3 ორგანული სასუქი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებაში დაგეხმარებათ

Posted by   John Doe
06/29/2018
0

ნაცარი

ფოტო: This Old House

ადამიანების უმრავლესობა რომელიც სამეურნეო საქმიანობას ეწევა და სოფელში ცხოვრობს, საჭმლის მოსამზადებლად თუ გასათბობად შეშას იყენებს, რომელიც თავის მხრივ წვისა და გადამუშავების შედეგად, ბუნებრივ სასუქად გარდაიქმნება.

ნაცარი, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში გროვდება, დახურულ ჭურჭელში სწორად შენახვის შემთხვევაში, ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი სასუქია, რადგან ის უამრავ მიკროელემენტს შეიცავს, მათ შორის - კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმსა და მაგნიუმს. ასეთი არაჩვეულებრივი შემადგენლობიდან გამომდინარე, ნაცარი ხელს უწყობს მცენარის სრულფასოვან ზრდა-განვითარებასა და გაჯანსაღებას.

ნაკელი

ფოტო: filippo giuliani/shutterstock

უკვე დიდი ხანია, რაც რქოსანი პირუტყვის ნაკელს, როგორც ბუნებრივ სასუქს, სოფლის მეურნეობაში წამყვანი პოზიცია უკავია. იქიდან გამომდინარე, რომ ის უამრავი საჭირო ელემენტით არის გაჯერებული და მისი მოქმედების ვადა 4-5 წელი გრძელდება, მისი გამოყენება თითქმის ყველანაირ ნიადაგზეა შესაძლებელი.

ნიადაგში შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე მოძველებული ნაკელის შეტანა, თუმცა ორივე ვარიანტს თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარე გააჩნია. სავარგულზე ახალი ნაკელის დამატების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მასში დიდი რაოდენობით სარეველა ბალახების ჯერ კიდევ გადაუმუშავებელი თესლია გადარეული, რამაც მოსავალს დიდი საფრთხე შიძლება შეუქმნას. ამიტომ აჯობებს, თუ მოძველებულ ნაკელს გამოიყენებთ, ის ბევრად უსაფრთხოა, თუმცა საყურადღებოა, რომ ნახევრად გადამწვარი თუ გადამწვარი ნაკელი, ნაკლებ აქტიურ ელემენტს შეიცავს.

ბიუჰუმუსი

ფოტო: Organic

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფერმერების უმრავლესობამ იცის, რომ კარგი ნიადაგი, მათი საქმიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რადგან მიწა რომელზეც თქვენი მოსავალი იზრდება, აუცილებელია იყოს ცოცხალი და პროდუქტიული, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საქმიანობა, კრახისთვის არის განწირული.

ისევე როგორც ნაცარი და ნაკელი, ბიუჰუმუსიც ეკოლოგიურად სუფთა სასუქია, რომელიც ორგანული ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღება. საქმე ის არის, რომ ნარჩენების ნიადაგში შეტანა ხელს უწყობს ე.წ. წვიმის ჭიაყელების გამრავლებას, რომელთა ცხოველმყოფელობის ამაღლებაც თავის მხრივ ნიადაგში ზრდის ორგანული ნივთიერებების შემცველობას.

ბიუჰუმუსს, როგორც ბუნებრივ სასუქს, არაერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად ის გეხმარებათ სავარგულების სარეველა ბალახებისგან დასუფთავებაში, ერთი-ორად ზრდის მოსავლის რაოდენობას და ნიადაგში შხამ-ქიმიკატების შემცველობასაც მნიშვნელოვნად ამცირებს.

თუ აგრობიზნესში ხართ ჩართული ან ფიქრობთ, რომ გსურთ ამ საქმიანობით დაკავდეთ, უხვი მოსავლის მისაღებად გირჩევთ ეს სასუქები გამოიყენოთ

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

შეტყობინების დატოვება