, მწვანე ხახვი, ქინძი, ნიახური, ოხრახუში, რეჰანი, რუკოლა, ბოლოკი, ყაბაყი, ჭარხალი, შაქრის ჭარხალი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, გარგარი, ბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი, ნუში, სოიო, ლობიო, იონჯა, მზესუმზირა, ტკბილი წიწაკა, კამა

პრეპარატული ფორმაწყალხსნადი კონცენტრატი

მწარმოებელი:Bayer AG, გერმანია

შიგთავსი:5 ლიტრი -47 ლარი

0.5 ლიტრი-8ლარი

წარმოადგენს მხოლოდ მაისტერის მიმწებებელს!

შარდოვანას ბაზაზე დამზადებული პრეპარატებისთვის საჭირო მიმწებებელი. წარმოადგნეს ექსილირებული ლაურისულფატს, ნეირონული მიმწებებლების ჯგუფიდან. ბიოფაუერი ხელს უწყობს სამუშაო ხსნარის სარეველების მიწისზედა ნაწილებზე შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის დაჩქარებულ და სრულ შეღწევას მცენარეში. ბიოფაუერი აჩქარებს და აუმჯობესებს იმ პრეპარატის ჰერბიციდულ ეფექტს, რომელთან ერთადაც გამოიყენება.

გამოყენების ნორმები:

კულტურაპრეპარატი რომელთან
ერთადაც გამოიყენება ბიოფაუერი
ბიოფაუერის ხსნარის ნორმაკომენტარი
სიმინდიმაისტერი 62 წხგრ 1.25 - 1.5 ლ/ჰა-ზე
გამოიყენეთ 200 - 300 ლ სამუშაო ხსნარი


მოამზადეთ სამუშაო ხსნარი უშუალოდ შესხურების წინ. შეავსეთ შესაწამლი ცისტერნა წყლით დაახლოებით ნახევრამდე, პირველ რიგში დაუმატეთ მას ჰერბიციდის საჭირო რაოდენობა, მოურიეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, დაუმატეთ შემდეგ ხსნარს ბიოფაურის საჭირო რაოდენობა და წყალი ცისტერნის სრულ გავსებამდე.

პრეპარატის უპირატესობები:

  • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სამუშაო ხსნარის სარეველა მცენარის ფოთლებზე გადანაწილების უნარს, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის ძლიერ და სტაბილურ ეფექტს;
  • მნიშვნელოვნად აჩქარებს ჰერბიციდულ მოქმედებას.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის. შეინახეთ 0° C– დან +40° C – ის ტემპერატურის ფარგლებში

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია