მსხლის ნერგები

ფასი ქულებში: 5 ქულა
900 პროდუქტი;

GEL5

შეკვეთილი ნერგის ფასი ერთეულის ფასი (ლარი) 10-40ცალი 7 41-100 6 101-1000 5 საქართველოში მსხლის გაშენება ჯიშების მიხედვით, უმეტეს რაიონებშია შესაძლებელი ყველაზე უკეთესად-სათანადო ნალექიან, ძლიერი ქარებისგან დაცულ ნაკვეთებში ხარობს. ასეთ ადგილებში სწრაფმზარდ სათესლე საძირეებზე...
+
განვადებით ყიდვა
შეკვეთილი ნერგის ფასიერთეულის ფასი (ლარი)
10-40ცალი7
41-1006
101-10005

საქართველოში მსხლის გაშენება ჯიშების მიხედვით, უმეტეს რაიონებშია შესაძლებელი ყველაზე უკეთესად-სათანადო ნალექიან, ძლიერი ქარებისგან დაცულ ნაკვეთებში ხარობს. ასეთ ადგილებში სწრაფმზარდ სათესლე საძირეებზე დამყნობილი მსხალი შეიძლება ურწყავ ნაკვეთშიც გავაშენოთ.

ზამთრის ჯიშების მსხლის გასაშენებლად უნდა შევარჩიოთ თბილი და ქარისგან დაცული ადგილები. მსხალი კარგად იზრდება და მსხმოიარობს ყავისფერ, მუქ და რუხი ტყის ნიადაგებზე. ყველაზე უკეთესად ვითარდებიან ღრმა თიხნარ, საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე. ქვიშიან ნიადაგებზე მსხალი ცუდად ხარობს, გრუნტის წყლები შორს უნდა იყოს მისი ფესვებისგან.

მსხლის ხისთვის ოპტიმალურია PH=6.5-7.0 (მისაღებია PH=6.0-7.5)

მსხლის ხე საკმაოდ მგრძნობიარეა ყინვასთან მიმართებაში.

პირველი მორწყვა ყვავილობის წინ უნდა ჩავატაროთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდში საკმარისი ნალექი არ მოვიდა.

ყვავილობის შემდეგ მორწყვა სასურველ გავლენას ახდენს, ნაყოფის ზომასა და ხარისხზე, ნაყოფის დაკრეფამდე 2-3 კვირით ადრე კიდევ ერთი მორწყვა, ასევე კარგად მოქმედებს ნაყოფის სიდიდესა და ხარისხზე.

მოსავლის აღების შემდეგ ნარგავები კიდევ 1-2 ჯერ მოირწყვება. ტენდამაგროვებელი რწყვა ტარდება ფოთლის ჩამოცვენის შემდეგ, თუ შემოდგომა თბილი და მშრალია.

სასარგებლო ინფორმაცია