ვაშლის ნერგები

ფასი ქულებში: 5 ქულა
1000 პროდუქტი;

GEL5

შეკვეთილი ნერგის ფასი ერთეულის ფასი (ლარი) 10-40ცალი 7 41-100 6 101-1000 5 ვაშლის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე. ნახევრად ინტენსიურ ბაღებს საშუალო ზრდის საძირეებზე აშენებენ კვების არით 5,0 X 3,0, მ 5.0X 2.50 მ. დარგვის დროს სასურველია ორმო...
+
განვადებით ყიდვა
შეკვეთილი ნერგის ფასიერთეულის ფასი (ლარი)
10-40ცალი7
41-1006
101-10005

ვაშლის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე. ნახევრად ინტენსიურ ბაღებს საშუალო ზრდის საძირეებზე აშენებენ კვების არით 5,0 X 3,0, მ 5.0X 2.50 მ. დარგვის დროს სასურველია ორმო ამოღებული იყოს ბაღის გაშენებამდე რამდენიმე დღით ადრე. ორმოს დიამეტრი უნდა შეადგენდეს 40-50 სმ-ს, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ-ს დარგვის წინ ნერგებს ათავსებენ მზისგან დაცულ ადგილზე და/ან ფესვების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, აფარებენ სველ ტილოს დარგვის წინ ნერგი უნდა შემოწმდეს და დაზიანებული ფესვის ბოლოები ზომიერად დამოკლდეს. ფესვებს ორმოში კარგად შლიან. ფესვებს შორის სიცარიელე რომ შეივსოს, საჭიროა მიეყაროს ფხვიერი მიწა და ფეხით მიეტკეპნოს. მიწის მიყრისას ნერგი აწევ-დაწევით, ფრთხილად უნდა შეირხეს. დარგვის შემდეგ უმჯობესია სარის შედგმა და ნერგის მიბმა.

სასარგებლო ინფორმაცია