ალუბლის ნერგები

ფასი ქულებში: 7 ქულა
1000 პროდუქტი;

GEL7

შეკვეთილი ნერგის ფასი ერთეულის ფასი (ლარი) 10-40ცალი 7 41-100 6.5 101-1000 6 ნიადაგს ძირითადად ამუსავებენ შემოდგომაზე 18-20 სმ-ის სიღრმეზე. სავეგეტაციო პერიოდში აფხვიერებენ 5-6 ჯერ. პირველი გაფხვიერება ტარდება გაზაფხულზე, როგორც კი ნიადაგი გაშრება. ალუბალს რგავენ შემოდგომზე,...
+
განვადებით ყიდვა
შეკვეთილი ნერგის ფასიერთეულის ფასი (ლარი)
10-40ცალი7
41-1006.5
101-10006

ნიადაგს ძირითადად ამუსავებენ შემოდგომაზე 18-20 სმ-ის სიღრმეზე. სავეგეტაციო პერიოდში აფხვიერებენ 5-6 ჯერ. პირველი გაფხვიერება ტარდება გაზაფხულზე, როგორც კი ნიადაგი გაშრება. ალუბალს რგავენ შემოდგომზე, ნოემბერში ან გაზაფხულზე თებერვალი-მარტი.

დარგვისთვის საჭიროა ამოიღოთ ორმო 40სმ (სიღრმე)-40სმ (სიგანე)-40სმ (სიმაღლე). ორმოში შეიტანეთ 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი (აურიეთ მიწას) ან შესაბამისი მინერალური სასუქი. დარგვისას ნამყენი უნდა მოექცეს ნიადაგიდან დაახლოებით 4 სმ-ის სიმაღლეზე.

ალუბალი ზამთარ-გაზაფხულზე, საკმარისი ნალექების პირობებში შეგვიძლია არ მოვრწყოთ. თუ ზამთარი და გაზაფხული მშრალია, მოსავლის აღებამდე უნდა მოირწყას ორჯერ, ხოლო მოსავლის აღების შემდეგ კიდევ 1-2 ჯერ. სარწყავი წყლის ნორმა დაახლოებით ჰექტარზე 700-800 კუბ-მეტრია. ალუბლის ნაყოფი წითლდება დამწიფებამდე რამდენიმე დღით ადრე. ჩვეულებრივ იკრიფება ყუნწიანად, გამონაკლისია გადასამუშავებლად განკუთვნილი ნაყოფი.

სასარგებლო ინფორმაცია