ნიტროამოფოსკა NPK 15:15:15

ფასი ქულებში: 40 ქულა
10 პროდუქტი;

GEL40

კულტურა: თხილი, ყურძენი, მარწყვი, კაკალი, პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი, ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, თეთრთავიანი კომბოსტო, ბროკოლი, სალათა, ისპანახი, კიტრი, ბადრიჯანი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, სტაფილო, სოკო, ნიორი, ხახვი, პრასი,...
+
განვადებით ყიდვა

კულტურა:

თხილი, ყურძენი, მარწყვი, კაკალი, პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი, ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, თეთრთავიანი კომბოსტო, ბროკოლი, სალათა, ისპანახი, კიტრი, ბადრიჯანი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, სტაფილო, სოკო, ნიორი, ხახვი, პრასი, მწვანე ხახვი, ქინძი, ნიახური, ოხრახუში, რეჰანი, რუკოლა, ბოლოკი, ყაბაყი, ჭარხალი, შაქრის ჭარხალი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, გარგარი, ბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი, ნუში, სოიო, ლობიო, იონჯა, მზესუმზირა, ტკბილი წიწაკა, კამა

პრეპარატული ფორმაგრანულები

მოქმედი ნივთიერებაNPK 15:15:15

მწარმოებელი:Adriatica, იტალია

შიგთავსი:

25 კილოგრამი

ნიტროამოფოსკა ეს არის გრანულირებული, უნივერსალური, ადვილად გასაფანტი სასუქი. იგი არ იბელტება, წყალში კარგად იხსნება, გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგში. როგორც ძირითადი გამოკვების სახით თესვის წინ, აგრეთვე დამატებით გამოკვებაში. მძიმე თიხიან ნიადაგებში ნიტროამოფოსკა უმჯობესია შევიდეს ნიადაგში მზრალად ხვნის წინ, ხოლო მსუბუქ ნიადაგებში რომ არ მოხდეს აზოტის ჩარეცხვა ნიადაგის ღრმა ფენაში, უნდა მოხდეს შეტანა გაზაფხულზე. აღნიშნული სასუქი უფრო მეტად ეფექტურია შავმიწა და წაბლისფერი ნიადაგებითვის. ნიტროამოფოსკა თავისი რთული შემადგენლობის წყალობით, მარტივი სასუქებისგან განსხვავებით, უფრო იაფი ჯდება. სასუქი უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას, მოსავლის ხარისხს და მის კვებით ღირებულებას. ზრდის მცენარის ყინვა და გვალვა გამძლეობას, მედეგია დაავადებების მიმართ.

გამოყენების რეკომენდაციები:

სასუქის ნიადაგში შეტანის ნორმები განისაზღვრება ნიადაგის ქიმიური შემადგენლობისა და კულტურათა მოთხოვნილების გათვალისწინებით. საგაზაფხულო კულტურებში ხვნის წინ ნიადაგში შედის 325-425 კგ/ჰა-ზე, ხოლო ნაყოფის მომცემ მრავალწლიან ნარგავებში 640-740 კგ/ჰა-ზე. ვეგეტაციის პერიოდში მისი გამოყენება მცირე ოდენობით შეიძლება წყალში გახსნილი დამატებითი გამოკვების სახით.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ სითბოსა და ცეცხლის წყაროსგან მოშორებით, მშრალ, კარგად ვენტილირებად და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაფრთხილება:

გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზებს. ატარეთ დამცავი ხელთათმანები და სათვალე. პროდუქტთან მუშაობის პროცესში აკრძალულია ჭამა, დალევა და მოწევა. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით თვალები. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ და გააგრძელეთ თვალების გამორეცხვა. თუ თვალების გაღიზიანება განმეორდა მიმართეთ ექიმს. პროდუქტის მოხმარების შემდეგ დაიბანეთ ხელები. დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ და ხელახლა გამოყენებამდე გარეცხეთ.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას მისი არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას მისი არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სასარგებლო ინფორმაცია